ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნება იწყება – გახარია

დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო იწყებს ბიზნესისთვის დღგ-ს ავტომატური დაბრუნების პროექტის განხორციელებას, რაც პანდემიის პირობებში ბიზნესს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. „ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 150 ათას კომპანიას ექნება შესაძლებლობა ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ბიზნესს. ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო …

სანაპიროდან 700 მეტრში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიკაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი 700 მეტრის რადიუსში ამ დილით იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კოვიდის 664 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 8 პაციენტი

19 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 583 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 928 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 115 ადამიანი. აჭარაში 1 679 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 133 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა …

კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პირი – 19 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, აჭარაში – 664. ამავე პერიოდში გარდაიცავალა – 38, გამოჯანმრთელდა – 2409 პირი. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  93 092-ს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  16,  აჭარაში – 8, …

„37%-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა“

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში ინფიცირებულების 37% -მდე მკურნალობს, რასაც, მისივე თქმით, ვერ გაუძლებს „ალბათ ვერც ერთი ქვეყანა“. ამის შესახებ დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა გუშინ, 18 ნოემბერს. „ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში …

ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრის ონლაინგამოცდის წარმატებული მაგალითი

პანდემიით განპირობებულმა ონლაინსწავლებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. გაჩნდა მოთხოვნა, შეგვექმნა ახალი რესურსები, შეგვემუშავებინა ახალი მეთოდები გაკვეთილის პროდუქტიულად და შედეგზე ორიენტირებულად წარმართვისთვის, რათა მიგვეღწია იმავე შედეგისთვის, რასაც ვაღწევთ საკლასო ოთახის პირობებში, კერძოდ, ენის ოთხივე კომპეტენციის (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი) საკომუნიკაციო დონეზე განვითარება და მოსწავლეთა მიზანმიმართული ინტენსიური მომზადება გერმანული ენის დიპლომის (DSD I (B1) და DSD …

მოხატული სადარბაზოები ბათუმში

ბათუმში სულ რამდენიმე მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი სადარბაზოების დიდი ნაწილი ოდესღაც გადაღებეს და მათი პირვანდელი იერსახეც დაიკარგა. საუკუნის დასაწყისის ძველ ბათუმში სახლის არქიტექტურა და სადარბაზოს უხვი დეკორი, მოხატულობა, მეპატრონის განსაკუთრებულ სტატუსს უსვამდა ხაზს, რისთვისაც ისინი ფულს და ძალისხმევას არ იშურებდნენ მაშინდელი საუკეთესო არქიტექტორებისა თუ მხატვრებისთვის. ირ. აბაშიძის ქ. №3 ეს ორსართულიანი …

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში. რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების …

რა ბედი ეწია რობოტ პეპერს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს უნდა დახმარებოდა

საფრანგეთიდან ჩამოტანილი რობოტი პეპერი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ივნისის თვეში საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას, გაუჩინარდა. საზოგადოებას რობოტი პეპერი იმით დაამახსოვრდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას, 18 ივნისს, რობოტმა უკანსვლა დაიწყო მოულოდნელად და სცენიდან გადავარდა. თუმცა დაიჭირეს და დამტვრევას გადაარჩინეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რობოტი პეპერი მას Covid 19-თან ბრძოლაში უნდა დახმარებოდა. ინტენსიური მოვლის განყოფილებებში კი ექიმის …

იმუნური უჯრედები ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც აირიდებს კოვიდს – ახალი კვლევა

გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის ნიმუშები მოწმობენ მძლავრ, ხანგრძლივ იმუნურ პასუხზე კოვიდ19-ის მიმართ, აცხადებენ მკვლევარები. რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი? წლები, ან ათეულობით წლები, იუწყება ახალი კვლევა, რომლის შესახებაც ნიუ იორკ თაიმსი წერს. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების უმრავლესობას, ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც რჩებათ საკმარისი რაოდენობის იმუნური უჯრედები საიმისოდ, რომ მოიშოროს ვირუსი და თავიდან აირიდოს დაავადება. …

ბათუმის ბიუჯეტი 2021 წელს 8 მილიონით მცირდება – რა პროექტებს დააფინანსებს მერია

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი 22 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტი იყო თავდაპირველად დამტკიცებული, ხოლო 8 მილიონით ნაკლებია მიმდინარე წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით. ქალაქის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა პანდემიის გამო ის 158,8 მილიონ ლარამდე …

ფოტოკონკურსი „ბათუმი საოჯახო ალბომიდან“

ამბობენ, დრო ყველაფერს ცვლისო, თუმცა უფრო მართებული ხომ არ იქნება ვთქვათ, რომ ცვლილებები ხდის დროს შესამჩნევს, ხელშესახებს? ალბათ, კი. ჩვენი ქალაქი, ბათუმი, ყოველდღიურად იცვლება. ნაცნობ ხედებს ახალი კონტურები ანაცვლებს. ამგვარი ცვლილებების ხანაში რთულია გარემოს ისტორიულად აღქმა. თუ გარემოს ისტორიულად ვერ აღიქვამ, ვერც საკუთარ თავს ხედავ მის ნაწილად და გიჭირს პასუხისმგებლობების, უფლებებისა და მოვალეობების გააზრებაც. „ბათუმელები“ …

BIAFF: როგორ ვნახოთ ფილმები ონლაინ ბათუმის კინოფესტივალზე | ინსტრუქცია

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი სიახლე მოიტანა. აქამდე, ყოველ წელს, ბათუმელები სექტემბრის საღამოებს კინოდარბაზსა თუ ღია ცისქვეშ ატარებდნენ კინოფესტივალ „ბიაფზე“ ახალი ფილმების სანახავად, წელს კი ეს რეალობა შეიცვალა. ამჯერად კინოფესტივალზე დასასწრებად შინიდან გასვლა არ გჭირდებათ. თუ სხვა დროს „ბიაფზე“ სასურველი ფილმების ჩვენების დღესა და დროს ინიშნავდით, ახლა შეგიძლიათ რამდენიმე ფილმი ერთ დღეშიც ნახოთ ერთდროულად, ან შერეულად ნახოთ …

„გართულებულია დოკუმენტების წარმოება“ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამას იყიდის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 220 საწოლფონდის მქონე კლინიკისთვის. პროგრამის შეძენას საავადმყოფო, ტენდერის გარეშე, 59 000 ლარად გეგმავს. საავადმყოფოს ინფორმაციით, არსებული პროგრამა 80 პაციენტზეა გათვლილი, მაგრამ „ვინაიდან დაახლოებით 3-ჯერ გაზრდილია საწოლფონდი [230-მდე] და გაზრდილია საწოლბრუნვა, არსებული პროგრამით შეუძლებელია მართვის ტემპის დაკმაყოფილება. არსებულ პროგრამას არ გააჩნია ასევე ელექტრონული ფორმა 100 …

„დღეს სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად დამძიმდა“ – ბათუმში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა ამავე კლინიკაში. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა. „62 წლის იყო, ფილტვის არტერიის სტენოზიც ჰქონდა, კარგად გრძნობდა თავს, დღეს სახლში აპირებდა წასვლას, ანალიზებიც კარგი …

ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო აჭარაში. ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა. ექთნის გარდაცვალება ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ მას თანმდევი დაავადება ჰქონდა. დღეს 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმიც გარდაიცვალა. ის …

აჭარაში კორონავირუსი 512 პირს დაუდასტურდა – 18 ნოემბერი

18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 512 შემთხვევა დაფიქსირდა; გამოჯანმრთელდა – 574 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ჯამში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე ბათუმის კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 140 ადამიანი; მთლიანობაში აქტიური შემთხვევა რეგიონში არის 6 240. ამავე პერიოდში, აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. სულ …

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი, – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული,“ – აცხადებს შსს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს …

კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში,  გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – …

„ყველაფერი წესრიგშია“ – სასამართლომ საარჩევნო სარჩელი არც უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდა. უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. „უსკომ შედეგი შეაჯამა საარჩევნო ოლქების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე. ყველამ ვიცით, როგორ მომზადდა ეს შემაჯამებელი …

ნახევარი მილიონი ბათუმის საახალწლოდ განათებაში, როცა ღამით გადაადგილება აკრძალულია

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენს. „წელს დავამატეთ გირლიანდებისა და განათებებისთვის 70 ათასი ლარი, 4, 5 წელია გირლანდები საერთოდ არ გვიყიდია და მოგეხსენებათ, დროთა განმავლობაში განათება მწყობრიდან გამოდის მრავალჯერ მონტაჟის, დემონტაჟის გამო. უფრო მეტია შესაძენი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 70 ათასი ლარის ახალ გირლანდებს ვამატებთ“, – განმარტა ,,ბათუმელებთან“ …

