მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

23.10.2020 • 971
დადასტურდა კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი.

23 ოქტომბრის მონაცემებით ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 24 562-მდე გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

[checklist]

  •  თბილისი – 686
  • აჭარა – 487
  • იმერეთი – 356
  • ქვემო ქართლი – 36
  • შიდა ქართლი – 35
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69
  • კახეთი – 24
  • გურია – 17
  • მცხეთა-მთიანეთი – 12
  • სამცხე-ჯავახეთი – 30
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7

[/checklist]

23 ოქტომბრისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 14 421 აქტიური შემთხვევაა.

აქედან 3 234 მკურნალობს საავადმყოფოში (თბილისის საავადმყოფოში 1577 პირი, აჭარაში 641 პირი, ხოლო დანარჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში).

ქვეყანაში 397 მძიმე პაციენტია, აქედან 201პაციენტი თბილისის კლინიკებში გადის მკურნალობას, აჭარაში მდებარე კლინიკებში კი – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 82 პაციენტი –53 თბილისში, ხოლო 12 აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში.

2 225 პირი მკურნალობს კოვიდსასტუმროში, აქედან 1 110 აჭარაში, 676 ადამიანი კი – თბილისში. 9 162 ადამიანი მკურნალობის კურსს  გადის ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში 4 263 ადამიანია მოთავსებული, აქედან თბილისში 836,  აჭარაში კი -2 205.

6-22 ოქტომბრის პერიოდში საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 7 583 პირი.

23 ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო 25 759 პირია თვითიზოლაციაში. აქედან თბილისში 3243 პირი, აჭარაში – 10 852, ხოლო  იმერეთში – 3 521.

stopcov.ge-ს მონაცემებით,  კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 155, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 848.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: