ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა BAU-ს სამედიცინო პერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია. საუბარია ხელფასის 50 პროცენტზე, რომელიც დანამატის სახით ბიუჯეტიდან უნდა მიეღო კოვიდკლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს. დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გასცა, დანამატები ნოემბრიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა იგი კოვიდკლინიკებში ძირითადად დეკემბრის ბოლოს დარიგდა. „სხვაგან დანამატები დარიგდა, როგორც ვიცით, ჩვენ არაფერი აგვიღია… გვითხრეს, რომ ჩამორიცხულია თანხა, მაგრამ …

„ნებართვას ვაძლევ“ – ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში 16-სართულიანი პროექტის მშენებლობაზე

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას გეგმავს, ამას დაემატება სამი სართული მიწის ქვეშ, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ახალი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ დღეს განიხილა. ცვლილების შეთანხმების შემდეგ შენობა გარკვეულწილად ფუნქციასაც იცვლის, შეთანხმებული იყო ოთხსართულიანი [დამატებით სამი მიწისქვეშა  სართულით] ბალნეოლოგიური გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, ახლა კი მას სასტუმროს ფუნქციაც ექნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ …

2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

მსოფლიოს ხუთი მთავარი მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილ წლად მიიჩნიეს და ამ მხრივ მას კონკურენციას მხოლოდ 2016 წელი უწევს. ხუთივე ორგანიზაციის დაკვირვებით, 2011-2020 წლები მეტეოროლოგიური ორგანიზაციების მიერ დაკვირვების ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი ათწლეული იყო, რამაც აჩვენა კლიმატის ცვლილების ტენდენცია. ამ პერიოდში ყველაზე თბილი იყო 2016, 2019 და 2020 წლები. …

სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდას ივნისში ჩააბარებენ – სამინისტრო

პრაქტიკოს სპეციალურ  მასწავლებლებს უფლება ეძლევათ საგნობრივი კომპეტენცია 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაადასტურონ – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება. როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება …

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“. ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა …

ამბასადორს ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენება უნდა – უცნობია რას გადაწყვეტს სააგენტო 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში დაწყებული მშენებლობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვას ითხოვს. კომპანიას მხოლოდ ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს, სადაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განათავსოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე განიხილა. მისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ბულვარში მაღალსართულიან მშენებლობას საბჭოს ყველა წევრი არ ეწინააღმდეგება. შეთანხმებული პროექტის …

ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

„მე ვეძებდი სამუშაოს, კოლეგები ვართ და საერთო ენა ვნახეთ,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი ნუკრი ბეჟანიძე, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გახდა. აქამდე ამ პოზიციაზე ექიმი გია კიკაბიძე მუშაობდა. ახალ რესპუბლიკურში მხოლოდ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ. ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ საკუთარი თავი რესპუბლიკურის მენეჯერს – სოლომონ ფუტკარაძეს თავად შესთავაზა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ გია კიკაბიძემ …

საფრანგეთში სტუდენტები აქციებზე სასწავლებლების გახსნას ითხოვენ

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტები სასწავლო დაწესებულებების გახსნის მოთხოვნით გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე. 20 იანვარს ასობით სტუდენტი პარიზში მარშით გაემართა განათლების სამინისტროსკენ პლაკატით – „ჩვენ არ ვიქნებით მსხვერპლად შეწირული თაობა“. ფრანგი სტუდენტების უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ სწავლების ხარისხი დაეცა, გაიზარდა სუიციდის შემთხვევები და სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა. საფრანგეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 25 …

უსინათლო მამის ბრძოლა მეორეკლასელი შვილის განათლებისთვის | VIDEO

პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაზე მეტად ის ადამიანები დააზარალა, ვისაც აქამდეც უჭირდათ. განსაკუთრებით დამძიმდა ცხოვრება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც, სახელმწიფოს გაუმართავი სოციალური პოლიტიკის გამო, სხვადასხვა შეზღუდვებით ცხოვრობდნენ. ალექსი წეველიძე ქობულეთის დაბა ოჩხამურში ცოლთან და მეორეკლასელ შვილთან ერთად ცხოვრობს, იგი უსინათლოა და წლებია არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ალექსი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ …

პროდუქციაზე უსაფრთხოების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება

სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნით, პეტიცია ვრცელდება. ინფორმაცია momxmarebeli.ge-ის ვებგვერდზეა განთავსებული. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი. „უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მომავალი თაობების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული …

ბათუმში ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, საღამოს, ბათუმში და აჭარის ტერიტორიაზე გამოიდარებს. 21 იანვრის 21 საათიდან 22 იანვრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ხვალ, 21 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში …

კოვიდის 1137 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა | დღევანდელი მონაცემები

21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 019 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 11  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 477 აჭარა – 64 იმერეთი – 164 ქვემო ქართლი – 65 შიდა ქართლი – …

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.  

ბათუმში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება. …

51 ხმოვანი ქართული ზღაპარი პატარებისთვის პანდემიაში – ეროვნული არქივისგან

პანდემიის პირობებში, როცა პატარები სკოლებსა და ბაღებში ვეღარ დადიან და შინ ატარებენ ძირითადად დროს, საქართველოს ეროვნულმა არქივმა შეკრიბა 51 ქართული ხალხური ზღაპრის ხმოვანი ვერსია და ატვირთა იუთუბარხზე – ,,ქართული ზღაპრები”. ჩანაწერები ბავშვებისთვის შინ დროის საინტერესოდ გატარების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. „ქართული ზღაპრები – აუდიობიბლიოთეკა“ საქართველოს ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერებს …

თოვლიანი დღე ბათუმში | ფოტოამბავი

უკვე ორი დღეა, 19-20 იანვარს, ბათუმში თოვლ-ჭყაპია. პერიოდულად ითოვებს დღეს, 20 იანვრის ღამეს, თუმცა ხვალ, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმის ქუჩები თოვლიან ამინდში.

სად გაითიშება შუქი ბათუმში 21 იანვარს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 იანვარს, ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში 5-ზე მეტ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს. დილის 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში ასლან აბაშიძის, ბაგრატიონის, ტბელ აბუსერიძის, გენერალ ა.აბაშიძის, ქეთევან წამებულისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე მონაკვეში ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბა ორბელიანის, ასლან აბაშიძის, ჟიული შარტავას, ჯორჯიაშვილის, 26 კომისრისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ …

2020 წელს მერიებმა 2576-ით მეტი პირი დაასაქმეს, წინა წლებთან შედარებით – TI-ის კვლევა

აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოებით 3 მილიონ 444 ათას 517 ლარი, წლიურად კი  – 41 მილიონ 334 ათას 208 ლარი იხარჯება, რაც წინა წლებთან შედარებით 21.5 მილიონით მეტია. ამ ორგანიზაციებს შორის არის ისეთებიც, რომელთა არსებობის აუცილებლობას მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ. მათი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ხარჯვაზე …

ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება. შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას …

კოვიდმა ოჯახის წევრი წაგვართვა – ძალიან შევშინდით

შვიდი წლის წინ დაწყებული ბიზნესი დახურა და თვითგადარჩენის ახალი გზების ძიება დაიწყო. გაიზარდა ბანკებში აღებული სესხის პროცენტი და ყოველდღიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა. როგორ შეიცვალა 33 წლის ქედელი ქალის ცხოვრება პანდემიაში, ამის შესახებ დარეჯან დიასამიძე „ბათუმელებს“ ესაუბრება ზეპირი ისტორიების სერიისთვის – „ადამიანები პანდემიის დროს“. პანდემიამდე 33 წლის ვარ, ქედის ცენტრში ვცხოვრობ და აქვე ახლოს ტანსაცმლის …

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული. კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით გაიცემა დაქირავებით დასაქმებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების გამო. კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ვადა დღეს,  20 იანვარს, იწურება. საქართველოს მთავრობის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. …

მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმი არ უნდა ჩანდეს – აკრძალვა ძალაში შევიდა 

2021 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან ისე, რომ მისი დანახვა შესაძლებელი იყოს სავაჭრო ობიექტში. კანონის თანახმად თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამის ობიექტში, გამოიწვევს ობიექტის …

არა 25 მილიონი, 25 ათასი… მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ-ერთ დაბალი შემოსავლის ქვეყანას – ჯანმო

”მსოფლიო Covid 19-ის ვაქცინების განაწილების პროცესში” კატასტროფული მორალური მარცხის ზღვარზეა ”, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა და დასძინა, რომ ”სამართლიანი ხელმისაწვდომობის დაპირება სერიოზული რისკის ქვეშ არის”. “ამ დროისთვის ვაქცინის 39 მილიონი დოზა შევიდა სულ ცოტა 49 მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში. მხოლოდ 25 დოზა ერგო ერთ ყველაზე დაბალი შემოსავლის ქვეყანას. არა 25 მილიონი, არა …

გერმანიაში კარანტინი გახანგრძლივდა | კოვიდი

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადა 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 48 ათასზე მეტი ადამიანი. გერმანული მედიის ცნობით, მთავრობა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც განიხილავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ან მაღალი დონის დაცვის მქონე ნიღბების ტარების ვალდებულების ჩათვლით. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კოვიდით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხანდაზმულ …

ავტომანქანის ძველი ნომრები აპრილამდე უნდა შეიცვალოს – როდის მუშაობს სააგენტო

სატრანსპორტო საშუალების ძველი კომბინაციის ნომრები 2021 წლის პირველ აპრილამდე უნდა შეიცვალოს. ძველი ნომრების ახალი კომბინაციის ნომრებით შეცვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოში 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. არ შეცვლილა მომსახურების ტარიფი – 72 ლარი. ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი განსხვავებული ტარიფია. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები მუშაობს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს – დილის 09:30 საათიდან 16:30 საათამდე, ხოლო …

ბათუმში ხვალ საღამოს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 20 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 21 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ღამით და დილით სუპტროპიკულ ზონაში თოვლ-ჭყაპი იქნება, მთაში კი კვლავ მოთოვს. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 7-12 მეტრი წამში. ხვალ, 21 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. …

კორონავირუსის 469 შემთხვევა საქართველოში | დღევანდელი მონაცემები

20 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 6 122 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 212 აჭარა – 33 იმერეთი – 61 ქვემო ქართლი – 31 შიდა ქართლი – 34 გურია …

თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება

„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა. „საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და …

აჭარაში კოვიდის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 20 იანვარი

20 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 253 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 218 ადამიანი.

ბათუმის ბულვარი: თოვლის მატების შემთხვევაში ხეებს დავბერტყავთ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბულვარში ხეების დაზიანების საშიშროება არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუ თოვლის საფარი მოიმატებს, ხეებს დაბერტყავენ. „მობილიზებულია ოთხმოცი მუშა და თუ საჭირო იქნება, ხეებს დავბერტყავთ. ამ დროისთვის ამის საჭიროება არ არის, ბულვარში სიმშვიდეა“, –  გვითხრა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 20 იანვარსაც ითოვებს.

მეუფე დიმიტრიმ მრევლს უთხრა, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა 

დღეს, 19 იანვარს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე კორონავირუსის ვაქციანაციასთან დაკავშირებითაც იქადაგა. ეპისკოპოსის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. „მოგეხსენებათ როგორ მძვინვარებს ეს პანდემია. დღე არ გავა ისე, რომ ვიღაც ნაცნობი, ახლობელი ან შინაური არ გაიხმოს უფალმა ამ მძიმე სენისგან დასნებოვნებული. სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, პატრიარქიც კი… იცით თქვენ, რამდენიმე ხნის წინ მიწას …

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. ჰიბრიდულ მინდვრის საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. საფარის მოდერნიზებას კი, სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. „სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „ანაგის“ წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე …

საია-ს ახალი თავმჯდომარე – ინტერვიუ

პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში მორიგ არჩევნებზე სამზადისს დაიწყებს. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებზე დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მიღწევის შენარჩუნება შესაძლებელია. იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარეა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ნიკა, რა გამოცდილებით დაიკავეთ საია-ს თავმჯდომარის პოსტი? საიაში ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წელს, მაშინ სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი …

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია. „ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ …

მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით,  ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში  მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. „თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ …

დაკავებულია 2 პირი – TV პირველის მიკროფონის გატაცებაში ბრალდებულებს 5-8 წელი პატიმრობა ელით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც „TV პირველის“ ოპერატორებს მიკროფონი წაართვეს. შემთხვევა დღეს მოხდა თბილისში და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. …

Exit mobile version