მთავარი,სიახლეები

აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ – ფოტორეპორტაჟი ევროპის მოედნიდან

08.03.2023 • 1577
აქცია ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ – ფოტორეპორტაჟი ევროპის მოედნიდან

დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ. მოქალაქეები მოითხოვენ პარლამენტმა უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში, ევროპის მოედანი
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტი რუსულ კანონს, საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის ფონზე განიხილავს.

მოქალაქები რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში, ევროპის მოედანზე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმელი ახალგაზრდები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე. ბათუმი, ევროპის მოედანი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – მოქალაქე რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში აქციაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შედეგი არ დადგება. შედეგი – რუსული კანონის უკან გაწვევაა.

ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე ბათუმში

არა რუსულ კანონს-პროტესტი ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

არა რუსულ კანონს!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: