ვარშალომიძის განმარტება II ტურის დროს სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივამ, 21 ნოემბერს [არჩევნების მეორე ტურის დღეს], საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობაზე, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა. „სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება…“ – ასე გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის განცხადებას დავით უსუფაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. …

უპირატესია 29 წლამდე პირი, ამიტომაც 38 წლის ქალი პროფესიულში არ მიიღეს – საკონსტიტუციო დავა

მოქალაქე ნათია შავაძე საქართველოს განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მას ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში მიღებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის 38 წლისაა. დავის საგანი განათლების სამინისტროს ბრძანებაა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“. ეს სამართლებრივი აქტი პროფესიულში მიღების დროს უპირატესობას 29 წლამდე ახალგაზრდებს ანიჭებს. პროფესიულ სასწავლებელში ადგილების რაოდენობა კი ლიმიტირებულია. ნათია შავაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში …

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა – ცენტრის განცხადება

დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს კი დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ცენტრი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ განცხადებიდან. „15 წლის წინ სახალხო დამცველის და, ერთი მხრივ, რელიგიური გაერთიანებების, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. დღეს …

ყალბი ხელმოწერა ოქმებზე? – ვის ხელმოწერებს შეისწავლის პროკურატურა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა საოლქოებმა არ განიხილეს, განხილული 914 საჩივრიდან კი, უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელების სრული უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმაც. არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი აღარებს, რომ 31 ოქტომბრის საარჩევნო ოქმები ხშირ შემთხვევაში ქაოსურად არის შედგენილი. ასევე დადასტურებულია, რომ ამ …

გოგონებს უკეთესი მიღწევები აქვთ მათემატიკასა და კითხვაში, ვიდრე ბიჭებს – კვლევა

საერთაშორისო კვლევის (PISA) მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების მიღწევებს იკვლევს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ყოველ სამ წელიწადში ტარდება და მასში მსოფლიოს 79 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბოლო კვლევაში 600 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმაც. კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი. რომელიც მიღწევებს ადარებს სქესის მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოში გოგონების მიღწევები ბიჭების მიღწევებს აღემატება, როგორც …

უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფნის მოწყობა სახელმწიფოებრივი უკულტურობის ნიშანი იქნება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნის მოწყობა, „სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“. „სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა …

„ასე უცებ არ ხდება ეს“ – ხულოს მერიის რეაქცია ვერნების კლდეში ნაპრალის გაზრდაზე

„არავინ იცის, როდის შეიძლება გასკდეს და წალეკოს მთელი სოფელი, ამისგან არავინაა დაზღვეული… ყურადღებას ვითხოვთ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ ვერნებში მცხოვრები ზვიად სურმანიძე. ის სოფელთან ახლოს მდებარე კლდეში ნაპრალის გაჩენას და მის გაფართოებაზე საუბრობს. ზვიად სურმანიძის თქმით, კლდეში ნაპრალი ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე ნახა და ის წინა წელთან შედარებით მკვეთრად იყო გაზრდილი. ზვიადი ამბობს, რომ გაზაფხულზე …

ვებგვერდი, რომლითაც შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ოჯახის ექიმის ვინაობა

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პორტალს ქმნის, რომლის დახმარებითაც კორონავირუსით ინფიცირებულები პირადი ნომრის საშუალებით თავად გადაამოწმებენ რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ. ambulatoria.moh.gov.ge დღეს ამოქმედდა და მასზე ოჯახის ექიმის ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი პორტალი 112-ში ზარების ოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. „ეს პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ …

ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ქვები ესროლეს, ჩამსხვრეულია შუშა. პარტიის წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ეს იმ დროს მოხდა, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია იმართებოდა, ამიტომაც ოფისში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. დღეს დილით ცეცხლი წაუკიდეს ნიკა მეილას ოფისს თბლისში, გლდანში. პროკურატურამ …

„მძღოლმა მითხრა, ხელით აგიყვანო“ – შშმ პირმა ახალი ელექტროავტობუსითაც ვერ ისარგებლა 

ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე. თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც …

რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება. დროულად ჩაერთო ტერმინალის …

ბათუმის ტერმინალზე ხანძრის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი …

ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი

პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება. პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“. გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, …

საერთაშორისო კონფერენცია „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“ დასრულდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“ გაიმართა. კონფერენცია მეთხუთმეტე წელია გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ნაწილი. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა საერთაშორისო მასშტაბის კვლევების შეჯამებას. კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა სამეცნიერო კრებული, რომელიც …

მხოლოდ ერთმანეთის იმედად – ლგბტ თემი პანდემიის დროს 

კორონავირუსის პანდემიამ, სავალდებულო სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, საქართველოში უმუშევრობის ახალი ტალღა წარმოქმნა. ცხადია, ამ შემთხვევაში უფრო საზოგადოების ყველაზე ღარიბი ნაწილი და მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ, მათ შორის არიან ლგბტ თემის წევრებიც. მათი დიდი ნაწილისთვის უსახლკარობა და სიღარიბე ყოველდღიურობის ნაწილია – უმრავლესობა ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი თავის ანაბარა …

კორონავირუსით აჭარაში 516 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 516 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5. დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 249 შემთხვევა, აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11. …

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. …

„მიშა ჩამოდი“ ვერ იქნება აქციის შემადგენელი ნაწილი – რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია ბათუმში

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია დატოვეს „ლელოს“ მომხრეებმა. ამის მიზეზი გახდა აქციაზე გამოტანილი ფურცლები წარწერით – „მიშა ჩამოდი“ და შეძახილები აქციაზე  – „მიშა!“ „მიშა!“ აქციის დასრულების შემდეგ ბათუმში, „ლელოს“ ოფისში ბრიფინგზე აჭარაში „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მოწოდება „მიშა ჩამოდი“ მათთან შეუთანხმებელი და მოულოდნელი იყო. მისი თქმით, „ლელო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან …

ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.

ვარშალომიძე: მეორე ტურზე უბნებთან მოვაწყოთ სირცხვილის კორიდორები

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა. “373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ. ბათუმში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აქცია იმართება დღესაც. „დაიცავი შენი …

„დაიცავი შენი ხმა“ – ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [LIVE]

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „დაიცავი შენი ხმა“ – ასე ეწოდება აქციას, რომელზეც მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ისინი არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას …

მეორე ტურისთვის საოლქო და საუბნო კომისიები 967 ათას ლარს დახარჯავენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 33 ოლქში უნდა გაიმართოს. უშუალოდ საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯები კი, ცესკომ 967 ათას 120 ლარით განსაზღვრა. მეორე ტურისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის განაწილებული თანხა: …

ავსტრიაში კარანტინი მეორედ ცხადდება

ავსტრიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო საყოველთაო კარანტინი მეორედ ცხადდება. კარანტინი ძალაში სამშაბათს შედის, ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადიან, იკეტება სილამაზის სალონები, მაღაზიებისა და საწარმოების ნაწილი. პარასკევს ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება. კარანტინი ავსტრიაში 6 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ნოემბრის 21 საათიდან 16 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – დროგამოშვებით ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 8 …

საქართველოში კორონავირუსის 3020 ახალი შემთხვევაა, 334 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა

15 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა  79 678. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა  34 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  18,  აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – …

კოვიდის 410 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 8 პაციენტი

15 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. გასულ 24 საათში საქართველოში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი. დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის ცნობით, აჭარაში 926 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 98 ადამიანი. ასევე, აჭარაში 1 551 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. …

არ დასტურდება, რომ ბათუმელი ექიმი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბათუმში კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმელი ოჯახის ექიმი, ნინო დიასამიძე, ამბობს, რომ სწრაფი ტესტი, რომლითაც პირველ შემთხვევაში კოვიდი დაუდასტურდა, ცრუ დადებითი იყო. „ექიმი ვარ, პერიოდულად ვიტესტებოდით ექიმები კოვიდზე. დაახლოებით თვენახევრის წინ სწრაფი ტესტი გამიკეთდა, აღმოჩნდა, რომ ვიყავი დადებითი. რა თქმა უნდა, მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში და 12 დღე ვიყავი …

ქობულეთში, სოფელ ხალაში 30 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში 30 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს, ჩვენი ინფორმაციით ადგილზე მუშაობს პოლიცია. სოფლიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ მკვლელი თანასოფლელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კონფლიტში ოთხი პირი მონაწილეობდა, მათ შორის ერთი დაკავებულია ხოლო ორი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …

არჩევნების მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 8,61 მილიონი ლარი დაიხარჯება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] დაამტკიცა. ამ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით მეორე ტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 8 612 110 ლარი გამოიყოფა. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურისთვის ემზადება მმართველი პარტია, ოპოზიციური პარტიები კი ამ დრომდე არ ცნობენ 31 ოქტომბრის …

20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 20 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს და არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები. ამასთან, „ანიმაციური ფლიმის გადაღების პროცესში სავალდებულოა ხულოსა და ბათუმში არსებული ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელების ჩართულობა [თითოეული მუნიციპალიტეტიდან …

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ. „თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად …

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი კირთაძე და ტიტე აროშიძე – უსკო

უმღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ინფორმაციით ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში [#28] წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატებიდან მეორე ტურში გადავიდნენ ტიტე აროშიძე „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ ტიტე აროშიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს და პერიოდულად ამომრჩეველთან შეხვედრების შესახებ ფეისბუქზეც პოსტავს, გიორგი კითაძე კი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს და ის ბრძოლას არჩევნების შედეგების ბათილად …

გაერთიანებულ ოპოზიციას აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მანდატი შეხვდება – უსკო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით აჭარის უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება და გაერთიანებულ ოპოზიციას შვიდი მანდატი შეხვდება.  უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ აიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33, 96 პროცენტს , ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო,  რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის  45, 86 პროცენტია. ამ მონაცმების შესაბამისად პროპორციული სიის მიხედვით …

Exit mobile version