მთავარი,სიახლეები

არჩევნების წინ ბათუმის გენგეგმა ისევ გაახსენდათ – მერია კონკურსს აცხადებს

23.10.2020
არჩევნების წინ ბათუმის გენგეგმა ისევ გაახსენდათ – მერია კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ქალაქის  სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შესყიდვაზე კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია ტექნიკური დავალება. შესყიდვის ღირებულება 2 მილიონ 500 000 ლარია.

სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტები შედგება სამი ძირითადი დოკუმენტისგან, მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა, რაც ბათუმს ამ დრომდე არ გააჩნდა.

ბათუმის გენერალური გეგმა, იგივე ქალაქის ტერიტორიების გამოყენების დოკუმენტია, რომელიც ფუნქციური ზონირების მეშვეობით ადგენს ქალაქის ტერიტორიების ათვისების წესს, პრიორიტეტებსა და რიგითობას.

საპროექტო მომსახურების პროცესში კონკურსანტმა მერიას უნდა წარუდგინოს შუალედური დოკუმენტები: გეგმარებითი ერთეულების კვლევის შედეგები, ტერიტორიების განვითარების დროებითი შეზღუდვების რუკა, ბათუმის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა.

გენგეგმის მომზადებაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული მის მომზადებაზე მუშაობის დაწყების პირობას თითქმის ყველა მერი დებდა, მათ შორის ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე, თუმცა ვერცერთმა მათგანმა დღემდე ეს პირობა ვერ შეასრულა.

გეგნგემის მომზადების აუცილებლობაზე მისი მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისთანავე განაცხადა არჩილ ჩიქოვანმაც, მოგვიანებით კი იგივე ფრაზა პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ, პრემიერმა თქვა ის რასაც მანამდე ისინი ამბობდნენ, ვინც ბათუმში ქაოსურ განაშენიანებას აპროტესტებდა: „მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ -განაცხადა გახარიამ.

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: