დააკავეს კაცი, რომელიც სისტემატურად ძალადობდა ცოლზე, დედასა და მამაზე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდაში ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის 1975 წელს დაბადებული პირი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის …

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა საქართველოში – 9 სექტემბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 9 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 403 ადამიანს მკურნალობენ. ახალი შემთხვევების უმრავლესობა, 25 შემთხვევა, ბათუმში გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1773 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი. ___________ ფოტოზე: …

ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

9 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 700 PCR ტესტი ჩატარდა, სწორედ ამ ტესტირების შედეგად გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 8 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტი იყო მოთავსებული. ამ კლინიკას ერთდროულად 170 პაციენტის მიღება შეუძლია. დღეს საქართველოში, ბოლო 24 საათის …

პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის თავისი კანდიდატები წარადგინა. პარტიის მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში მაჟორიტარობის შემდეგი კანდიდატები ეყოლება: ამირან ტაკიძე – ქობულეთი ზურაბ გაბაიძე – ბათუმი ზორბეგ ბერიძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხულო უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:  გულნარა ბასილაძე – ქობულეთი ჯუმბერ ტაკიძე – ბათუმი დავით დავითაძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, …

ბათუმში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

ბათუმში 8 სექტემბერს ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია ადრე დილიდან მუშაობდა. წაიღეს თუ არა აპარატიდან თანხა და რამდენი, „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით“. ეს მუხლი ქურდობას გულისხმობს. სს კოდექსის 177-ე მუხლის მიხედვით: „ქურდობა, ესე იგი, …

აჭარიდან 100%-იანი გრანტი წელს მხოლოდ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი 6 550-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან 100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მა აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი – 4000-ზე მეტმა. 2020 წელს სტუდენტი გახდა 29 614 აბიტურიენტი. მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფორმაციით, აჭარის რეგიონიდან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 30-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის, …

აჭარაში ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს ტყვიაზე გამოიკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, უფასო კვლევებს ჩაუტარებენ. კვლევის ჩატარება შესაძლებელია ბათუმის 4 სამედიცინო დაწესებულებაში: ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ბათუმის სამედიცინო ცენტრი მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, პირველ ეტაპზე 1000 ქალის გამოკვლევაა დაგეგმილი. იმ …

ადვოკატი: ფირუზ წულუკიძეს „ოცნება“ ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა

„ცენტრალური ხელისუფლება ფირუზ წულუკიძეს ბოდიშის მოხდას და ნათქვამის უარყოფას სთხოვდა… თუ ფირუზ წულუკიძე ამას გააკეთებდა, მაშინ ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე მიიღებდნენ თავისუფლებას,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ხულიგნობის საქმეზე დაკავებული ელდარ ანთაძის ინტერესებს იცავს. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ამ საქმეზე ბიზნესმენ მურმან ჯინჭარაძეს შეხვდა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენის ხელით …

აჭარაში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შემოსავლების სამსახურის ბათუმის  გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, 185 პირს, სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდა, ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემოსავლების სამსახურის ცნობით, პრევენციული ღონისძიებების …

აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე და პროგრამის კოორდინატორი ჯაბა აბულაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების საკითხები განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული (COVID-19) რეკომენდაციების დაცვა. მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს აუცილებელია კომპანიამ უზრუნველყოს …

ჯარიმა და შენობის დემონტაჟი – მერია მარუხის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ სახლზე 

ბათუმის მერიამ მარუხის ქუჩაზე აშენებულ სამსართულიან სახლთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. ამ სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზეა აშენებული. უკანონო შენობის მისამართია მარუხის ქუჩის #11. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. მერიის განმარტებით, ამ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს: …

თურქეთში პირბადის ტარება სავალდებულოა ყველგან, გარდა სახლისა საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს და თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ. „თურქეთში კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულოა პირბადის ტარება, საცხოვრებელი სახლის გარდა, ნებისმიერ ღია და დახურულ სივრცეში (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ქუჩა, რეკრეაციული ზონები – პარკები, სკვერები, ზღვის სანაპიროები, საზოგადოებრივი …

3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

ბათუმში, მარუხის ქუჩის #11-ში სამსართულიანი სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზე დგას. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა. „ჩემი შეცდომა მხოლოდ ესაა, რომ უნებართვოდ ავაშენე. მივმართე მერიას, მაგრამ ნებართვა არ მიმიღია. ნაკვეთი ძველი დროიდან ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და კარგად დააკვირდით, ძველ შენობებს უსწორდება“, – გვითხრა პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, …

მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

დღეს, 8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში  განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების …

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურიდან: ონკანში ყვითელი წყალი მოდის, იატაკიც არ იწმინდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა. ნათია დუმბაძეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს. „სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს …

ფოთში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდგინდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრე-მაშველს გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო. მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, დაკვირვების ქვეშაა და …

8 დღეში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა – აჭარა წითელ ზონაშია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს, 9 სექტემბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 104 პაციენტია. ეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობაა აჭარაში. კორონავირუსის სტატისტიკის ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 117 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის შემთხვევები ბათუმში დაფიქსირდა: საკონდიტროში, ბაზრობაზე, ტელევიზიაში, სკოლაში, ბანკში, იუსტიციის სახლში, გარემოსდაცვით დეპარტამენტში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.  …

ბათუმის რესპუბლიკურს 27 სასუნთქი აპარატი აქვს და 170 პაციენტის მიღება შეუძლია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ბოქსირებული პალატები და კოვიდცენტრია განთავსებული, აქვთ ხელოვნური სუნთქვის 27 აპარატი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს უკვე 104 ინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 21 ახალი შემთხვევა ბათუმში დღეს, 8 სექტემბერს, დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ინფიცირებულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით რთულია, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატი არც ერთს არ სჭირდება. ამ კლინიკას ერთდროულად …

ორსულ ქალს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ, 7 სექტემბერს, საკეისრო კვეთა გაუკეთეს ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც რუსუდან შავიშვილი ამბობს, დედაც და ბავშვიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, დაიტესტა თუ არა ახალშობილი კორონავურისზე, შავიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა. „ბათუმელები“ საუნივერსიტეტო …

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბლოგერების კონკურსს აცხადებს

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი აცხადებს ბლოგერების კონკურსს, რომელშიც ნებისმიერ ბლოგერს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ავტორი უნდა ეხმაურებოდეს 2019-2020 წლებში ქართულ ენაზე გამოცემულ წიგნებს. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის პოსტები, რომლებიც დაიწერა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ბლოგერების კონკურსის ფარგლებში და გამოქვეყნდება 2020 წლის 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საუკეთესო ხუთი ბლოგი შევა თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის …

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს. თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

„აჭარის ჩაკეტვაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ არის“ – მარინა ეზუგბაია

საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ინციდენტობის მაჩვენებელი გაზრდილია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განმარტებით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ქვეყანაში  რვას აღწევს: „მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, იმიტომ, რომ ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა …

აჭარაში გარემოს ზედამხედველობის 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს 8 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც ადასტურებს. ინფიცირებული პირი მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში სრული დეზინფექცია ტარდება. PCR ტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული …

ბათუმის იუსტიციის სახლი დროებით დაიკეტა – 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერით ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს, კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინდაჯავშნაც] შეჩერებულია. „ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების, ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, …

აჭარა წითელ ზოლშია – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“. ეზუგბაიას თქმით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, აჭარაში საჭირო იქნება დამატებითი ღონისძიებების გატარება: „ეს არის რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და კონტროლის გაფართოება. …

3 შემთხვევა „ხოფის ბაზრობაზე“, 21 ახალი ინფიცირება ბათუმში

ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR ტესტი. გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 უკავშირდება ე.წ. „ხოფის ბაზრობას“, მათ შორის მამა-შვილია ინფიცირებული. ამ ბაზორბაზე დღეს მასობრივი ტესტირება დაიწყო. პასუხების მიღებამდე ბაზრობა დახურული იქნება. „ხოფის ბაზრობაზე“ დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი …

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო. აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა: „თავი დავიზღვიეთ. კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის“. სტადიონი შესაძლოა ოქტომბერში გაიხსნას. 12 სექტემბერს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. „შეხვედრა ახალ სტადიონზე არ ჩატარდება, სად …

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა – 8 სექტემბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსზე 363 ადამიანს მკურნალობენ. დღესვე, მალევე, გახდება ცნობილი ახალი შემთხვევებიდან კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა ბათუმში. საქართველოში კორონავირუსის სულ 1729 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო …

უაქციზო სიგარეტის შენახვისთვის პირს შესაძლოა 6-დან 8 წლამდე მიუსაჯონ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის  ღირებულება 29 000 …

ანა დოლიძე პრემიერად „კუპატას“ ასახელებს

„მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათი პარტიის პრემიერობის კანდიდატი „კუპატა“ იქნება. „მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა“ – ვკითხულობთ ანა დოლიძის გვერდზე. See more …

სკოლებში ჟურნალები უქმდება – მინისტრის ბრძანება 2021-2022 სასწავლო წლისთვის

საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, 2021-202გ2 სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალები გაუქმდება, ელექტრონული ჟურნალის წარმოება კი, სავალდებულო იქნება. მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 2020 წლის 7 სექტემბერს შევიდა. ამავე ბრძანებით, სკოლებმა ელექტრონული ჟურნალის წარმოება მიმდინარე წლიდანვე უნდა დაიწყონ. 2020-2021 სასწავლო წელს სკოლამ უნდა აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. თუ საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული …

300-ლარიანი კომპენსაცია 3 404 პირის გარდა ყველა რეგისტრირებულმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, კომპენსაციის მისაღებად სულ   251 690 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა. 7 სექტემბრის მდგომარეობით, მათგან ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე გადაერიცხა 248 286 პირს. ამ მიზნით სულ 74 485 800 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულები პორტალზე პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაცია …

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. „ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო …

1 ლარი ძალადობის მსხვერპლი, ღარიბი ქალებისთვის – „ფემინა” უკვე 8 ქალს დაეხმარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემინა“ ძალადობის მსხვერპლი და უკიდურესად ღარიბი ქალების დასახმარებლად 1 წლის წინ შეიქმნა. ფონდი ფემინა კი სულ 2 თვეა რაც არსებობს. მოხალისეები ყოველთვიურად რიცხავენ სიმბოლურ 1 ლარს, რითაც ,,ფემინა“ შეჭირვებულ და ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. „ორგანიზაცია მოხალისეობრივ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენი ფსიქოლოგები და იურისტები სრულიად უსასყიდლოდ უწევენ კონსულტაციას ქალებს. მათ უნდათ რაღაც გააკეთონ ქალებისთვის და …

16 სკოლა აჭარის მთაში, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ – 2020 წელი

ხულოს მუნიციპალიტეტში 4 საჯარო სკოლაა, სადაც პირველკლასელები არ მიუღიათ. ესენია: რიყეთის, ძმაგულას, კალოთისა და სკვანას საჯარო სკოლები. აქედან ბოლო ორ სკოლაში პირველკლასელი არც გასულ წელს ყოფილა. ყველაზე მეტი – რვა საჯარო სკოლა დარჩა პირველკლასელი მოსწავლეების გარეშე შუახევის მუნიციპალიტეტში. აქედან სამი სკოლა საშუალო საფეხურისაა, ხუთი კი – საბაზო საფეხურის. სოფლები, სადაც საშუალო საფეხურის საჯარო სკოლებში პირველკლასელები …

რატომ არ მისცეს კომპენსაცია ამ დრომდე სეტყვისგან დაზარალებულ ოჯახებს

„დაისეტყვა თუ არა ჩვენი ბაღები, მაშინვე მოვიდნენ მერიიდან, ფოტოები გადაუღეს ყველაფერს და წავიდნენ… მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, იქნება დახმარებაო. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა რამეს, არავინ მოსულა, არ გამიგია, ვინმეს მიეღოს,“ – ამბობს ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრები ნანა შაინიძე. ასობით ოჯახი ხულოში, შუახევსა და ქედაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსავლის კომპენსაციას ელის. ძლიერი სეტყვა ხულოს, შუახევისა …

Exit mobile version