მთავარი,სიახლეები

ბათუმში ხვალ საღამოს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

20.01.2021 • 1753
ბათუმში ხვალ საღამოს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 20 იანვრის 21 საათიდან, ხვალ, 21 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი.

ღამით და დილით სუპტროპიკულ ზონაში თოვლ-ჭყაპი იქნება, მთაში კი კვლავ მოთოვს.

მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 7-12 მეტრი წამში.

ხვალ, 21 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: -3 გრადუსი ყინვა –2 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 22-23 იანვარს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

____________

ფოტო: არჩილ კახაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: