მინისტრმა მიმართა სტუდენტებს, თუმცა ერთი სიტყვითაც არ ახსენა მათი პრობლემები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. სტუდენტებს საერთაშორისო დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც მიულოცა. „გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებს და თქვენი თითოეული გამარჯვებით მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებისა და წინსვლის საქმეში“, – ამბობს მინისტრი. საქართველოში მცხოვრები სტუდენტები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა სტუდენტური საცხოვრებელია, რომელიც …

„პუტინის ფანი სადამკვირვებლო მისიაში“ – გერმანიამ საქართველოდან პრორუსი სამხედრო გაიწვია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან სამხედრო მოსამსახურე გერმანიამ მისი პრორუსული შეხედულებებისა და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო გაიწვია. მისიის გათავისუფლებული წევრი 43 წლის სერგეი.ე-ა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთი ომს არა უკრაინის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ აწარმოებს და სოციალურ ქსელებში ღიად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას. „პუტინის გერმანელი ფანატი სადამკვირვებლო მისიაში,“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გერმანიის …

თურქეთში 4 ადამიანი დაიღუპა კონტრაბანდული ლიქიორის დალევის შემდეგ

თურქეთში, ბურსაში, 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა არალეგალურად დამზადებულმა ლიქიორმა – წერს თურქული მედია. „დეილი საბაჰის“ ცნობით, 13 ნოემბრიდან დღემდე ბურსას პროვინციის ორ ცენტრალურ უბანში 14 ადამიანი მოხვდა კლინიკაში ლიქიორით მოწამვლის სიმპტომებით. ოთხი მათგანი, რომელთაგანაც ერთი ამ სასმლის გაყიდვაში იყო ბრალდებული, დაიღუპა. გამოცემა წერს, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღალი ფასების ფონზე თურქეთში სულ უფრო ხშირად სვამენ კონტრაბანდულ, …

500-500 ლარით დააჯარიმეს „ბილაინი“ და „სილქნეტი“ ბათუმში ანტენებიდან გამოსხივებაზე

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდარღვევა დაადგინა და 500 – 500 ლარით დააჯარიმა კომპანიები „ვიონი საქართველო“ [ბილაინი] და „სილქნეტი“ [ჯეოსელი] ბათუმში განთავსებული ანტენებისთვის, საიდანაც გამოსხივება დასაშვებ ნორმას დაახლოებით სამჯერ აჭარბებს. საუბარია ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კომპანიების – „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიერ სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებზე, სადაც მოქალაქეების მიმართვის შემდეგ გარემოს ზედამხედველობითმა დეპარტამენტმა გამოსხივების გადაჭარბება დაადგინა. ამ …

რას ითხოვს 72 წლის ორი პროფესორი საკონსტიტუციოში – „ეს დისკრიმინაციაა“

დღეს, 17 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს ორი პროფესორის სარჩელს პარლამენტის, განათლების სამინისტროს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ. დავის საგანია ის სამართლებრივი ნორმები, რაც კრძალავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, კონკრეტულად თსუ-სა და ბსუ-ში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების …

ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8 – 13 გრადუსი ღამით: …

ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება – 18 ნოემბრიდან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთი [შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია] მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით, ჩაიკეტება 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან [სოფ. გომარდულის ასახვევი] კმ67+920-მდე [სოფ. ჩანჩხალო] გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების …

4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და 8 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, 4 ექიმს შეუჩერდა. პროფესიული განვითარების საბჭო განცხადების საფუძველზე შეისწავლის ექიმთა პროფესიული საქმიანობას, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და …

ცივი იარაღის ტარებაზე ჯარიმა მკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული  ჯარიმები გამკაცრდება. ამის შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა  მხარი საკანონმდებლო ცვლილებებს, „ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში“. ცვლილების საბოლოო დამტკიცების შემდეგ, ცივი იარაღის ტარებისთვის პირი 200 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 500 ლარით და ცივი იარაღიც ჩამოერთმევა. „არსებული ვითარების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ლიბერალურია ჩვენი კანონმდებლობა. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400] ტანკი – 2 878 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 5 804 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 1 860 ერთეული [+0] MLRS – 393 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

უკრაინის ენერგოქსელის განადგურება რუსეთის სტრატეგიაა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, მოსკოვი ასეთ თავდასხმებს განაგრძობს. „15 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთმა დაახლოებით 80 სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე,“ – წერს უწყება და დასძენს, რომ 15 ნოემბრის შეტევა ომის …

უკრაინელი ბავშვების იძულებითი გაშვილება ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსული წყაროები დაუფარავად ეწევიან უკრაინიდან უკანონოდ გაყვანილი ბავშვების გაშვილების რეკლამირებას. ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კლიპები და განცხადებები შეისწავლეს. „რუსები დაუფარავად უკეთებენ რეკლამას რუს ოჯახებში უკრაინელი ბავშვების იძულებით გაშვილებას. ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ცხოვრობენ დონბასელი …

როგორ ყიდდნენ ქართველები ტყვეთა ბაზრებზე ქართველებს – ისტორიის დავიწყებული ეპიზოდები

„იმის გამო, რომ ქვეყანა ძალიან სუსტი იყო ეკონომიკურად, ყველაზე კარგი საექსპორტო საქონელი საქართველოდან იყო ტყვეები, რომლებიც ძალიან კარგად იყიდებოდა საერთაშორისო არენაზე. ქართველი – როგორც ქალი, ასევე კაცი, იყო ძალიან მაღალი ხარისხის ნიშანი. მეომარი ქართველი თუ ჰყავდა ვინმეს ამალაში, ეს ძალიან კარგი იყო. ან ქართველი ქალი თუკი იყო ჰარამხანაში, ეს დიდ პლუსად ითვლებოდა ნებისმიერი თავმომწონე აღმოსავლელი …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

რის გაკეთებას გეგმავს მომავალ წელს აჭარის მთავრობა – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წლის ბიუჯეტის პროგნოზი ნახევარი მილიარდი ლარია. დოკუმენტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება და ის მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, პროცედურა რომ არ დაერღვიათ, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ახლა მისი დეტალური განხილვა აზრს მოკლებულია. „შემოდის ფორმალურად მომზადებული ბიუჯეტი. მას განიხილავენ, ტრადიციულად დაიწუნებენ და დააბრუნებენ უკან. …

„აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა“ – ლეილის დაბრუნება ნინოწმინდაში ცვლილებებისთვის

22 წლის ლეილი ესოიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ნინოწმინდელ, ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ბევრი სხვა წანაააღმდეგობის მიუხედავად შეძლო პირველი გოგო ყოფილიყო ნინოწმინდაში, ვინც ერთ აკადემიურ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებდა. ის მაშინ თბილისშიც არ იყო ნამყოფი და არაფერი ჰქონდა ნანახი გარდა ნინოწმინდისა, სადაც განათლების მიღების შემდეგ თავისი თემის გაძლიერებაში წვლილის …

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

საქართველოში ინსულტი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინსულტი უნარშეზღუდულობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოში.  ინსულტის დროს ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ამბობს, რომ ინსულტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, მედიკამენტურ თერაპიას, კლინიკაში გადაყვანას და ა.შ. „თუ, მაგალითად, თრომბული მასები გახდა იმის მიზეზი, …

„პროცესში განიხილება ეს მიწებიც“ – საკრებულოს თავმჯდომარე გონიოს ციხესთან მშენებლობებზე

დღეს, 16 ნოემბერს, გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს. ისინი მშენებლობებზე ნებართვას ითხოვენ გონიოს ციხის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად გონიოელებს მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, საბოლოოდ მათ მიწის ნაკვეთები გადასცეს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით და იმ პირობით, რომ იქ არაფერი აშენდებოდა. მაგისტრალის გადაკეტვიდან მალევე აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა გზავნილით: „განიხილება ეს მიწის …

მეწარმეობის შემსწავლელი პროგრამა VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ბათუმში

მეშვიდე და მერვეკლასელი მოსწავლეებისთვის ბათუმში მეწარმეობის სასწავლო პროგრამა განხორციელდება. პროექტი – „ვიკვლევთ მეწარმეობას“ პირველად ხორციელდება საქართველოში, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი გამოცდილია აშშ-ში, ნებრასკის შტატში. მოსწავლეებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ მეწარმეობა, უფრო მეტი გაიგონ სფეროს შესახებ და სცადონ საკუთარი ბიზნესის განვითარება, ასევე გაიცნონ მოტივირებული თანატოლები, შეუძლიათ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. პროექტს „საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან“ ერთად …

