მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარი: თოვლის მატების შემთხვევაში ხეებს დავბერტყავთ

19.01.2021 • 1785
ბათუმის ბულვარი: თოვლის მატების შემთხვევაში ხეებს დავბერტყავთ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბულვარში ხეების დაზიანების საშიშროება არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუ თოვლის საფარი მოიმატებს, ხეებს დაბერტყავენ.

„მობილიზებულია ოთხმოცი მუშა და თუ საჭირო იქნება, ხეებს დავბერტყავთ. ამ დროისთვის ამის საჭიროება არ არის, ბულვარში სიმშვიდეა“, –  გვითხრა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ხვალ, 20 იანვარსაც ითოვებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: