Batumelebi | როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში – Batumelebi
RU | GE  

როდის ჩაირთვება შუქი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შუქი გუშინ ღამით გამოირთო.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია ავარიულად, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ აბონენტს გუშინვე ჩაურთეს შუქი, 100-მდე აბონენტთან კი, დაახლოებით 40 წუთში ჩართავენ ელექტროენერგიას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი