მთავარი,სიახლეები

საქართველოს მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა – ზაზა ფაჩულია

08.03.2023
საქართველოს მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა – ზაზა ფაჩულია

„საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“ – წერს ფეისბუქზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.

იგი არ არის ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მსგავს განცხადებას ავრცელებს დღეს, როცა თბილისში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“.

აქციის პარალელურად ფეისბუქზე პროევროპულ არჩევანზე წერენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები: ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა და სხვები. 

7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი და აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: