დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტის, სვატოვოს შენარჩუნებამ რუსეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. უწყების ცნობით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში სვატოვოს სექტორში არ შეწყვეტილა საარტილერიო ბრძოლები. რაც შეეხება ფრონტის სხვა მონაკვეთებს, იქ რუსეთი თავდაცვითი პოზიციების მოწყობას განაგრძობს და ამის გაკეთებას ცუდად აღჭურვილი და ასევე ცუდად მომზადებული მობილიზებულების ხარჯზე ცდილობს. „ახლა, როდესაც რუსეთისთვის უფრო …
Category Archives: მთავარი
რუს სამხედრო ბლოგერებს პირადად პუტინი მფარველობს – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის მთავარი თემა რუსი სამხედრო ბლოგერები არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოგერების ჯგუფს პირადად ვლადიმერ პუტინი მფარველობს. შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში დამყარებული მკაცრი ცენზურის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ბლოგერები არაერთხელ დაიცვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებისგან. „რუსი სამხედრო ბლოგერები უბრალოდ კი არ უჭერენ მხარს ომს, არამედ ყალიბდებიან ჯგუფად, რომელსაც …
Continue reading “რუს სამხედრო ბლოგერებს პირადად პუტინი მფარველობს – ISW”
ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე
ხულოელი სამი ახალგაზრდა წელს პირველად ასპარეზობდა მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატში. სამივე მათგანი ხულოს სოფელ ვაშლოვანიდანაა. მათგან ორი – თაკო და მარი რიჟვაძეები დები არიან. 19 წლის თაკო რიჟვაძე გვიყვება, როდის დაიწყო მაგიდის ჩოგბურთის თამაში, რა მიღწევები ჰქონია აქამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. ის საუბრობს იმ საჭიროებებსა და პრობლემებზეც, რაც სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო …
Continue reading “ჩოგბურთელები ხულოს სოფლიდან ფორმის, ხარისხიანი მაგიდისა და ბურთების გარეშე”
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის გზებზე ჩაბარება ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად ქუჩის მარშრუტები ზუგდიდშიც დაამტკიცა. ზუგდიდში სამი საგამოცდო მარშრუტი იქნება: N1 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია; N2 …
Continue reading “მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის გზებზე ჩაბარება ზუგდიდშიც იქნება შესაძლებელი”
ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს | ფოტო
დღეს, 20 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. წელს ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგებია, რომელთა დეკორაციებითაც გაფორმდა ევროპის მოედანი. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 2020-2021 წლებში არ ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის …
Continue reading “ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს | ფოტო”
„აქ მოსვლა გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის“ – როგორ სწავლობენ ჟურნალისტიკას სკოლის მოსწავლეები
„აქ მოსვლამდე არანაირი სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა ჟურნალისტიკაზე. რეალურად 7 წელია ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. ვერც სოციალური ქსელი, ვერც სხვა პლატფორმა, ვერაფერი ვერ დამეხმარა იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც მჭირდებოდა. აქ მოსვლა კი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამე სხვანაირად დავინახე და უფრო დადებითად განვეწყვე ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ,“ – ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სურმანიძე. მარიამი და …
საფრანგეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა
საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი ბატარეა, და, ასევე, ორი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა ცის დასაცავად. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ახლა პარიზში განიხილავენ კიევის მოთხოვნას სარადარო სადგურების უზრუნველყოფის შესახებ. ასევე, საფრანგეთში დაახლოებით 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის სპეციალიზებულ წვრთნას რამდენიმე კვირის განმავლობაში. Crotale …
Continue reading “საფრანგეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა”
უკრაინამ მოკავშირეებთან ერთად საჰაერო ფარის ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება დაიწყო
უკრაინამ, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის საჰაერო ფარის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება დაიწყო. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებაზე დაყრდნობით. „რადგან რუსეთის დარტყმები უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აშკარად გაგრძელდება, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ეფექტური სარაკეტო თავდაცვა. ძალიან სწრაფად, ზამთრის დაწყებამდე. …ამიტომ, უკრაინამ, თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, დაიწყო ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება უკრაინის …
700-მე მეტი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე
უკრაინაში, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. გარდა ამისა, მისივე თქმით, აქ 20-ზე მეტი ადგილი იქნა აღმოჩენილი, სადაც უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ უკრაინის მოქალაქეებს. დანაშაულების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის …
Continue reading “700-მე მეტი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 84 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330] ტანკი – 2 886 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 5 817 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 1 868 ერთეული [+1] MLRS – 393 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი”
ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: 1 …
Continue reading “ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი”
6,3 მილიონი ლარი აჭარაში ტურისტების მოსაზიდად – მიზნობრივი ქვეყნების ჩამონათვალი არ იცვლება
მიზნობრივი ქვეყნები, სადაც პირდაპირი სარეკლამო კამპანიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა იხარჯება, არ იცვლება. საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2022 წელს 3 872 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წლისთვის კი, ეს თანხა 6 375 000 ლარი იქნება. აჭარაში, ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 999 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა [აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – …
როდის მორჩება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია – 6,6 მილიონის სამუშაო გეგმა-გრაფიკის გარეშე
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა ამჟამად მელიქიშვილის ქუჩის კვეთასთან ცალმხრივად გადაკეტილია. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ნიუპოვერი“ ატარებს. კომპანია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა. როდის დასრულდება სამუშაოები და როდის გაიხსნება ქუჩის ეს მონაკვეთი – მერიის სამმართველოში ინფორმაცია არ აქვთ. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სამმართველომ მიმდინარე …
ბათუმის ბიუჯეტის ვერშესრულების ერთ-ერთი მიზეზი უამინდობაა, გასულ წელს პანდემია იყო
ბათუმის ბიუჯეტი 9 თვის ანგარიშის მიხედვით, ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდა. ჩავარდნა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია. მიზეზად კი, მერიაში მიმწოდებელი კომპანიების მერ ვალდებულებების ვერშესრულებას ასახელებენ. არის სხვა პრობლემებიც. სამრეწველო ზონის მიმდებარედ მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე და „გეზის“ მიმდებარედ არსებული გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებისთვის მერიას 2022 წელს 10 მილიონი უნდა დაეხარჯა, თუმცა, შესრულდა მხოლოდ პროექტის 30 პროცენტი. 10-მილიონიანი დაფინანსებიდან …
როდის აღდგება წყლის მიწოდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე
შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სასმელი წყლის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილია. წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავარიულად დაზიანებული მილის სარემონტო სამუშაოებია. ამავე ორგანიზაციის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები გრძელდება და წყლის მიწოდება 18:00 საათზე აღდგება.
ხე თუ გიშლით, მოჭერით – „მწვანე ბათუმის“ პოლიტიკა [ფოტო]
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. გზის ერთ მონაკვეთში რვა მოჭრილი ხის კუნძი გადავიღეთ. რვავე ხე ჯანსაღი იყო და ეს ვიზუალურადაც ჩანს. ამ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით აწარმოებს. სატენდერო მოთხოვნა ითვალისწინებს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას. ადგილზე გვითხრეს, რომ ხეები პროექტს უშლიდა …
Continue reading “ხე თუ გიშლით, მოჭერით – „მწვანე ბათუმის“ პოლიტიკა [ფოტო]”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420] ტანკი – 2 885 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 5 815 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 1 867 ერთეული [+2] MLRS – 393 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ნოემბერი”
რუსეთს სამხედრო ხარჯებისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი ემისია დასჭირდა – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 16 ნოემბერს რუსეთმა სასესხო ვალდებულებების ემისია ჩაატარა და აქედან 820 მილიარდი რუბლი [13,6 მილიარდი დოლარი] მიიღო, რაც რუსეთის ისტორიაში ერთ დღეში განხორციელებული ემისიების ყველაზე მაღალი მონაცემია. „ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან სასესხო ვალდებულებების ემისია გადამწყვეტი მექანიზმია თავდაცვის ხარჯების დასაფარად, ეს ხარჯები კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ – წერს უწყება 19 ნოემბრის …
კრემლს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა მორიგ ტალღას ელოდება – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა ელოდება, რადგან კრემლს მობილიზაცია არ შეუჩერებია და რეზერვისტების გაწვევას ამ ხნის განმავლობაში ფარულად განაგრძობდა. „ფარული მობილიზაციის გაგრძელება და მობილიზაციის მომდევნო ტალღისთვის მზადება, მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც გადატვირთულ აპარატს,“ – წერს ISW. ექსპერტები იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ …
Continue reading “კრემლს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა მორიგ ტალღას ელოდება – ISW”
ქედის მერიის შპს-ში „თვეში ორჯერ ხელფასის აღების“ საქმეზე გამოძიება დაიწყო
„თვეში დაახლოებით ორჯერ, ყოფილა სიტუაციები სამჯერ“ – გასულ კვირას „ტვ პირველის“ ეთერში ქედის შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორის მიერ ხელფასის აღებასთან დაკავშირებით ამ განცხადების გაკეთების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძე მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორადაც აღარ მუშაობს. გიორგი ბარამიძე და „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ბუღალტერი პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად გიორგი ბარამიძემ დაადასტურა: „მივეცით ჩვენებები …
Continue reading “ქედის მერიის შპს-ში „თვეში ორჯერ ხელფასის აღების“ საქმეზე გამოძიება დაიწყო”
„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ
„…ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ომის გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე გამოჩნდება, მანამდე კი გააჩნია, ვინ უკეთ შეძლებს თოვლში შეუმჩნევლად გადაადგილებას, ჯარისკაცების ზამთრის შესაბამისად აღჭურვას და მათთვის ცხელი საკვების მიწოდებას. ვახტანგ კაპანაძე …
რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო რუსული სკოლები და სექტორები არ მომატებულა – ჩხენკელი
საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა საქართველოში რუსული სექტორების ზრდას. მიხეილ ჩხენკელის თქმით, რუსულენოვანი სექტორების ზრდა არა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, არამედ უკრაინელ ლტოლვილებს უკავშირდება. „რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე …
რუსეთის ელიტა მიიჩნევს, რომ ომი წაგებულია – „მედუზა“
ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლა მტკივნეულ მოვლენად იქცა რუსული ელიტისთვის – მათ გააცნობიერეს, რომ „ნამდვილი ომი წაგებულია“. ამას რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორ აღიქვა პუტინის გარემოცვამ ხერსონის მარცხი და როგორ იზრდება ომის გამო უკმაყოფილება რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ხერსონიდან უკან დახევა „ძალიან მტკივნეულად“ მიიღო რუსულმა …
Continue reading “რუსეთის ელიტა მიიჩნევს, რომ ომი წაგებულია – „მედუზა“”
„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან
რეგიონულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ბათუმში. ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრეს. „ბათუმელები“ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. ერთ-ერთია მეთერთმეტეკლასელი ნატა სიხარულიძე, რომელიც ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ნატას გუნდმა ქიმიის ოლიმპიადის კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი აიღო. „ქიმიის სიყვარული ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ამავდროულად, ამ საგნების მიმართ …
Continue reading “„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან”
23 ნოემბერს ბათუმში კინოფესტივალი „ლემონი“ გაიხსნება
23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი LemON-ი გაიხსნება. კინოფესტივალის ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული თეატრი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, სტუდენტური ფილმების კონკურსთან ერთად დაწესდა სადებიუტო-პროფესიული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. ფესტივალი 23-28 ნოემბერს …
Continue reading “23 ნოემბერს ბათუმში კინოფესტივალი „ლემონი“ გაიხსნება”
რა ჩანს ოზთურქის ბინის ჩხრეკის კადრში – სასამართლო განხილვა
არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო გალიფ ოზთურქი, მილიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა და წინასწარ პატიმრობაშია. ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. მოსამართლეს ოზთურქმა წერილი …
Continue reading “რა ჩანს ოზთურქის ბინის ჩხრეკის კადრში – სასამართლო განხილვა”
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში ოჯახი დახვრიტეს – უკრაინსკა პრავდა
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 18 ნოემბრის ღამეს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსმა სამხედროებმა მთელი ოჯახი დახვრიტეს – დედა, მამა და ორი შვილი. გამოცემის წყაროების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგივის რაიონში, პოჩტოვაიას ქუჩაზე, დახოცეს ალექსანდრ და ნატალია დარმობიდები და მათი ორი შვილი, ვლადისლავი და კირილი. ამ დროისთვის ქუჩა რუსეთის არმიის სამხედროებს აქვთ ალყაშემორტყმული. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ინფორმაცია …
Continue reading “რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში ოჯახი დახვრიტეს – უკრაინსკა პრავდა”
დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა
საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა. „როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, …
ნენსი პელოსი კონგრესში დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება – CNN
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პალატის ახალი შემადგენლობის პირობებში კონგრესის წევრად დარჩება, თუმცა დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება. „ეპოქის დასასრულს“ უწოდებს პელოსის გადაწყვეტილებას CNN-ი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს. „მე არ ვეცდები, მივაღწიო ხელახლა არჩევას დემოკრატების ლიდერის პოსტზე ახალ კონგრესში. დროა, ფრაქციას ახალი თაობა ჩაუდგეს სათავეში,“ – განაცხადა პელოსიმ წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე. ნენსი პელოსიმ …
Continue reading “ნენსი პელოსი კონგრესში დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება – CNN”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 22 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350] ტანკი – 2 879 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 5 808 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 1 865 ერთეული [+5] MLRS – 393 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 ნოემბერი”
რუსეთი ფრონტის ხაზზე უკრაინელთა მორიგი გარღვევისთვის ემზადება – ბრიტანეთის დაზვერვა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დნეპრის დასავლეთ ნაწილიდან თავისი ჯარების გაყვანის შემდეგ რუსეთის სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს ძალების გადაჯგუფებას, რეორგანიზაციას და ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე თავდაცვისთვის მზადებას. უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ სანგრების ახალი სისტემა მოაწყო ყირიმის საზღვართან და მდინარე სივერსკი დონეცთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის. „ზოგიერთი ეს ადგილი ფრონტის ახლანდელი ხაზიდან 60 კილომეტრშია, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, …
უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსული არმიის თავშეყრის ადგილები აღმოსავლეთ ხერსონშიც – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები და ამით ხელი შეუშალონ რუსების მცდელობებს, გაიმაგრონ თავდაცვითი პოზიციები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. „უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ისეთივე დრამატული შედეგების მიღწევა ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა მაინც შესაძლებელია, ჩაშალონ რუსების …
სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“
რუსო ხუციშვილი ემიგრაციაში 25 წლის წინ წავიდა. ცხოვრობს ჰამბურგში, მუშაობს პარფიუმერულ კომპანიაში – KaDeWe Group Alsterhaus და ამ კომპანიის სუნამოს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის პრინცესა, არჩევს შესაფერის სუნამოებს და გემოვნების მიხედვით სთავაზობს მაღალი კლასის კოსმეტიკას. „მე Happymaker-ი ვარ“ – ამბობს რუსო. – „ადამიანებს ვურჩევ მათთვის შესაფერის …
Continue reading “სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“”
25 წლის მფრინავის ბოლო მესიჯი: გამანადგურებელი გავიტყუე დასახლებიდან, რუსები ახლა მე მოსმდევენ
სამხედრო გამანადგურებლის მფრინავი ტარასი და ფრენების გაშიფვრის სპეციალისტი ეკატერინა ორი თვის წინ დაქორწინდნენ. ორივე მუდმივ მივლინებებში იყო, სხვადასხვა ქალაქში. 2022 წლის 25 სექტემბერს ეკატერინას დაურეკეს და უთხრეს, რომ ტარასი დაიღუპა. მან მტრის გამანადგურებელი დასახლებული პუნქტიდან გაიტყუა. ეს დასახლება დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ რუსი პილოტის წინ მფრინავი უკრაინელი პილოტი და მისი გამანადგურებელი ვეღარ გადარჩა. ეკატერინას ტარასის სიკვდილი …