მთავარი,სიახლეები

საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 473 ახალი შემთხვევა

13.11.2020
საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 473 ახალი შემთხვევა

13 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 73 154.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  13,  აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 636 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 493 შემთხვევა
  • აჭარა – 448
  • იმერეთი – 513
  • ქვემო ქართლი – 190
  • შიდა ქართლი – 175
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287
  • კახეთი – 98
  • მცხეთა-მთიანეთი – 119
  • სამცხე-ჯავახეთი – 72
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

დღეის მონაცემებით, 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 420, აჭარაში – 789, იმერეთში – 963. ქვეყანაში 633 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 357 პირი.

3 413 პაციენტი კოვიდსასტუმროშია, მათ შორის, 1 583 – აჭარაში,   1 272 – თბილისში, ხოლო 294 – იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეშია 2 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში-1 266, ხოლო იმერეთში – 39.

თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, მათ შორის თბილისში 6 709 პირი, აჭარაში – 17 568, იმერეთში – 4 629.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: