მთავარი,სიახლეები

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე

23.10.2020 • 2351
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გატესტვის შემდეგ PCR-ი აღარ დაგჭირდებათ – იმნაძე

23 ოქტომბრიდან საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად განკუთვნილ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს ისეთივე სადიაგნოსტიკო ღირებულება ექნება, როგორც პჯრ კვლევას. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიაწოდა.

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტისთვის ნაცხს PCR კვლევის  მსგავსად ცხვირ-ხახიდან  იღებენ.

„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი  ტესტი, რომელიც ასევე ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი, ეს რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, კეთდება ესეც სამედიცინო დაწესებულებებში. ამას აღარ სჭირდება პჯრ დადასტურება,“ – განმარტა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში სულ ორი ასეთი ტესტია აღიარებული და აქედან ერთი საქართველოს აქვს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, ასევე ეს არის აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის FDA-ს მიერ აღიარებული, ამათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორადაც ხდება დიაგნოსტიკისთვის PCR-ის გამოყენება. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები იქნება დამხმარე პჯრ კვლევისათვის ისეთ ადგილებში, სადაც პჯრ-ს გაკეთება არ არის შესაძლებელი,“ – თქვა პაატა იმნაძემ.

იმნაძის განცხადებით დღეისათვის საქართველოში ანტიგენზე დაფუძნებული 150 ათასი ტესტია მარაგში, ნახევარი მილიონი კი შეკვეთილია.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ანტიგენის ტესტის პასუხი 10-15 წუთშია ცნობილი და მას ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღენიშნება. თუმცა, მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ცრუ უარყოფითი მიზეზის შედეგი შესაძლოა ტესტირების ადრეულ ან გვიან ეტაპზე ჩატარება იყოს.

——————————————————————————————

ანტიგენის (Ag) ტესტი არის სწრაფი, ხარისხობრივი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულია, მის ორგანიზმში ამ ინფექციის საწინააღმდეგოდ აგენტი ჩნდება. სწორედ მის არსებობას იკვლევს ანტიგენის ტესტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: