მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მარტი

08.03.2023 • 861
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 155 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 700]
  • ტანკი – 3 436 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 723 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 463 ერთეული [+7]
  • MLRS – 488 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 253 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 303 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 289 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 098 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 330 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 236 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 398 თვითმფრინავი
  • 217 ვერტმფრენი
  • 3 361 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 410 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 222 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 055 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 300 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 798 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: