თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, ისინი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, თუ აუდიტორიებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც სკოლებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ინდივიდუალური გადაწყვეტილების საგანია. „შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ უნდა შეფასდეს, რა მასშტაბის დაზიანებაა ამა თუ იმ სკოლაში, უნივერსიტეტში და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება, ონლაინსწავლებაზე გადადის მხოლოდ ერთი …

ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან. “სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა. 58 50- ადგილიანი სტადიონზე მოწყობილი ჰოსპიტალი დასაწყისისთვის 500 კოვიდპაციენტზე იქნება გათვლილი და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პოლონეთის მთავრობის ცნობით, ტევადობა შეიძლება გაფართოვდეს მაქსიმუმ 1000 საწოლზე. პოლონეთში პარასკევს COVID19-ით 132 …

რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ქალაქში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების რაოდენობის სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ უკვე რამდენიმე სისტემამ უნდა  გაიაროს ადაპტაცია. პირველი სისტემა, რომელმაც უნდა გაიაროს ადაპტაცია, აჭარის შემთხვევაში იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის …

რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში 5 ელექტროავტობუსია, რომლებიც 20 ოქტომბრიდან N13 ხაზზე შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ავტობუსი გამოვა ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთიდან, გაივლის ლერმონტოვის-ბაგრატიონის-შარტავას-გორგილაძის-ბარათაშვილის-ჭავჭავაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროსთან] მობრუნდება და უკან, იმავე მარშრუტით დაბრუნდება ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ოქტომბრის თვის ბოლომდე ელოდებიან კიდევ 3 ელექტროავტობუსს, რომელთა მიღების შემდეგ ელექტროავტობუსები …

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება. ფრანგული კინოსკოლის, Cinéfondation-ის საკონკურსო სექციის ნამუშევრებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წელს ფესტივალზე ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დეა კულუმბეგაშვილი შეაფასებს. კანის კინოფესტივალზე 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ჟიური გადაწყვეტს, რომელ მათგანს მიენიჭება “პალმის რტო”, ამავე ჟურიმ კინოფესტივალის სამი ჯილდო უნდა გასცეს კინოსკოლის საუკეთესო ფილმებისთვის. დეა …

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როგორც მერიაში აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს მგზავრების მონიტორინგი. „ბათუმელები“ მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაზე იმყოფებოდა, სადაც უნიღბოდ მგზავრობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. უნიღბოდ მგზავრი იმყოფებოდა როგორც ავტობუსში, ასევე, მიკროავტობუსში. როგორც ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის მხოლოდ 7 მგზავრს მისცეს გაფრთხილება უნიღბოდ მგზავრობის გამო. „თითქმის ყველა ქუჩაზე მიმდინარეობს მონიტორინგი, …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [მგზავრთა გადაყვანა], როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით, 19 ოქტომბრიდან აღარ განახლდება – უთხრეს „ბათუმელებს“ მთავრობის ცხელ ხაზზე. დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა [ანუ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის და ასევე აჭარასა და სხვა რეგიონებს შორის მგზავრთა სამარშრუტო მიკროავტობუსებით და ავტობუსებით გადაყვანა კვლავ აკრძალულია]. საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრის …

“მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას. პრემიერმა, თავის გამოსვლაში, გაიხსენა მარტსა და აპრილში დაწესებული საყოველთაო კარანტინი და თავი იმართლა, რომ მაშინ მთავრობა სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. „პირველი ტალღის დროს  სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული ლოქდაუნი გამოვაცხადეთ. მაგრამ არ …

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ. ხელისუფლებამ ამ ყველაზე სენსიტიურ თემაზე ,,დუმილის უფლება“ აირჩია. ამ მოცემულობაში მართებული პოზიცია იქნება, თუ ასეთი კოლაფსის მიზეზებს გავაანალიზებთ და გამოსავლის გზების ძიებას დავიწყებთ. მიუხედავად სასკოლო …

TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა

მსოფლიო კერძების ატლასმა – tasteatlas.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში 100 საუკეთესო ტრადიციული კერძის სია 2020 წლისთვის, ამ ჩამონათვალში ხაჭაპური 23-ე ადგილზეა. tasteatlas.com – ის აღწერის მიხედვით, ხაჭაპური პოპულარული კერძია საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხაჭაპურს სხვადასხვაგვარად ამზადებენ. მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის წელს პირველი ადგილი პიცა მარგარიტამ დაიკავა ნაპოლიდან, მეორე ადგილს თურქული ქაბაბი …

აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით 

ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს. ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს. აქცია ვრცელდება როგორც ლარის, ასევე დოლარისა და ევროს ანაბრებზე. კერძოდ, დოლარში გახსნილ ვადიან ანაბარზე მომხმარებელს 4,05% (ეფექტური3.97%), ხოლო ლარის ვადიან ანაბარზე კი 11,3% (ეფექტური10.72%) სარგებელი …

დადასტურდა კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა. გარდაიცვალა 7  პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 278. რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა: თბილისი – 469, აჭარა – 360, იმერეთი – 99, ქვემო ქართლი – 78, შიდა ქართლი – …

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …

აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის ქალია, რომელიც კლინიკა „მედინაში“ იყო. გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის Covid კლინიკებში 640 პაციენტია, აქედან 20 არასრულწლოვანია, 30 კი – ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია …

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რომ ვიცოდეთ, ვის უწევს და როდის საცხოვრებელი ბინა,“ – ამბობენ ე.წ. „ოცნების დასახლებაში“ მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 18 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. „ოცნების ქალაქში“ ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, თუმცა ჯერ მხოლოდ 582 ოჯახისთვის. აქციაზე გამოსულებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ყველას, ვინც ახლა ამ დასახლებაში ცხოვრობს, ბინა არ …

ორშაბათიდან დროგამოშვებით იწვიმებს – ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ; დღისით დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში კი …

შიმშილობის მე-3 დღე – აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

მესამე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობენ პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს. „სანამდე შეგვეძლება, აქ ვიქნებით, რადგან მარტო დაპირებები გვესმის და საქმე არ კეთდება… ზოგიერთი მოშიმშილე გამოგვაკლდა, მარტოხელა დედები არიან, ღამით აქედან ტელეფონით როგორ დაამშვიდოს მცირეწლოვანი შვილი? ზოგიერთმა შიმშილი შეწყვიტა, მაგრამ ახლები გვიერთდებიან,“ – გვითხრა საპროტესტო აქციის …

აჭარაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 88 წლის ქალს პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, 60 წლის ქალს კი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. 60 წლის ქალს ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ის ინსულინდამოკიდებული იყო. 69 წლის კაცს …

აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავიურუსით დაინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ბათუმში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა – 60 და 88 წლის ქალები და 69 წლის კაცი. 18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 630 პაციენტი, მათ შორის, 17 არასრულწლოვანია და 31 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაშია 70 ადამიანი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა – 40; კოვიდსასტუმროებში …

საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

18 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 8 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 233. stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 17 477 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 8 060; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 136 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინშია 6 380 ადამიანი, ხოლო …

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად რეგისტრაცია 25 ოქტომბრის ჩათვლით შეგიძლიათ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება [რეგისტრაცია] 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ეს ვადა გადაიწია. „საგრანტო პროგრამის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია ინტერესი და მომართვიანობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბიზნესიდეების განაცხადების მიღების ვადის გაზრდა, …

სექტემბერში უცხოეთიდან 192.7 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში უცხოეთიდან ქვეყანაში 192.7 მლნ აშშ დოლარი [611.4 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 43 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში …

ავტომზიდი ხიდის ქვეშ გაიჭედა – საცობი მახინჯაურში

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, რკინიგზის გადასვლელი ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ საცობი გამოიწვია. ერთ-ერთი მგზავრი გვწერს, რომ სატვირთოს ავტომანქანები გადაჰქონდა, მაგრამ ის ხიდს ქვეშ ვერ გაეტია და ვეღარც უკან ბრუნდება. მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი საცობში არიან, რადგან მაგისტრალის ამ მონაკვეთში გზასაც არემონტებენ.

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი

„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მეწყერზე, რომელმაც სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას იმსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი. ხელვაჩაურის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახს მერიისთვის …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი უმუშევრად დარჩენილებს, რომლებიც მეორე დღეა შიმშილობენ

„ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე. აჭარის მთავრობის სახლთან გრძელდება პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების საპროტესტო აქცია. მეორე დღეა შიმშილობს 8 ადამიანი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ დღეებში ჯამში 954 უმუშევრად დარჩენილი ადამიანის განაცხადი შევიდა …

„პარტიაში იყო გარჩევა“ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნუ სთხოვთ ახლა ამ კონტექსტში თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მას ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის გინების ფაქტზე ჰკითხეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ  ეს საკითხი „პარტიის შიგნით გაარჩიეს“. „როცა წინა შემთხვევებში თვითმმართველობებში ყოფილა კონკრეტული გადაადგილებები, ბრალს მდებდით თვითმმართველობის საქმეებში ჩარევაში, …

„ვემიჯნებით თავდასხმას“ – პარლამენტის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

„რა თქმა უნდა,  ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას, შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლების, ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი და მომავალშიც იქნება მიუღებელი. მე იმედი მაქვს, მას ექნება საშუალება ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და რეაქცია დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ის გახლავთ საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი და ამის საშუალება უნდა მისცეთ,“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა „აჭარის …

ხულოს სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 12 ოქტომბერს მოაწერა. ბრძანება, რომლითაც ძეგლის სტატუსი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 11 ობიექტს [მათ შორის ბორჯომის რკინიგზის სადგურს] მიენიჭა, 16 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ბეღლეთის ხიდის აგების თარიღად ბრძანების დანართში XII საუკუნეა მითითებული. ისტორიკოსი შოთა …

მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს

ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის და იქვე საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას გეგმავს, რაზედაც ტენდერი 806 684 ლარით აქვს გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ, 2020 წლის 13 ოქტომბრის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი პრეტენდენტი, შპს „მონოლითი-2005“ ხელშეკრულების დასადებად მიიწვია, თუმცა, ამავე ოქმით, საბანკო გარანტიის წარმოდგენა სულ სხვა კომპანიას – შპს „იბერია ჯ“-ს …

„ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან

„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს, თუმცა ამბობს, რომ სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს და დრო სჭირდება რეაბილიტაციისთვის. სოლომონ ფუტკარაძე კორონავირუსით იყო ინფიცირებული და თავად მკურნალობდა რესპუბლიკურში. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეალობაზე …

შეცვლილი მითი ქალთა მოძრაობის მხარდასაჭერად და მედუზა გორგონას ახალი ქანდაკება

ნიუ იორკში, მანჰეტენის საქალაქო სასამართლოს წინ მედუზა გორგონას ქანდაკება დადგეს. უფლებადამცველების ნაწილი თვლის, რომ ეს ქანდაკება სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო გახდება. ქანდაკება მოძრაობა #metoo-ს მიეძღვნა და უყურებს საქალაქო სასამართლოს შენობას. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მედუზა გორგონა პოსეიდონმა გააუპატიურა, თუმცა პოსეიდონის ნაცვლად ქალი დასაჯეს – გორგონა ურჩხულად იქცა. ქანდაკების ახალი ვერსია იტალიერმა ხელოვანმა ლუჩანო გარბატიმ შექმნა – მედუზა …

შიმშილობის მეორე დღე – უმუშევრად დარჩენილები დაშლას არ აპირებენ

მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან 8 ადამიანი შიმშილობს. ისინი უმუშევრად დარჩენილები არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. „ჩვენ არ ვიშლებით. გუშინ იყო მცდელობა შეგვხვედროდა მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, მაგრამ ჩვენ მას ვუთხარით, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვჭირდება. ჩვენი მოთხოვნები ცნობილია და ვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას… ორშაბათს მთავრობის აპარატში გვითხრეს, რომ ჩვენი მონაცემები გადაგზავნილია ეროვნულ …

მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია

2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი. ნაწილი პირველი: ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ,  გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას განვიცდი. ბათუმში ერთი თვის წინ ჩამოვედი, ერთობ უცნაური მიზეზით – არჩევნების მოსაგებად და ბათუმში „გირჩის“ მომავალი დასაყრდენი ბირთვის შესაქმნელად. ამ არჩევნების მოგება ჩემთვის ხმათა 5%-ს …

აჭარაში კოვიდის 226 შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

17 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა: 77 წლის ორი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 81 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრში“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 590 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება …

დადასტურდა კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

17 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 214. stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 16 285 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7 827; პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 128 პაციენტი.  

პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია. ამავე თემაზე: ხალხმრავალი აქცია ბათუმში პირბადეების გარეშე „პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა …

Exit mobile version