რომ არა რუსეთის ომი, ეს არ მოხდებოდა – შოლცი და სხვები პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა პოლონეთში მომხდარი აფეთქებების საფუძვლიანი გამოძიება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამის მიზეზი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომია. შოლცმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა: „პოლონეთში მომხდარ საშინელ ფაქტს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება. კარგია, რომ NATO-ს წევრებს ამის გაკეთება სწრაფად შეუძლიათ. არ შეიძლება ნაადრევი დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს არ მოხდებოდა, რომ არა …

უკრაინამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული დრონი და 1 „ორიონი“ ჩამოაგდო – გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 15 ნოემბრის მასობრივი სარაკეტო შეტევისას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ გაანადგურა. გუშინდელი დაბომბვა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 90-ზე მეტი რაკეტა X-101 და „კალიბრი“ და ათზე მეტი დამრტყმელი დრონი გაუშვა. რუსეთის თავდასხმის სამიზნე ამჯერადაც სამხედრო ობიექტებთან ერთად უკრაინის სამოქალაქო …

ბათუმის სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში 25 სკოლის დასი მიიღებს მონაწილეობას

20 – 27 ნოემბერს ბათუმში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებში არსებული თეატრალური დასები. ფესტივალი წელს მეორედ იმართება. „პირველი ავტოგრაფის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფინანსური მხარდამჭერი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია. სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი …

კახოვკის კაშხლის დაზიანება, სავარაუდოდ, წყალდიდობას არ გამოიწვევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 11 ნოემბერს, ხერსონიდან გასვლისას, რუსეთის არმიამ სერიოზულად დააზიანა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდები, „რათა უკრაინელთა წინსვლა შეეფერხებინა“. „დაზიანდა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების სამი მალი კაშხლის ჩრდილოეთ ბოლოში, რამაც გადასასვლელები გამოუსადეგარი გახადა,“ – წერს უწყება 16 ნოემბრის რელიზში. თუმცა, დაზვერვის შეფასებით, სამი წყალგადასაშვები არხი კაშხლის ამ მონაკვეთზე, ფაქტობრივად, უვნებელი გადარჩა, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 82 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630] ტანკი – 2 871 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 5 797 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 1 860 ერთეული [+10] MLRS – 393 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – …

9 პირს კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ცხრა პირის მიმართ, რომლებსაც ბანკიდან კრედიტის უკანონოდ მიღებას ედავებიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დამატებით, მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ …

რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განზრახ დაამთხვია ზელენსკის გამოსვლას – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ვარაუდობს, რომ რუსები იძულებულნი გახდებიან, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ტემპი შეანელონ. როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაში სარაკეტო დარტყმების ყველაზე მასშტაბური სერია განახორციელა. ანალიტიკოსები, რომლებიც ეყრდნობიან მოპოვებულ მონაცემებს, ვარაუდობენ, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, უკვე გამოიყენება მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი. ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა თითქმის ამოწურეს …

5 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს 5 ფოტო ბათუმში სხვადასხვა წელსაა გადაღებული და ყველა მათგანი ქალაქის განვითარებისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ამ ადგილს იოლად იცნობთ – ამჟამინდელი მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთა. 1960-იანი წლები.  ეს ფოტო 1930 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული ბათუმის პლაჟზე და მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან გამოსახული. ფოტოს მფლობელი ირაკლი ვართაგავაა.  …

რატომ მუშაობენ ბათუმის საჯარო სკოლები 2 და 3 ცვლაში 

ბოლო წლებში ბათუმში მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგდა. მაგალითად, თუ ათი წლის წინ ბათუმის საჯარო სკოლებში 1 668 პირველკლასელი სწავლობდა, 2022 წლისთვის, მხოლოდ საჯარო სკოლებში, 3 340 პირველკლასელი სწავლობს. ქალაქში დიდი ხანია აღარ არსებობს ერთცვლიანი სკოლა. უფრო მეტიც, გადატვირთული კონტინგენტის გამო, ზოგიერთ სკოლას სამ ცვლაშიც კი უწევს სწავლა. პედაგოგები ჩივიან, რომ არაფორმალური განათლებისთვის სკოლაში სივრცე აღარ დარჩა …

ხვალ შეიძლება ციხეში შემაბრუნონ საკონსტიტუციოს გულგრილობის გამო – ყოფილი პატიმარი

მოქალაქე ლეონიდე მიქაბერიძე ყოფილი პატიმარია, რომელიც პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და ამავდროულად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელის. მუხლი [პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლას ან ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია], რომლის მიხედვითაც მის დასჯას ითხოვს პროკურატურა, ლეონიდემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი აზრით, სასჯელი, რასაც ეს სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურია. ყოფილი პატიმრის სარჩელის განხილვა სკონსტიტუციომ ორნახევარი წლის წინ – …

ყოფილი პოლიციელი აჭარის პოლიციის უფროსს უჩივის: „ეს სამოხელეო დანაშაულია“

ყოფილი პოლიციელი, რემზი შარაძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივის და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მიზეზი უნებართვო ავტოსადგურებია ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც მიკროავტობუსები ძირითადად თბილისის მიმართულებით მოძრაობენ ბილეთების, ბაქნის, მოსაცდელისა და ავტოსადგურისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. ყოფილი პოლიციელის თქმით, პოლიცია კანონით განსაზღვრულ რეაგირებას არ ახდენს. რემზი შარაძემ აჭარის მთავარ პროკურორს წერილით ოქტომბრის ბოლოს მიმართა და ახსნა, რატომ …

შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს. პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა. „გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა …

„უკრაინამ ჩვენი მიწები დაიპყრო“ – რას უყვებიან რუსებს კრემლის პროპაგანდისტები

თუკი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ რუსული პროპაგანდა გენერალ სუროვიკინის ამ ნაბიჯის გამართლებას ცდილობდა, ვლადიმირ სოლოვიოვის მორიგ გადაცემაში ის და მისი სტუმრები უკვე იმაზე მსჯელობენ, როგორ უნდა დაიბრუნოს რუსეთმა „უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“. ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუგანსკს ისინი სწორედ რუსეთის მიწებს უწოდებენ, მიწებს, რომლებიც უკრაინამ დაიპყრო. „ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ზაპოროჟიე, ლუგანსკი, ხერსონის ოლქი. და სად არის …

რუსული რაკეტები კიევში 2 საცხოვრებელ სახლს მოხვდა – ვიტალი კლიჩკო

უკრაინული მედია და საერთაშორისო რეპორტიორები კიევიდან იტყობინებიან, რომ ქალაქის ცენტრში ორი აფეთქების ხმა გაისმა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსული რაკეტები პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა. „თავდასხმა დედაქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა [რაკეტები]. საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მედიკოსები და მაშველები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე“, – წერს კიევის მერი. …

„ვაგნერმა“ სიკვდილით დასაჯა თავისი წევრი, რომელიც უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული, ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ნუჟინი თავის დროზე პირადად ევგენი პრიგოჟინმა გამოიყვანა რიაზანის გამოსასწორებელი კოლონიიდან. ომში გაგზავნის შემდეგ კი ის უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი გამოთქვა და უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ნუჟინი პუტინს აკრიტიკებდა. წინასწარი ინფორმაციით, …

სამტრედია-ლანჩხუთის გზა სოფელ ვაზისუბანთან 30 ნოემბრამდე ჩაიკეტა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე [სოფელი ვაზისუბანი], მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნული სამუშაოების გამო საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის ახალი, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, ინფორმაცია ნახეთ ამ ბმულზე: ავტობანის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა …

Google Pay, მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკის Mastercard-ით

ბაზისბანკი, დღეიდან, მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდების ინსტრუმენტის – Google Pay-ს მხარდაჭერას იწყებს, რომელიც სრულად ცვლის მობილურ გადახდებს და ხდის მას უფრო მარტივს და უსაფრთხოს, როგორც Android, ასევე WearOS მოწყობილობებზე. ბაზისბანკის Mastercard ბარათის მფლობელებს უკვე შეუძლიათ შეინახონ სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet ციფრულ საფულეში, რომელიც უკონტაქტო გადახდებს ნებისმიერ ადგილას ახორციელებს, სადაც ტერმინალით გადახდაა შესაძლებელი. …

Exit mobile version