სად წავიდა მასწავლებლობის 1900 მსურველი, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 1900-მდე მასწავლებლობის მსურველმა გაირა, თუმცა მათგან რამდენი გავიდა 2020 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, ამის შესახებ მასწავლებლის სახლს ინფორმაცია არ აქვს. პროექტის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინფორმაცია არც იმის შესახებ აქვთ, დასაქმდა თუ არა „ეროვნული სკოლის“ რომელიმე მონაწილე სკოლაში ან თუ ვერ დასაქმდა, რატომ. „ეროვნული სკოლის“ პროექტზე 2019 წელს 200 ათასზე …

შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 2 პირი

„დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით“, – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა. არაერთი კითხვის მიუხედავად, პოლიციელმა არ დააზუსტა რამდენი პირი დააკავეს აქციაზე დღეს. „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სამი დაკავებული „საკუთარი თვალით“ დაინახა, თუმცა ინფორმაცია სულ ოთხი პირის დაკავების შესახებ აქვს. შს სამინისტროს ინფორმაციით, …

ბათუმში პოლიციასთან დაპირისპირების დროს 1 პირი დაშავდა, 2 კი დააკავეს

ამ წუთებში [16:40] აჭარის მთავრობის შენობის წინ პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტერიტორიიდან მინიმუმ 2 ადამიანი გაიყვანა პოლიციამ, ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, მირდატ ქამადაძის თქმით, მან არ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანია …

23 450 კგ დაავადებული კარტოფილი თურქეთში გაბრუნდება – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რომელიც უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება. „საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში  კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, …

„მოხმარება 5-ჯერ გაიზარდა“ – ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელ გენერატორებს ყიდულობს

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება კლინიკებში ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაავალა. მთავრობის 16 ნოემბრის განკარგულებით, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები კომპანიამ მის კაპიტალში შეტანილი თანხის გაუხარჯავი ნაწილით უნდა შეისყიდოს. აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რომ 3 …

17-20 ნოემბერს ვინც კოვიდკლინიკას დატოვებს, მეორე ტურში ხმას ცნობის საფუძველზე მისცემს

კოვიდინფიცირებული ან კარანტინში მყოფი პირი, რომელიც 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დატოვებს კლინიკას, კოვიდსასტუმროს ან კარანტინს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, შესაბამისი დაწესებულებიდან უნდა აიღოს ცნობა. პირი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა, საარჩევნო უბანზე სწორედ ამ ცნობის საფუძველზე მისცემს ხმას. რაც შეეხება იმ პირებს, …

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია. „გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად …

სილქფესტი ულიმიტო ინტერნეტს და პაკეტების მრავალფეროვან კომბინაციებს გთავაზობთ

მხოლოდ 18 ნოემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: [checklist] 400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 8 ლარად 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად [/checklist] კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 …

ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – …

კოვიდი აჭარაში: 469 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი

17 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. უკვე რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას.  ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 929-მდე. მთავრობის …

კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირების 3117 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3117 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 638 პირი.  პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  18,  აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – …

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. “კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს,” –  ნათქვამია  კლინიკის განცხადებაში.

რას ამბობენ კლინიკაში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაზე კლინიკა, სადაც ბავშვი მკურნალობდა, პირველ  კომენტარს აკეთებს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძის მტკიცებით, კლინიკამ ყველაფერი გააკეთა ბავშვის გადასარჩენად. “ჩვენი კლინიკის  მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. 12 წლის გოგონა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას  …

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია გრძელდება

ფინკა ბანკი თავის ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ნოემბერსა და დეკემბერში კვლავ საუკეთესო და მოხერხებულ პირობებს სთავაზობს – მიიღეთ ან გაგზავნეთ თანხა ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, ისარგებლეთ სპეციალური ვალუტის კურსით და დაჯილდოვდით სხვადასხვა ფულადი პრიზებით! აქციის პირობები მარტივია: პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვე, ფინკა ბანკი თავის 36 სერვის ცენტრში ყველაზე აქტიურ 36 მომხმარებელს …

რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს. “ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, …

Exit mobile version