ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია

20.01.2021 • 2039
ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია

ქობულეთის შემოვლით გზაზე ამ დროისთვისაც [16:20] საცობია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მაგისტრალზე ტრაილერი მოცურდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ტრანსპორტის გადაადგილება.

შემოვლით გზაზე ინტენსიური მოძრაობაა, რასაც ნალექიც დაერთო თოვლის სახით. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

აჭარაში დღეს დილიდან თოვს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ღამით 3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

იწმინდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა თოვლისგან და ხომ არ დგას გზის სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრის აუცილებლობა? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.

დეპარტამენტში ჩვენ ზარს არ უპასუხეს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე საცობია / 20.01.2021

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საღამოს 8 საათისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“

„გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. 2 ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძელებლი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: