მთავარი,სიახლეები

„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

02.08.2022
„ლელო” რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს

პოლიტიკური პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს.

პარტიის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ომის შემდეგ, როცა დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

„ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ.

არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი  ქვეყნების მოქალაქეები),  დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ), 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით,“- აცხადებს „ლელო“.

ოფიციალური მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, საქართველოს საზღვარი აპრილის თვეში რუსეთის 48 797-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, მაისში – 69 772-მა მოქალაქემ, ივნისში კი რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში.

ამავე პერიოდში გაზრდილია ბელარუსიდან შემოსული პირების მაჩვენებელიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: