ბათუმში 89 ინფიცირებულს მკურნალობენ, ორი პაციენტი რეანიმაციაშია – კორონავირუსი აჭარაში

7 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც რეგიონის კოვიდცენტრია, 89 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. კლინიკაში ძირითადად ახალი პაციენტები არიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 15 პაციენტს პნევმონია აქვს, ორი პაციენტი კი, რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან. გია კიკაბიძე ამბობს, რომ ხვალ …

„აჭარაში ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა“ – გახარია კონტროლის გამკაცრებაზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურულ სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარებაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა თქვა, მსგავსი სოციალური ღონისძიების დროს ინფიცირების გავრცელების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა. “აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი იყო აჭარაში, სადაც ბოლო თვეების …

შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია …

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელიც ორ სკოლაში ასწავლის

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში კორონავირუსი ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა, რომელიც ორ საჯარო სკოლაში ასწავლის. როგორც აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ორი სკოლის პედაგოგების სიას გადაუგზავნიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ანუ დანარჩენ პედაგოგებსაც ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე. სკოლებში ასამდე მასწავლებელი მუშაობს. სამუშაო პროცესი სკოლებში 20 აგვისტოდან განახლდა. დღეს, 7 …

აჭარაში აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 156 შემთხვევა დაფიქსირდა – ამირან გამყრელიძე

„აჭარაში აგვისტო-სექტემბერში 156 დადებითი შემთხვევა გვაქვს, აქედან 40 უკავშირდება საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერს, 30 – ქობულეთს და ერთი ჩაქვის „ოაზისს“. დღევანდელი დღით დაძაბულ და ცხელ წერტილად რჩება აჭარა,“ – აღნიშნა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სტატისტიკა მზარდია, თუმცა ქვეყანა მწვანე ზონად რჩება. „ინციდენტობის მაჩვენებლებით, რაც ნიშნავს …

ბათუმში „ხოფის ბაზრობა“ ერთი დღით იკეტება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ბათუმში ხვალ, 8 სექტემბერს, ხოფის ბაზრობა დაიკეტება. „ხოფის ბაზრობას“ აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო კეტავენ, ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა სწორედ „ხოფის ბაზრობას“ უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, დღეს ბაზრობა დაკეტილია, რადგან სანიტარული დღეა და დაკეტილი იქნება ხვალაც. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებს კვლევები ჩაუტარდებათ. „ხოფის ბაზრობა“ …

სავალდებულო კარანტინი მხოლოდ 8 დღე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა. მე-9 დღეს კარანტინში მოთავებულ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება, მე-12 დღეს კი ტესტი განმეორდება. პრემიერის განცხადებით, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება. გიორგი გახარიასვე თქმით, …

ბათუმსა და ქობულეთში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად დაიწყება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან. „ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში …

ელისაშვილის პარტიამ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პარტია „მოქალაქეებმა“, რომლის ლიდერი ალეკო ელისაშვილია, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმიდან იქნება გენრი დოლიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი – გიორგი მასალკინი. რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილმა ამ პოზიციაზე გიორგი გაბაიძე დაასახელა. პარტიას არ დაუსახელებია მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში. „ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში ერთადერთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების …

5 000 ფერმერი აჭარაში შესაწამლ აპარატს ითხოვს, სამინისტრო ამჯერად 500 ცალს იყიდის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 5000-მდე ფერმერი ითხოვს შესაწამლ/შემასხურებელ აპარატს. სამინისტრო მიმდინარე წელს 500 ცალ ასეთ აპარატს შეიძენს, რომლებსაც თანადაფინანსებით ფერმერებს გადასცემს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 575 ათასი ლარია. „ტენდერით შეძენილი 500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის ფერმერებისთვის გადაცემა 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. თანადაფინანსების პრინციპი არ შეცვლილა – აპარატის ღირებულების 70%-ს …

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში – ამის შესახებ დღეს, 7 სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან რუსუდან შავიშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ახალი შემთხვევები უკავშირდება უკვე ინფიცირებული პირების ოჯახურ კონტაქტებს, მისივე თქმით, 20-დან 2 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. მანვე აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევები არ უკავშირდება „დონას“ კლასტერს.  ერთი შემთხვევა …

მსოფლიოში კორონავირუსის 27 მილიონზე მეტი შემთხვევაა, გარდაიცვალა 883 529 ადამიანი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 7 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 27 114 051 შემთხვევა. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების ცენტრია აშშ-ი, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და პერუ. ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა ინდოეთში, ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. ინდოეთში დადასტურებულია კორონავირუსის 4 204 613 შემთხვევა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 24 – 29 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 16 – 21 გრადუსი ღამით: 10 …

რომელ სტუდენტებს დააფინანსებს სახელმწიფო სოციალური პროგრამის ფარგლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინრეგისტრაციით. რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge. სამინისტროს …

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა – 7 სექტემბრის მონაცემები

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღესვე, მალე გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ამჟამად „დონას“ კლასტერია. საქართველოში კორონავირუსის სულ 1684 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1315 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შუქი გუშინ ღამით გამოირთო. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ავარიულად, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ აბონენტს გუშინვე ჩაურთეს შუქი, 100-მდე აბონენტთან კი, დაახლოებით 40 წუთში ჩართავენ ელექტროენერგიას.

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო

თურქეთში სამუშაოდ წასვლაზე ნებართვა 4453-მა ადამიანმა მიიღო, საქართველო-თურქეთის საზღვარი კი, 2963-მა ადამიანმა გადაკვეთა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, დოკუმენტაციის დაზუსტება 856 ადამიანს მოსთხოვეს. სულ ამ დრომდე თურქეთში სამუშაოდ გადასასვლელად რეგისტრაცია 5309 ადამიანმა გაიარა. თურქეთში სამუშაოდ წამსვლელი რეგისტრირდება სპეციალურ სისტემაში. დასარეგისტრირებლად გადადით ამ ბმულზე . საქართველოს მთავრობამ თურქეთში სამუშაოდ წასვლის წესები 3 აგვისტოს დაამტკიცა. საქართველო თურქეთის …

ქურდობის მაჩვენებელი 19 %-ით შემცირდა, ყაჩაღობის – 48 %-ით – შსს

ქურდობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 19.06 %-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქურდობის 10 121 ფაქტი დაფიქსირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 505. შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს ჩადენილი ქურდობის შემთხვევებიდან 2270 საქმე გახსნილია. გახსნის მაჩვენებელი – 22.43 პროცენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს შემცირდა ძარცვისა და …

8 ახალი შემთხვევის წყარო ბათუმში უცნობია – 6 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, რვა დაინფიცირებულის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 4 „დონას“ კლასტერს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე აჭარის ტელევიზიაში ჩატარებული კვლევის შედეგები უარყოფითია, თუმცა ჯერ ნიმუშების კვლევა არ დასრულებულა. რუსუდან შავიშვილის თქმით, 8 ახალი შემთხვევა პოლიკლინიკებში, ასევე კარვებში ჩატარებული ტესტირების შედეგად …

„გაიხსნას საზღვრები“ – ბათუმში აქციაზე ამჯერად კაზინოს თანამშრომლებიც გამოვიდნენ

„გაიხსნას საზღვრები“, „აღდგეს ფრენები“ – ამ მოთხოვნებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები საჭირო არ არის. „ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას საზღვრები, აღდგეს ფრენები და შეწყდეს კარანტინი, რომელიც კორუფციის ბუდედ იქცა. ეს ასობით, ათასობით მოქალაქეზე აისახება. ჩვენ ვართ დასახელებული, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და არ ვხსნით საზღვრებს, ევროპის ჩრდილოეთ კორეად ვიქეცით… ჯერ კიდევ …

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ „პანკისის რადიოს“ ემუქრებიან, შსს-ს გამოძიება არ დაუწყია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე [5 სექტემბერი, 12:45] არ დაუწყია გამოძიება “პანკისის რადიოს” მიმართ მუქარის ფაქტზე. მედიასაშუალებამ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა …

ხულოში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს და მოაწყეს ფოტოგამოფენა – „გოგონები მომავლიდან“

ხულოს ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა „თანასწორობის კუთხე“ მოაწყო, სადაც ადამიანებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა შეეძლებათ, დისკუსიის გამართვა და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კუთხე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა. დღეს, 5 სექტემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით დაბა ხულოში რამდენიმე ღონისძიება გამართა. გენდერული …

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“. მას შემდეგ, რაც …

წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“ 

„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად. რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, …

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ცნობით, 6 სექტემბერს, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. ბოლო დღეებში აჭარაში კორონავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა. 5 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე 58 პაციენტს მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში შექმნილ სიტუაციას …

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „გადაწყდა, …

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს. „ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 20-მდე სკოლაში …

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან – ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის სატენდერო განაცხადში ვკითხულობთ. აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვების სააგენტოდან 490 895 ლარის შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს. „ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ …

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი მას შემდეგ დაიტესტა, რაც მისი ოჯახს წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ კავშირის გამო. დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. აქედან 9 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით …

213-დღიანი შიმშილობის შემდეგ თურქეთში ადვოკატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გუშინ, 3 სექტემბერს, თურქეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სახალხო იურისტთა ბიუროს (HHB) ადვოკატი აითაჩ იუნსალი, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 213 დღე შიმშილობაში გაატარა. გამოცემა Bianet-ის ცნობით, ის ამ დროს სტამბოლის სულთან სულეიმანის სახელობის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სახალხო იურისტთა ბიურომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აითაჩი საავადმყოფოდან გამოყვანისას კომენტარს აკეთებს: “ეს თქვენი, ყველას სიყვარულითა და ძალისხმევით მოხდა, იმიტომ …

უფასო PCR ტესტირება ბათუმის პოლიკლინიკებსა და კარვებში შაბათ-კვირასაც ჩატარდება

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ. ბათუმში ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლება: N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ევექსის ბათუმის ამბულატორიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე …

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს. რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან. აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 23 …

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის …

Exit mobile version