გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და გრაფიკი ტექნიკურ დავალებაშია მოცემული. ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია: „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის …

9 მძევლი აიყვანა პირმა თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში

დღეს, 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის წერეთლის გამზირის ფილიალში მძევლები აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით,  შეიარაღებულ პირს მძევლად 9 ადამიანი ჰყავს. ადგილზე ათობით პოლიციელია მობილიზებული. “წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მოხდა თავდასხმა. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა …

პოლონეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტი დაბლოკეს

პოლონეთმა და უნგრეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა და ევროკავშირის 7-წლიანი, დასამტკიცებელი ბიუჯეტი დაბლოკა, რაც თითქმის 2 ტრილიონ ევროს შეადგენს. ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამის ხარჯები, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის აღდგენას უნდა მოხმარდეს პანდემიის შემდგომ პერიოდში. ევროპული მედიის ცნობით, ვარშავამ და ბუდაპეშტმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბიუჯეტის დოკუმენტი შეიცავს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი ევროკავშირის წევრ …

როგორ შექმნეს კოვიდის ვაქცინა ასე სწრაფად – ჯანმოს პასუხი

ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა უსაფრთხო და 95%-მდე ეფექტურია. ამ იმედისმომცემი ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიო მოსახლეობის ნაწილი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ვაქცინების უსაფრთხოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ კონსპირაციების თეორიების მომხრეებზე. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით, მათი უსაფრთხოების გატესტვის დროს ეხება. კერძოდ – როგორ შეიმუშავეს კოვიდის საწინააღმდეგო …

სახელმწიფო გეგმიურ ოპერაციებს პირველ მარტამდე აღარ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა მთავრობამ 2021 წლის 1-ელ მარტამდე შეაჩერა. 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცლები კი მოქმედია ვადის ამოწურვამდე. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს შევიდა. „COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის …

კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში [დიაგრამა]

პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე საქართველოში 894 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 787 – ბოლო 3 თვეში. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით, 96 860 -ია, გამოჯანმრთელდა 77 932 ადამიანი. Worldometers-ის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მილიონ მოსახლეზე 214-ია. ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში ყოველდღიურად იზრდება – ნოემბრის დასაწყისში საქართველოში ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით 70 იყო.   თურქეთში …

დღეს ბათუმში კორონავირუსით 73 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა მედცენტრში, 73 წლის ექიმი, ილია ბერიძე გარდაიცვალა კორონავირუსით. ის კლინიკაში 14 ნოემბერს გადაიყვანეს და ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა დადასტურებული Covid 19. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება. კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილ ექიმს ფილტვის ქსოვილის 80%-იანი, მძიმე დაზიანება ჰქონდა. მედცენტრის რეანიმაციის ხელმძღვანელის, ზვიად ბახტაძის თქმით, ილია ბერიძის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანისას …

სუსი გეგმავს პროვოკაციას, ამიტომ სირცხვილის კორიდორებს არ მოვაწყობთ – ოპოზიცია

ბათუმში ოპოზიცია საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებს აღარ მოაწყობს, ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება ახლახან [14:40] გააკეთეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მათი ინფორმაციით „სუსი პროვოკაციების მოწყობას გეგმავს“. “აქციები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, საპროტესტო მუხტი არ დაეცემა, მაგრამ ხვალ სირცხვილის კორიდორი არ იქნება. სახელებით და …

შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის …

კლინიკებს ევალებათ, თავად მართონ კოვიდით ინფიცირებული თავიანთი პერსონალი ან პაციენტები

ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება, რომლის პაციენტი კოვიდით დაინფიცირდება, ვალდებულია ამავე სტაციონარში უმკურნალოს მას. სტაციონარი ასევე ვალდებულია, თავად უმკურნალოს მისსავე სამედიცინო პერსონალს, დაინფიცირების შემთხვევაში. მთავრობამ შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ 19 ნოემბერს შეიტანა. „ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ამავე დაწესებულების ბაზაზე მკურნალობაზე მყოფი პაციენტების და/ან სამედიცინო პერსონალის COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ვალდებულია, ადგილზე უზრუნველყოს COVID …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობის პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდა

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი …

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი …

დაგიბრუნდებათ არა დღგ, არამედ ზედმეტად გადახდილი თანხა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კომპანიებს დამატებითი ღირებულების გადასახადი [დღგ] ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ, „რაც დიდი შეღავათია ბიზნესისთვის“. როგორც „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურში გაარკვია, საუბარია არა დღგ-ს სრულად დაბრუნებაზე, არამედ დღგ-ს დეკლარირებით წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურ დაბრუნებაზე. ამ ზედმეტობის უკან დაბრუნება კი, კომპანიას/გადამხდელს დღემდეც შეეძლო, თუმცა ამისთვის მას ელექტრონულად, განცხადებით უნდა მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის. თანხა კი 24 …

რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს

დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ ერთგვარად გააფრთხილა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხვალ, არჩევნების მეორე ტურზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს. „ვიწრო არ დარჩეს ეს დერეფანი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. „რაც შეეხება განცხადებას ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ …

„არ მაინტერესებს“ – ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე კანონზე

დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი და ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. მათ ამის უფლება მთავრობის სახლის წინ მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს. აჭარის მთავრობის სხდომაზე შესვლის მცდელობის დროს დაპირისპირება მოხდა ელგუჯა ბაგრატიონსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილეს, იაგო  დავითაძეს შორის. დაპირისპირება იაგო …

შსს: სირცხვილის დერეფნები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ე.წ. სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, რომლის შესახებაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების …

სკოლა ევრო – 2000: პანდემიის მიუხედავად, გერმანელ პედაგოგებს წარმატებით ვმასპინძლობთ

სკოლა ევრო 2000-ის გერმანიის ქალაქ მიუნსტერის უნივერსიტეტთან 2018 წლის სექტემბერში დადებული მემორანდუმის საფუძველზე ყოველწლიურად ვმასპინძლობთ გერმანელ მაგისტრებს ჩვენს სკოლაში პრაქტიკის გავლის მიზნით. ისინი ეცნობიან ქართული სკოლის სისტემას, ესწრებიან გერმანული ენის გაკვეთილებს, ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.   წელსაც იმავე მიზნით ექვსი კვირით სკოლას ორი პრაქტიკანტი, კატარინა ვან ვორსტი და ესტერ …

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 41

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4055, გარდაიცვალა – 41. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 19,  აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა …

აჭარაში კოვიდის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

20 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავისურისგან გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარაში 942 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე ჰოსპიტალურ სექტორში, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 118 ადამიანი. აჭარაში 1646 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში, საკარანტინო სივრცეშია 1 122 პირი.  ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში …

ქობულეთში ექიმი კოვიდით იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა

ქობულეთში ექიმი covid 19-ით გარდაიცვალა. ქალი 72 წლის იყო და იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. “მას 5 თუ 6 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. თავისი სურვილით მკურნალობას გადიოდა სახლში…. სამწუხაროდ, როცა მოგვმართა, მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. მას სხვადასხვა გართულება ჰქონდა, მათ შორის, ფილტვის მწვავე უკმარისობა, ანთება…”- გვითხრა “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, ავთანდილ მიქელაიშვილმა. გუშინ, …

ჩემპიონთა ლიგა: ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ მეორე თამაში მოიგო

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ოლიმპია კლუჟს“ მოუგო ანგარიშით 1:0. გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა. მე-16-ედ ფინალში ორმატჩიანი დაპირისპირებები გაიმართება. …

კოვიდის გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებები უქმდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ევროპის ბევრ ქვეყანაში საახალწლო ღონისძიებები და საშობაო ბაზრობები გააუქმეს. საფრანგეთი საფრანგეთში თავდაპირველად ქალაქ ლილში, ლიონში, ბორდოსა და კლემონ-ფერანეში გააუქმეს 2020 წლის საშობაო ბაზრობები. გაუქმდა ასევე პარიზში ტიულერის ბაღის დიდი საშობაო ბაზრობა. ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ გაუქმდებოდა სტრასბურგისა და ქალაქ კოლმარის საშობაო ბაზრობებიც. ქვეყანაში ელოდებიან, რომ საშობაო ბაზრობები გაუქმდება კიდევ …

მოკლული სერჟანტ შავაძის ქვრივი: სათავეში ისევ მკვლელების მფარველები არიან  

დღეს, 19 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლო ამ საქმეს 8 წლის განმავლობაში განიხილავდა, საქართველოში კი „სერჟანტ შავაძის საქმის“ გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. უკვე 12 წელია ქართული პროკურატურა მოკლული სერჟანტის საქმეს სწავლობს. როინ შავაძის ქვრივმა, ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ …

ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს

ახალი “ლოქდაუნების” არიდება ევროპაში შესაძლებელია, მათ შორის თითქმის საყოველთაოდ პირბადის ტარებით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ. “ლოქდაუნების არიდება შესაძლებელია, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ლოქდაუნები არის ყველაზე ბოლო გამოსავალი” – განაცხადა მან ჯანმოს პრესკონფერენციაზე. – “პირბადეების გამოყენება არ არის პანაცეა და საჭიროა ეს მოხდეს სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში; თუმცა თუ პირბადეების …

ბათუმში “ლელოს” წევრებს სცემეს

პარტია ლელოს წევრებს, ალექსანდრე მილორავასა და მიშა ქავთარაძეს სცემეს და სიტყვიერად შეურაცხყეს. ინციდენტი დღეს, 19 ნოემბერს მოხდა. გავრცელდა ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელშიც რამდენიმე პირის ჩხუბი ჩანს. მიშა ქავთარაძის თქმით, მას და ალექსანდრე მილორავას კომპანია “ელიტჰაუსის” წარმომადგენელმა, ბექა თვალაძემ და მისმა მეგობრებმა სცემეს. „ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის დასახმარებლად მივედით. მოქალაქე მელანო დავითაძეს წლებია სამშენებლო კომპანიამ უკანონოდ …

ბათუმში ისევ იწვიმებს, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ნოემბრის 21 საათიდან 20 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. სინოპტიკოსების ცნობით, მაღალმთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 …

საარჩევნო კომისიის წევრი: ხელფასები არ ჩაგვირიცხეს

ბათუმის 53-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვიქტორია ლოგაჩევა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიის წევრებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხელფასი ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ. „არჩევნების მეორე ტურია უკვე დანიშნული და პირველი ტურის ხელფასი არ მოუციათ. მთელი ერთი თვე ვმორიგეობდით უბნებზე, არჩევნების დღესაც მთელი ღამე ვიმუშავეთ და მეორე დღემდე ვითვლიდით ხმებს და ანაზღაურება არ მიგვიღია. თავიდან 350 ლარზე …

აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ

აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ. ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა ონლაინდისკუსიის დროს, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს, თუმცა რამდენლარიანი პაკეტის შეძენა მოხერხდება თითოეული ბავშვისთვის, დეტალები ჯერ …

ევროსასამართლომ მოკლული სერჟანტ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა როინ შავაძის წამებით …

„ჩემს შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“ – სოფლები, სადაც კოვიდის გამო ონლაინსწავლებას ითხოვენ

„სოფელში ბევრს ჰქონდა ვირუსი, მანავის ღვინის ქარხნიდან გავრცელდა, რომელიც მეზობელ სოფელშია და იქ მუშაობდნენ ინფიცირებული ადამიანები. მათ კი გაიარეს კარანტინი, მაგრამ სოფელში კიდევ ბევრს აქვს სიმპტომები, რომლებიც ვერ იტესტებიან. ამიტომ, პირადად მე, ჩემს შვილებს არ ვუშვებ სკოლაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მშობელი, რომელიც სოფელ თოხლიაურში ცხოვრობს. მშობლის თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო …

ოპოზიციის განცხადება და რეკომენდაციები აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე

აჭარაში ერთიანი ოპოზიცია, რომელიც სხვადასხვა პარტიას აერთიანებს, აცხადებს, რომ რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის პირობებში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა. ოპოზიცია რეკომენდაციებს სთავაზობს მთავრობას. განცხადების ტექტს მცირე შემოკლებით გთავაზობთ: „სამედიცინო სისტემა გადატვირთულია და ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზეა. სისტემა ვერ ახდენს დროულ რეაგირებას წარმოქმნილ პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემები დავინახოთ დროულად და მათზე რეაგირება მოხდეს პროაქტიულად და არა პოსტფაქტუმ, როგორც დღეს …

დედას კოვიდი აქვს, საწოლიდან ვეღარ დგება 39 სიცხით, სასწრაფო არ მოდის

16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატრინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციაზე საუბრუსას თქვა, რომ „[პაციენტების] მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის პროცენტი რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხდება საკმაოდ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და, შესაბამისად, სიმტპომის დადგენაც“. თუმცა სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ ისტორიებს, როცა მწვავე სიმპტომებისას, უკვე დადასტურებული ინფიცირებულების მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი, ვერ მოდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პრობლემაა …

რა მოხდა ბათუმის ნავთობტერმინალში და რა დარღვევები აღმოაჩინეს 2019 წელს

2020 წლის 16 ნოემბრის დილას ბათუმის თავზე შავი კვამლი გაჩნდა. პორტთან ახლოს, ბათუმის ნავთობტერმინალში ნავთობის ცისტერნა აფეთქდა. ნავთობტერმინალის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება“. ამ ხანძართან დაკავშირებით კომპანიის მიერ გავრცელებული სხვა განცხადება ინტერნეტში …

ბათუმში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, რომელიც ჩადენილ ქმედებას აღიარებს. ბათუმში, 15 ნოემბერს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ენმ-ს ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს: [red_box]ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება[/red_box] „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, …

ლევან ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორებს მოვუწყობთ მათ, ვინც გააყალბა არჩევნები

„არ მიიღოთ მონაწილეობა ამ მეორე ფარსში, რაც გააკეთა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. ლევან ვარშალომიძემ და მეორე ტურში გადასულმა სხვა კანდიდატებმა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცესკოს, ასევე უსკოს მიმართეს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე …

ჯელალ ქიქავა დააჯარიმეს, აქციის მეორე მონაწილე გაამართლეს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ჯელალ ქიქავა 1000 ლარით დააჯარიმა, ხოლო აქცის მეორე მონაწილე – რამაზ შაინიძე გაამართლა. ორივე მათგანი საპროტესტო აქციაზე  ადმინისტრაციული წესით 17 ნოემბერს დააკავეს. დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობასთან სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო. ჯელალ ქიქავას საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ გუშინ, 18 ნოემბერს იმსჯელა, ხოლო რამაზ შაინიძის მიმართ მოსამართლე როინ კახიძემ შეაჩერა …

Exit mobile version