ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. ჰიბრიდულ მინდვრის საფარს სტადიონზე ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. საფარის მოდერნიზებას კი, სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს. „სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოდგენილი იქნა კომპანია „ანაგის“ წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც არის მაღალი ნალექი, მაღალი ტენიანობა, ასევე …

საია-ს ახალი თავმჯდომარე – ინტერვიუ

პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში მორიგ არჩევნებზე სამზადისს დაიწყებს. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებზე დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მიღწევის შენარჩუნება შესაძლებელია. იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარეა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ნიკა, რა გამოცდილებით დაიკავეთ საია-ს თავმჯდომარის პოსტი? საიაში ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წელს, მაშინ სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი …

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია. „ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ …

მოსწავლეების შეფასების ახალი წესი 2021 წელს – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის 18 იანვრის ბრძანებით,  ცვლილება შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ცვლილების მიხედვით, ის მოსწავლეები, რომლებიც პანდემიის გამო ვერ ერთვებიან ან სემესტრის 1/3-ზე მეტი ხნით ვერ მონაწილეობენ სასწავლო პროცესში, პირველ სემესტრში  მინიმუმ ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან. „თუ მოსწავლეს დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამდე მიღებული აქვს შეფასება, სემესტრული ქულა გამოითვლება ამ ქულის ან ქულების და შემაჯამებელ …

დაკავებულია 2 პირი – TV პირველის მიკროფონის გატაცებაში ბრალდებულებს 5-8 წელი პატიმრობა ელით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც „TV პირველის“ ოპერატორებს მიკროფონი წაართვეს. შემთხვევა დღეს მოხდა თბილისში და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს: 1999 წელს დაბადებულ გ.შ.-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. …

ბათუმში თოვლ-ჭყაპი ხვალაც იქნება, ღამით მოსალოდნელია ყინვა | ამინდი

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში თოვლ-ჭყაპი თითქმის სამ დღეს გასტანს. უფრო დეტალურად, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ამინდის პროგნოზი ასეთია: დღეს, 19 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 20 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა,ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი და ზვავსაშიშროება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის …

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში კი – 10-15 სანტიმეტრს. როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია მუნიციპალიტეტში. „ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს და გადაადგილებაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით,“- ამბობს ხულოს მერი. მისივე თქმით, დღეს ხულოში დაიწყება შიდასასოფლო გზების გაწმენდა და ასევე, გზების გაწმენდა ღორჯომი-დიდაჭარისა და გოდერძის …

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …

კოვიდის 1550 ახალი შემთხვევა საქართველოში | 19 იანვარი

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 17 398 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 647 აჭარა – 58 იმერეთი – 249 ქვემო ქართლი – 93 შიდა ქართლი – 95 გურია …

ქედის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 70 სმ-ს აღწევს | მერია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქედაში ამ დრომდე ინტენსიურად თოვს, თოვლის საფარი დაბლობში 20 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი 70 სანტიმეტრს აღწევს. მერიის ცნობით,  გზა იწმინდება და მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელია. ქედას ელექტროენერგია ამ დროისთვის ნაწილობრივ მიეწოდება. მერია იუწყება, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ. _____________________ ფოტო: ეკა ბარამიძე/„ბათუმელები“

აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა

19 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 138 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 269 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 237 ადამიანი.

გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო 

„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს. ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში …

გარედაკვირვება 2 778-მა პედაგოგმა გაიარა – მასწავლებლის სახლი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარედაკვირვება ვერ გაიარა გარედაკვირვებაზე დარეგისტრირებულმა 82-მა მასწავლებელმა. გარედაკვირვების გავლა აუცილებელი აქტივობაა იმისთვის, რომ პედაგოგმა სტატუსი აიმაღლოს. გასულ წელს გარედაკვირვებაზე  საჯარო სკოლის 2 999 მასწავლებელი დარეგისტრირდა, თუმცა გარედაკვირვება მხოლოდ 2778-მა პედაგოგმა გაიარა, დისტანციურად  საჯარო სკოლის 1868 მასწავლებელმა, პირისპირ კი – 992-მა მასწავლებელმა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს …

ბარცხანის ხიდი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ მერია რემონტს ჯერ ვერ იწყებს

ბათუმის მერიამ ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს შეისყიდა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიდზე ამ დრომდე არ დაწყებულა. ამ პერიოდში კი, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა პროექტშიც. მერიამ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა, უშედეგოდ. „ხიდის არსებული მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ძალზე კვალიფიციურობას მოითხოვს“, – აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტებში. ხიდის რეაბილიტაციას მერია თავიდან 778 …

ნათლისღებას ზღვაში შესვლის ტრადიცია პანდემიის გამო არ შესრულდება – ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, დღეს, 18 იანვარს, ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება კორონავირუსის პანდემიის გამო. 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას ზეიმობენ, ბათუმში მრევლი ამ დღეს ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნავს, თუმცა არა წელს. ეპარქიის ცნობით, ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა დღეს, 18 იანვარს, 16 საათზე შესრულდება, 19 იანვარს კი, დილის 9 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო წირვა გაიმართება. ______________ …

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 115 წლისაა. 1905 წელს დაბადებული ფიქრიე ირემაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს. „ბათუმელებმა“ ფიქრიე ირემაძე 2017 წელს ჩაწერა. მაშინ იგი 111 წლის იყო. მან  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იკვებება მხოლოდ ნატურალური საკვებით, არ ჭამს ნახევარფაბრიკატებს და უარს ამბობს ისეთ ტანსაცმელზე, რომელიც ნატურალური ქსოვილისგან არ არის დამზადებული. ამ დროისათვის აჭარაში ას წელს გადაცილებული …

გაუქმდეს რელიგიის სააგენტო – 7 ორგანიზაციის მიმართვა პარლამენტსა და მთავრობას

დღეს, 18 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), რელიგიურ ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან ერთად, ბუკნარში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პრესკონფერენცია გამართა, სადაც მთავრობასა და პარლამენტს რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდეს. ისინი ასევე მოითხოვენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებასაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება …

ხვალ ბათუმში თოვაა მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 19 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა. მთაში მოსალოდნელია ნისლი და დროგამოშვებით ძლიერი ქარბუქი. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების  ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 –5 გრადუსი …

კოვიდის 110 ახალი შემთხვევა საქართველოში

18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 4 964 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი.  დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი – 72 აჭარა – 13 იმერეთი – 5 ქვემო ქართლი – 4 შიდა ქართლი – 0 …

აჭარაში კოვიდის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 18 იანვარი

18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა. დღევანდელი ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 280 პაციენტი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებშია 253 ადამიანი.  

ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნი მგზავრობს, უკვე დაფრინდა მოსკოვში. თვითმფრინავში ნავალნიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის მგზავრობს ავიაკომპანია „პაბედას“ [გამარჯვება] ბოინგით და მისი ბილეთის ნომერია 13. მან ასევე თქვა, რომ ის სახლში ბრუნდება და ძალიან კარგ განწყობაზეა. ამავე თვითმფრინავშია არაერთი მედიის წარმომადგენელი. თავდაპირველად ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო ვნუკოვოს აეროპორში. მის დასახვედრად …

ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს, დაწყებულია გამოძიება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს დღეს, 17 იანვარს, დღისით. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გატეხეს ბულვარის შიდა ტერიტორიაზე [მელიქიშვილის ქუჩის მოპირდაპირედ] მდებარე ჯიხური, რომელიც მოიჯარეზეა გადაცემული. ამ ბოლო დღეებში ჯიხური არ ფუნქციონირებდა, ის მოიჯარეს დაკეტილი ჰქონდა. წაიღეს თუ არა რამე ჯიხურიდან, ვერ გეტყვით. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის …

ბათუმში წყალმომარაგების მილი დაზიანდა – რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, როგორც კომპანია „ბათუმის წყალში“ განაცხადეს, დაზიანდა სასმელი წყლის მილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ „ავარიული დაზიანებაა და აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება“. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 18 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: შარტავას ქუჩას, ფიროსმანის ქუჩას, აბუსერიძის ქუჩას, ჯავახიშვილის ქუჩას, გორგილაძის ქუჩის ბოლო, გრიბოედოვის ქუჩას …

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება. დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის …

ორშაბათიდან აჭარის სანაპირო ზოლში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი; სანაპირო რაიონებში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 18-23მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო; მთაში – ღამით 0-5 …

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე. გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია. გოგოლის ქუჩის ეს …

17 გარდაცვლილი და 780 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ჯამში 2 933 პირი გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 083 ტესტირება. აქედან 4 …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 17 იანვარი

17 იანვრის დილის მონაცემებით აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 106 პაციენტი [დღემდე გამოჯანმრთელებულია – 33 510 პაციენტი]; კლინიკა დატოვა  28 პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 9 პაციენტი. რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპისთვის მკურნალობს – 308 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 289, …

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – მთავრობა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია: „გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება“. მთავრობის ინფორმაციით, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში …

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი …

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა. ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც …

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს

დღეს, 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც აირჩიეს. პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში სულ 21 წევრი აირჩა, განსხვავებით 15-სა, როგორც აქამდე იყო. თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. მას შემდეგ ის ამ თანამდებობაზე მუშაობს. დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე …

ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში

აჭარის  მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ გახსნილ ე.წ. თავისუფლების კვარტალში დღეს, 16 იანვარს ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “41 პრობლემა რომელიც ქვეყანაში დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”  –  ასეთი იყო აქციის სახელწოდება, რომელიც სამოქალაქო  მოძრაობა “ტალღას” და “იმოქმედეს” წევრმა ახალგაზრდებმა გამართეს. “ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა”, “გაჩერებული ანაკლიის პორტი”, “ერთპარტიული უმაღლესი საბჭო”, “მურუსიძის სასამართლო”, “მძიმე სოციალური მდგომარეობა”, ” გაზრდილი …

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან დანამატს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით. დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე. ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად: ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით; ორი სპეციალური …

815 პირი დააჯარიმეს კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …

როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ამჯერად 789 809 ლარია გამოყოფილი. წინა ტენდერი, რომელიც 250 137 ლარით იყო გამოცხადებული, კომისიამ შეწყვიტა. ოქმში ამის მიზეზად მითითებულია, რომ იცვლებოდა პარკის განათების გეგმა. ახალი ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალურ პარკში დამატებით ნეონის განათება მოეწყობა – ნეონის მანათობელ ლენტებს ბილიკების გასწვრივ დაამომტაჟებენ. ტბის გარშემო მოეწყობა ასევე დეკორატიული სანათები. ახალ …

Exit mobile version