საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის 3 მოქალაქე დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრის უკანონო კვეთისთვის ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ.  „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებს შს სამინისტრო. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე წყაროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, …

დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი 100 ქართულ სკოლაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლებში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი საქართველოს 100 სკოლაში დაიგეგმება. პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას ესტონეთის მთავრობა დააფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან დისტანციური სწავლების ესტონურ პრაქტიკას და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს. „დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები კი …

„შენი იდეა ბათუმს” – იდეების წარდგენის ვადა 5 სექტემბერს იწურება

თუ გსურთ საკუთარ ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ თქვენთვისაა. იჩქარეთ, თუ რამის გაკეთება გსურთ ბათუმისთვის, პროექტში 2021 წლის იდეების მიღების ვადა 3 დღეში, 5 სექტემბერს იწურება. იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ქალაქთან დაკავშირებული თქვენი იდეები რეალობად იქცეს, პროექტისთვის – „შენი იდეა ბათუმს“,  ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია …

“ოაზისში” 400-მდე ექიმი ესწრებოდა კონფერენციას, სასტუმრო კორონავირუსის გამო ჩაიკეტა

დაბა ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა. სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. „მნიშვნელოვანი ვითარება არის დღესდღეობით სასტუმრო ოაზისში, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ესწრებოდა იქ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია და ასევე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს. ვინაიდან სასტუმრო …

თურქეთში დასაქმებული ქალები მრავალჯერად დახმარებას ითხოვენ საზღვრის გახსნამდე

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ თურქეთში დასაქმებული ქალები დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ისევ შეიკრიბენ, ამჯერად ისინი აქ საპროტესტო აქციის გასამართად არ მისულან. მათ მთავრობასთან გააჟღერეს მოთხოვნა – მიიღონ მრავალჯერადი, სამასლარიანი დახმარება, სანამ თურქეთის საზღვარი არ გაიხსნება და ისინი სამსახურში დაბრუნებას შეძლებენ. ერთ-ერთი მოქალაქის, მადონა შაინიძის ინფორმაციით, ისინი დღეს მთავრობის წარმომადგენელს კახა შაშიკაძეს შეხვდნენ, რომელმაც ურჩია …

ბათუმში #7 ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2 სექტემბერს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. ავტობუსი მოძრაობს ურეხში [მთისძირის ქუჩაზე], ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის [ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩები], აბუსერიძის, გრიბოედოვის, რუსთაველის, თავდადებულის, ბარათაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვარშანიძის ქუჩების გავლით. „მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, …

უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 პირს სურს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. …

რა იწვევს ფეხების შეშუპებას და როგორ მოვიქცეთ – ექიმის რჩევები

დისკომფორტი და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულობით, დღის მეორე ნახევარში მწვავდება. ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად,  გულის ან თირკმლის უკმარისობა, თუმცა ყველაზე ხშირად  მიზეზი ქრონიკული ვენური დაავადება, იგივე ქრონიკული ვენური უკმარისობაა. ქრონიკული ვენური უკმარისობა უმეტესად ვითარდება ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ, ასევე შესაძლოა საქმე გვქონდეს ვარიკოზულ დაავადებასთან. ვინ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში …

მისცემთ თუ არა ხმას პირბადის გარეშე – ცესკომ შენობებში ყოფნისას ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა

ცესკომ საარჩევნო კომისიების კუთვნილ და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა. ეს მოთხოვნები კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნასა და შესვლა-გამოსვლაზე არ ვრცელდება. რა წესები იმოქმედებს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ჯერ დადგენილი არ არის. ცესკოს დადგენილებით, კენჭისყრის დღის გარდა პირბადის გამოყენება სავალდებულოა: [checklist] საარჩევნო კომისიების შენობების ლიფტებში საარჩევნო კომისიების შენობების მისაღებებში საარჩევნო …

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობისთვის 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ბაზის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 4 543 455 ლარია გამოყოფილი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. ახალი ბაზა მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული …

„ყოველი მეოთხე ქალი საარჩევნო სიაში“ – „გირჩის“ სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს 

გენდერული კვოტირების წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 2 სექტემბერს, განიხილავს. დავის საგანი საარჩევნო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის ყოველი მეოთხე მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამ კუთხით რეგისტრაციის პრობლემა წელს „გირჩს“ შეექმნა, როცა საპარლამენტო სიის პირველ ათეულში არც ერთი ქალი კანდიდატი არ არის. სარჩელის …

სწავლის დაწყებამდე სკოლებს შეამოწმებენ – მინისტრის მოადგილე

სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს რამდენად დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები თითოეულ სკოლაში. სწორედ ამ ჯგუფის დასკვნის საფუძველზე დაიწყებს სკოლა სასწავლო პროცესს. ეს შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. ამის შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, შემოწმებას ინსპექტირების ჯგუფი 15 სექტემბრამდე განახორციელებს. მინისტრის …

სკოლებს კოვიდ 19-ის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სახელმწიფო უზრუნველყოფს

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სკოლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა სასწავლო პროცესის იმ რეკომენდაციების ორგანიზებისთვის, რაც შემუშავებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ინვენტარით სკოლების აღჭურვას სახელმწიფო უზრუნველყოფს: „უკვე დაწყებულია შესაბამისი შესყიდვა და ათი სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით , დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით“. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის  ინფორმაციით, …

“დონას” განმარტება თანამშრომლების ინფიცირებაზე

საკონდიტრო „დონა“, რომლის თანამშრომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, განცხადებას ავრცელებს. „დონას“ მენეჯმენტის მტკიცებით, საკონდიტრო ზედმიწევნით ასრულებდა კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრულ ყველა  რეკომენდაციას. „ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო …

ბათუმში შაბათამდე უნალექო ამინდი იქნება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში შაბათამდე, 5 სექტემბრამდე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ძირითადად უნალექო ამინდი; 5 სექტემბერს კი, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 სექტემბრის 21 საათიდან 3 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა, 3 …

ბათუმში გვაქვს მიკროაფეთქება, ღამის კლუბები არ დაიხურება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით სიტუაცია საყურადღებოა. გამყრელიძემ „დონას“ კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევების ზრდას მიკროაფეთქება უწოდა. მან განაცხადა, რომ ბათუმში, მიუხედავად კოვიდის ახალი შემთხვევებისა, ღამის კლუბები არ დაიკეტება. „მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ …

ბათუმი არ ჩაიკეტება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეპიდსიტუაციის დამძიმების მიუხედავად, ბათუმი არ ჩაიკეტება. “მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ …

38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები უნდა დავიცვათ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე, სადაც 10 კაცზე მეტი …

თვალის ჩაკვრა და შეჯიბრი ხელების დაბანაში – ახალი თამაშები საბავშვო ბაღებისთვის

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. ბაღებმა, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, უნდა უზრუნველყონ სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა; ბავშვი სიმპტომების გამოვლენისთანავე დროებით უნდა გადაიყვანონ საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის …

ბათუმში კარვების გარდა უფასო ტესტირებას 5 პოლიკლინიკაში ჩაატარებენ

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ბათუმში კარვების გარდა ხუთ პოლიკლინიკაში იქნება კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე შეეძლებათ. ამასთან ბულვარის ტერიტორიაზე დაემატა კარავიც. ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ …

კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევა ბათუმში, 1 არასრულწლოვანია – 2 სექტემბერი

ბათუმში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა „დონას კლასტერს“ უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბრის მდგომარეობით,  26 ახალი შემთხვევიდან 21 არის „დონას“ კონტაქტი, აქედან 1 არასრულწლოვანია [ შესაბამისად „დონას კლასტერიდან“ სულ 22 ინფიცირებულია. აქედან ერთს კორონავირუსი პირველად გუშინ დაუდასტურდა].  დანარჩენი 5 კი, კარანტინიდანაა. „ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ზოგ პაციენტში დაავადება …

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა საქართველოში – 2 სექტემბერი

ბოლო 24  საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.

„გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი ლალი ანთიძე – „ვიქნები აქტიური მასწავლებელიც“

„ქალს რა უნდა გირჩში“ – ეს კომენტარი ლალი ანთიძეს დაუწერეს, როცა ცნობილი გახდა, რომ იგი „გირჩის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი იქნებოდა. ლალი ანთიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და „ზოგადი უნარების“ ცნობილი მასწავლებელი ბათუმში. რას ფიქრობს ლალი ანთიძე მოქალაქეების ერთი ნაწილის აგრესიაზე, როცა ქალები პოლიტიკურად აქტიურდებიან და თან იმ ფონზე, როცა თავად …

კორონავირუსი დაუდასტურდა „დონას“ მეორე თანამშრომელს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს. ეს ბათუმში „დონასთან“ დაკავშირებული კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა. საკონდიტროს ერთ თანამშრომელს, კონსულტანტს რომ ვირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი …

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ვითიბი ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი ორი წლის განმავლობაში იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ყველა ჩემპიონატის, სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას. ამასთან ერთად …

რა შემთხვევაში განაახლებენ სკოლები მუშაობას – სავალდებულო რეგისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო და საჯარო სკოლები, კერძო და საჯარო ბაღები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კინოთეატრები და თეატრები შრომის ინსპექციის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე შეძლებენ საქმიანობის განახლებას. იმისათვის, რომ დადებითი დასკვნა მიიღონ ამ დაწესებულებებმა ანუ საქმიანობა განაახლონ, პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები: [checklist] სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ, …

ელექტრონული პეტიციის განსახილველად 5 ათასი მომხმარებლის თანხმობაც საკმარისი იქნება

ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან: „ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა …

12 ოჯახის პროტესტი ქობულეთში – რას ითხოვენ მოქალაქეები და რას პასუხობს მათ მერია 

დღეს, პირველ სექტემბერს, ხმაური იყო ქობულეთის მერიაში, სადაც 12 უსახლკარო ოჯახი ქობულეთის მერთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაიყიდა და შესაძლოა ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი ბავშვებით.  მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა. ამ ოჯახებმა …

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის საკითხზე გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა. „საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციას აწვდის აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. …

მაშველებმა აგვისტოში 170 მოქალაქე გადაარჩინეს ზღვაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, 48 არასრულწლოვანი იყო. სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს. „მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს, არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ფემინისტური არტკოლექტივის „გორგონების“ გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, „გორგონების“ გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“. გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი. გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება …

დაშავდნენ მოზარდები – მახინჯაურში ავარიის შედეგად ავტომანქანა დაიწვა

დღეს, პირველ სექტემბერს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მოზარდებს სავარაუდოდ, საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. „ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები“-გვეუბნებიან კლინიკაში. ფოტო: შემთხვევის ადგილიდან

აქცია ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით

კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე საბავშვო ბაღების მენეჯერები, ასევე მშობლები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ. „ჩვენ უნდა დაგვეწყო მუშაობა 3 სექტემბერს. ახლა გვითხრეს, რომ საჯარო ბაღებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან გავიხსნებით, მანამდე მოემზადეთო. …

ვინც იყო „დონაში“, მოვუწოდებთ, მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის – ჯანდაცვის ცენტრი

„ვინც იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზია „დონაში“, შეუძლიათ გადაამოწმონ თავი და მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე. ბათუმში „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, რომელიც საკონდიტროს წინა ხაზზე მუშაობდა, დღეს გახდა ცნობილი. ნონა ეფაძის თქმით, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის ბათუმში ორ ლოკაციაზეა კარვები განთავსებული, სადაც …

ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ახალი მონაცემები

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს, პირველ სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ. ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, ინფიცირებულია საკონდიტროს თანამშრომელი. ექვსიდან ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, ხოლო სამი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია. ბათუმში „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს დღეის მონაცემებით ბათუმის …

სექტემბრის პირველი კვირა ცხელი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 26 – 31 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 27 – 33 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი …

Exit mobile version