მთავარი,სიახლეები

კადიროვს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს

03.08.2022
კადიროვს ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გმირის წოდება მიანიჭეს. ჯილდო მას რესპუბლიკის მეთაურმა ლეონიდ პასეჩნიკმა გადასცა. ინფორმაციას და ჯილდოების გადაცემის კადრებს რუსული მედია ავრცელებს.

პასეჩნიკმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლებს „უკრაინელ ნაცისტებთან ბრძოლაში დახმარებისთვის“ და დასძინა, რომ „ჩეჩნეთისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ერთიანი ძალებით გაათავისუფლეს ლუგანსკის ტერიტორია უკრაინელი ფაშისტებისგან“.

პასუხად კადიროვმა ლეონიდ პასეჩნიკსა და „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს მდივანს, ანდრეი ტურჩაკს კადიროვის ორდენები გადასცა. პირველმა მათგანმა ჯილდო „რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა“ და „ლუგანსკისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის“ მიიღო, ხოლო მეორემ  – „სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის“ და „სამშობლოს სამსახურში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.

ივლისის ბოლოს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ნევსკის ორდენით დააჯილდოვა „სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების ეფექტიანად გადაჭრისთვის.“

კადიროვი პუტინს სთხოვს კიევის აღების უფლება მისცეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: