რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“. მას შემდეგ, რაც …

წაბლანიდან ბათუმში აქციის გასამართად – „900 ამომრჩეველია ჩვენთან, არჩევნები არ ჩატარდება“ 

„900 ამომრჩეველია ჩვენს უბანზე. არც ერთი ბიულეტენი არ ჩავარდება საარჩევნო ყუთში, თუ არ გაგვირემონტებენ ბინებს“, – აცხადებენ ერას მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები. ისინი სოფელ წაბლანიდან არიან და დღეს ბათუმში სპეციალურად ჩამოვიდნენ აქციის გასამართად. რა ბინების გარემონტებას ითხოვს წაბლანის მოსახლეობა ან რატომ არის ვალდებული სახელმწიფო მათ საცხოვრებელი გაურემონტოს? – ამ კითხვის პასუხად აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, …

ამირან გამყრელიძე ბათუმის სტადიონის გახსნაზე, რომელსაც 6 ათასი კაცი დაესწრება

„რაც შეეხება ბათუმის სტადიონს, გუშინ რომ ჩამოვედი ღამით, განათებული იყო, ძალიან მომეწონა…. პირბადით და ორი სკამის გამოტოვებით, თუ დავიცავთ წესს და რიგს, ამას სჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილება. ალბათ შესაბამისი, ისეთი პომპეზური გახსნა ვერ იქნება, მაგრამ მოხდება წესის და რეგულაციის დაცვით,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბათუმში ახალი …

13 ახალი შემთხვევა ბათუმში, 9 „დონას“ კლასტერია – 5 სექტემბერი

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 9 „დონას“ კლასტერია. გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პირის დაინფიცირების წყარო უცნობია. სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. …

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ცნობით, 6 სექტემბერს, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. ბოლო დღეებში აჭარაში კორონავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა. 5 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე 58 პაციენტს მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში შექმნილ სიტუაციას …

რაში დაიხარჯება 490 ათასი ლარი ბათუმის სტადიონის გახსნაზე – ხარჯთაღრიცხვა და სცენარი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპლუატაციაში ჯერ შესული არ არის, 12 სექტემბერ ბათუმისა და თბილისის გუნდების შეხვედრა გაიმართება. პარალელურად, დაგეგმილია სტადიონის გახსნის ცერემონიაც, რომელსაც 6 000 ადამიანი დაესწრება. ღონისძიებისთვის 490 895 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა იგეგმება. აჭარის პროექტების მართვის კომპანია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას შპს „სტუდიასთან“ გეგმევს და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. „გადაწყდა, …

მოაწესრიგეს თუ არა აჭარაში სკოლებმა სველი წერტილები სწავლის დაწყების წინ

ოფიციალური მონაცემებით აჭარაში 229 საჯარო სკოლაა, მათგან დაახლოებით 95 პროცენტს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სველი წერტილების მოწესრიგება დასჭირდა. აჭარის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ  სკოლების უმეტესობა შრომის ინსპექციისგან დადებით შეფასებას მიიღებს. „ჩვენ სველი წერტილების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სკოლებში ჯერ კიდევ იანვრიდან დავიწყეთ, შევადგინეთ ცხრილი, თუ რომელ სკოლას რა პრობლემა ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით 20-მდე სკოლაში …

ბათუმის სტადიონი იხსნება – ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდებიან

12 სექტემბერს ბათუმში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. ახალ მოედანზე ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით „დინამო ბათუმი“  და „დინამო თბილისი“ შეხვდებიან – ამის შესახებ აჭარის პროექტების მართვის კომპანიის სატენდერო განაცხადში ვკითხულობთ. აჭარის პროექტების მართვის კომპანია [ყოფილი შპს „სტადიონი“] შესყიდვების სააგენტოდან 490 895 ლარის შესყიდვის ტენდერის გარეშე განხორციელებაზე თანხმობას ითხოვს. „ვინაიდან ბათუმის სტადიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ობიექტს, მისი გახსნის მიმართ …

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი მას შემდეგ დაიტესტა, რაც მისი ოჯახს წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ კავშირის გამო. დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. აქედან 9 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით …

213-დღიანი შიმშილობის შემდეგ თურქეთში ადვოკატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გუშინ, 3 სექტემბერს, თურქეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს სახალხო იურისტთა ბიუროს (HHB) ადვოკატი აითაჩ იუნსალი, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 213 დღე შიმშილობაში გაატარა. გამოცემა Bianet-ის ცნობით, ის ამ დროს სტამბოლის სულთან სულეიმანის სახელობის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე სახალხო იურისტთა ბიურომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აითაჩი საავადმყოფოდან გამოყვანისას კომენტარს აკეთებს: “ეს თქვენი, ყველას სიყვარულითა და ძალისხმევით მოხდა, იმიტომ …

უფასო PCR ტესტირება ბათუმის პოლიკლინიკებსა და კარვებში შაბათ-კვირასაც ჩატარდება

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ. ბათუმში ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლება: N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ევექსის ბათუმის ამბულატორიაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ამავე …

აჭარაში ინვესტორებს პანდემიის გამო დაწესებული საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს

აჭარაში ინვესტორებს, რომლებმაც გარკვეული ვალდებულებები პანდემიის გამო ვერ შეასრულეს ან ვერ ასრულებენ, საშეღავათო პერიოდი გაუორმაგეს. რეგიონის მთავრობის თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ინვესტორებს მიეცემოდათ დამატებითი 6 თვე ვალდებულების შესასრულებლად და ამ პერიოდში სრულად გათავისუფლდებოდნენ დარიცხული თუ დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან. აჭარის მთავრობამ 2020 წლის 31 ივლისის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა და აღნიშნული ვადა 6 თვის ნაცვლად, 12 თვემდე გაზარდა. ცვლილება, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 5 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 23 …

13 ახალი შემთხვევიდან 9 „დონას“ კლასტერია – კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსიდა, აქედან 9 „დონას“ კონტაქტია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, 1 – კარანტინიდანაა, 2 – აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა „დონას“ მომხმარებელს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის …

ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – „დონას“ კლასტერი

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“. ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან. „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან …

დადასტურდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა – 4 სექტემბრის მონაცემები

4 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 15 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის სულ 1596 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1294 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6144 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292. ________________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

შუახევში ავტოავარიით 3 ადამიანი დაიღუპა – მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შს სამინისტროს ცნობით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა. შს სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის …

სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ აღებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია. „ოაზისი“ ჩაკეტილი იყო, რადგან გუშინ, 2 სექტემბერს, სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროში იმყოფებოდა 400 ექიმი, რომლებიც კონფერენციას ესწრებოდნენ. კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ სასტუმროში Covid19-ზე 924 ნიმუში აიღეს, ყველა პასუხი  უარყოფითია.

30 000 ლარი გრანტი მცირე მეწარმეებს – განაცხადების მიღება ოქტომბრიდან დაიწყება

მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებისთვის ან/და არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით გრანტის მოსაპოვებლად „აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღებას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, ეს თარიღი შეიცვალოს, ძირითადად იმ ტენდერების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ორგანიზაციას აქვს გამოცხადებული. პროგრამა მიკრო და მცირე სამეწარმეო საქმიანობის, ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის მეორადი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. …

აშშ-ის მთავრობა შტატებს მოუწოდებს, მოემზადონ ვაქცინაციისთვის ნოემბერში

ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციები აშშ-ს ორმოცდაათ შტატს და რამდენიმე დიდ მეგაპოლისს მიმართავენ, რომ მოემზადონ SARS-COV-2-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ნოემბრის დასაწყისში, 3 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს დოკუმენტი რამდენიმე ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებამაც მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები მოითხოვენ, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა მომავალი ვაქცინის გამანაწილებელ ცენტრებში „ყველაფერი მზად იყოს 2020 წლის პირველი ნოემბრისთვის“, – მისწერა შტატების ხელმძღვანელებს …

ზოგჯერ მესმის ჭორები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობასა და მის ისტორიულ კონტექსტზე – თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველო – თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს ვიდეოში, რომელიც ჩაწერილია არასამთავრობო ორგანიზაცია გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ, პროექტის  ფარგლებში – „დეზინფორმაციის კვალდაკვალ”. როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მათი პროექტის მიზანია საქართველოსა და მისი პარტნიორების მიმართ დეზინფორმაციის საპასუხოდ, ოფიციალური პირებისა და ექსპერტების მონაწილეობით, საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას. „ზოგჯერ მესმის რაღაც ხმები და ჭორები …

ბათუმის ბულვარის ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

დღეს დილიდან სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბათუმის მერიას ბულვარში ჩატარებული პრევენციული სამუშაოებისთვის. Covid-19 პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს ჯერ კიდევ საზაფხულო სეზონზე ზღვისპირა პარკის ვიზიტორების უსაფრთხოებას.

83 წლის კაცს გამოსახლება ელის – „20 წელია აქ ვცხოვრობ, მიწა არასწორად გაყიდეს“

„…გამოსახლებას მიპირებენ, არადა, უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ. ვის არ მივმართე და მივწერე, მაგრამ პასუხსაც კი არ მცემენ,“ – ამბობს 83 წლის ოთარ ჯაიანი. ის თამარის დასახლებაში თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთარ ჯაიანის სახლი წლების წინ კომპანია GEOFIBRE-ს მიჰყიდა. კომპანია მოქალაქის გამოსახლებას სასამართლოში ითხოვს. იურისტების განმარტებით, მოქალაქეს კანონით წლების წინ …

ბსუ-ში ლექციები ონლაინ ჩატარდება, პრაქტიკულები კი – საუნივერსიტეტო სივრცეში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2020-2021 სასწავლო წლისთვის 1 291 პირველკურსელი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციამ მოაწოდა. წელს ბსუ-ს ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებია: სამართალმცოდნეობა ფსიქოლოგია ეკონომიკა ქართული ფილოლოგია განათლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველკურსელთა კონტინგენტი 95 პროცენტით შეივსო. „უკანასკნელი ოთხი წლის მონაცემებით, შევსების მაჩვენებელი 95%-96%-ს შორის მერყეობს.  1 365 გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე ჩარიცხვის უფლება  …

ბათუმში 4 კლუბს შეუჩერეს საქმიანობა და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერა და დააჯარიმა. შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ღამის კლუბები 2-3 სექტემბერს შეამოწმა. ინსპექციის ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი კლუბი: „კონტე“, „UP2U“, „სოჰო“ და „სექტორი 26“ არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. „მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს …

ქედაში ავტომანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

დღეს, 3 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ხევში, 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარეში არ ჩავარდნილა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ კიდურების ტრავმები აღენიშნებათ, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის …

ჯანდაცვის სამინისტროზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა დაფიქსირდა, მოიპარეს გარკვეული ინფორმაცია

შს სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული …

უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის 2,3 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წელს, აჭარის ბიუჯეტიდან, მთლიანობაში 2 320 000 ლარი დაიხარჯება. აქედან: [checklist] შრომის ანაზღაურებისთვის – 1 498 800 ლარი; საქონელი და მომსახურება – 791 200 ლარი; სხვა ხარჯი – 25 000 ლარი; …

კონკურსი მოსწავლეებისთვის სკოლა პროგრესში

საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს კონკურსს ბათუმში მცხოვრები IX – X და XI კლასის მოსწავლეებისთვის! სწავლა მოიცავს სასკოლო მოდულთან ერთად მოსამზადებელ პროგრამას  ეროვნული გამოცდებისთვის სამ საგანში: ქართული, მათემატიკა და არჩევითი საგანი. თუ გსურს მოიპოვოთ 30 %-იანი გრანტი და გახდეთ პროგრესელი: გამოაგზავნეთ განაცხადი 7 სექტემბრამდე! წარმოადგინეთ გასული წლის აკადემიური ნიშნები! გაიარეთ ინგლისური ენის ტესტირება და გასაუბრება! დაგვიკავშირდით: ტელ.: …

რა მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ნახავთ ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო სექციისთვის ფილმების შერჩევა. მხატვრული ფილმების კონკურსზე ნაჩვენები იქნება 9 ფილმი. „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“ – ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020 „კონფერენცია“ – ივან ტვერდოვსკი, ესტონეთი/იტალია/რუსეთი/დიდი ბრიტანეთი, 2020 „სიკვდილის პირას“ – ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020 „მარე“-  ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020 „სოლე“ – კარლო სირონი, იტალია/პოლონეთი, 2019 „ცრემლების მარილი“ – …

„არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა“ – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებულია 600-ზე მეტი ტესტი და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. „დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 3 …

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …

ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არჩილ მამულაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. „მე რამდენი ხანია ვითხოვდი ბიუროს მოწვევას პარტიაში რიგი საკითხების განსახილველად, მაგრამ ვერ მივაღწიე. რაც შეეხება ბანერის საკითხს, ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ. 29 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის …

3 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში გუშინ უფასო PCR ტესტი ჩაუტარეს კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 სექტემბერს, უფასო PCR ტესტისთვის ბათუმსა და ქობულეთში საგანგებოდ მოწყობილ კარვებს მიმართა ჯამში 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში – 1443-მა მოქალაქემ, ხოლო ქობულეთში –  51 -მა. უფასო PCR ტესტირება ხდება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში. ბოლო 24 საათში პოლიკლინიკებს მიმართა 642-მა პირმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში ტესტი …

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა ბათუმში – 3 სექტემბრის მონაცემები

ბოლო 24  საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-ის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 2 სექტემბერს, გავრცელდა. ერთი შემთხვევა #7 ავტობუსის მძღოლს უკავშირდება, მეორე კი სასტუმრო “დრიმლედ ოაზისის” სტუმარს. რაც შეეხება დანარჩენ 4 კოვიდინფიცირებულს,  ერთი ინფიცირებული საკონდიტრო “დონას” თანამშრომლების კონტაქტია, ერთი – თურქი მძღოლია, ერთი – კარანტინიდან და ერთიც  – ცხელების ცენტრიდანაა. 3 სექტემბრის მდგომარეობით, …

დადასტურდა კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა – 3 სექტემბრის მონაცემები

3 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 9 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსის სულ 1568 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1279 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215. ______________  

Exit mobile version