მთავარი,სიახლეები

„მოღალატე“ – ხულოში ანზორ ბოლქვაძის სახლზე სტიკერები გააკრეს

08.03.2023
„მოღალატე“ – ხულოში ანზორ ბოლქვაძის სახლზე სტიკერები გააკრეს

ხულოში ადგილობრივებმა ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარსა და ფასადის კედლებზე 8 მარტს, გვიან ღამით, პროტესტის ნიშნად გააკრეს წარწერები – „მოღალატე!“, „საზეპირო, (ღ)რუსეთი მტერია! ევროპა მეგობარია! ჯამი ჭურჭელია!“.

ანზორ ბოლქვაძე აჭარის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან ერთ-ერთია, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ხულოელებმა წარწერები დატოვეს მერიის შენობაზე, ანზორ ბოლქვაძის შტაბსა და სხვა შენობებზეც – „ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!“, „არა (ღ)რუსულ კანონს! არა მოღალატე დეპუტატებს!“

ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშკარი ხულოში / 8.03.2023

ანზორ ბოლქვაძის სახლის ჭიშჯარი ხულოში / 8.03.2023

 

ანზორ ბოლქვაძე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია აჭარიდან. თავდაპირველად იგი პარლამენტში 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, მაჟორიტარული წესით მოხვდა. 2012 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, ანზორ ბოლქვაძემ საკანონმდებლო ორგანოში „ოცნების“ სახელით გააგრძელა საქმიანობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა ოთხ წელში 6 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: