პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ და საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან ძალაში დარჩება. ბათუმში თებერვლიდან მუშაობას მუნიციპალური ავტობუსებიც განაახლებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ზუსტ დროს, საღამოს რომელ საათამდე იმოძრავებენ ავტობუსები, უახლოეს დღეებში დაადგენენ. სამარშრუტო მიკროავტობუსები და მუნიციპალური …

როდის აღდგება წყლის მიწოდება ბათუმის სამ ქუჩაზე

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება ავარიული დაზიანების გამო შეწყდა. კომპანიის განცხადებით, ბაქოს, მაქაცარიას და შავშეთის ქუჩებს წყალმომარაგება 24 იანვრის 18:00 საათამდე შეუწყდათ. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი …

რომელ დღგ-ს გადამხდელს შეუჩერდა ანგარიშფაქტურის გამოწერის უფლება – ახალი ბრძანება

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღარ აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემის უფლება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანების მიხედვით, რომელიც ძალაში 20 იანვრიდან შევიდა: დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან  ავტომატურად ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად; კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის …

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს. აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს …

დადასტურდა კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

საქართველოში, stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი [პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელდა 242 085 პირი, ხოლო გარდაიცვალა 3 055 პაციენტი] ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4979, PCR ტესტით – 6269. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, …

კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი არის სულ 34 249. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა დატოვა 27-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 3 პაციენტი; ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 234 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში – 153 …

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა“ – ენმ-ს ლიდერები დეპუტატზე თავდასხმას ეხმაურებიან

„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – წერს ფეისბუქზე სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. ფაქტს ამავე პარტიიდან ფეისბუქზე გამოეხმაურა რომან გოცირიძეც, რომელიც წერს: „რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს …

„ბათომი“ ემიჯნება ირაკლი ჩავლეიშვილზე ძალადობის ფაქტს

„დღეს ბათუმის ბულვარში გამართული აქციის დასრულების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული  ორგანიზაცია – „ალტერნატივას” წევრები  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს. მოგვიანებით კი გავრცელდა ევროპის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც დეპუტატს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. „საზოგადოება ბათომი” და “დაიცავი ბათუმის ბულვარის” წევრები კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტს არ აქვს კავშირი მის ორგანიზატორებთან“, – ნათქვამია …

„არსებობს პირადი ანგარება, პროექტში კორუფციაა“ – შოთა გუჯაბიძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარის და ძველი ბათუმის დამცველებმა კოლონადებთან საპროტესტო აქცია გამართეს, სლოგანით – „ბათუმი ისევ ჩვენი დასაცავია“. ამჟამად ბათუმის ისტორიული ბულვარი 16-სართულიანი მშენებლობისგან უნდა დაიცვან მოქალაქეებმა, რომლის მშენებლობასაც კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ გეგმავს. ამ კომპანიას, არჩევნების შემდეგ 16-სართულიანი მშენებლობის უფლება გასცა ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. რატომ მოხდა ასე? „ამ ყველაფერს ქურდული ჟარგონით რომ …

ვინ იყო იან კარსკი, რომელიც ვარშავის გეტოს საშინელებებზე მსოფლიოს მოუყვა

ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი __ ის არც ბიზნესმენი იყო და არც დიდი მაგნატი, ის იყო მაღალი რანგის დიპლომატი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველად აუწყა მსოფლიოს ის საშინელებები, რაც ხდებოდა ვარშავის გეტოში ნაცისტების მიერ დატუსაღებული უამრავი ადამიანის წინააღმდეგ. ეს არის იან კარსკი. ამ ადამიანს ვარშავის უნივერსიტეტში სპეციალური სალექციო კურსი ეძღვნება, რომელსაც პროფესორი ანჟეი …

„ალტერნატივამ“ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე ფიზიკურად იძალადა

დღეს, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში. ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებული აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები …

დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ. „ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. „რეფორმერი” …

ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარიც ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან ბათუმელებმა,  იმ მაღლივი მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ აქვს დაგეგმილი. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ამ ქალაქისთვის. საპროტესტო აქცია საზოგადოება „ბათომის“ ორგანიზებით გაიმართა. ბათუმელი ნატალია ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ბულვარში მაღალი შენობების მშენებლობა დაუშვებელია, …

მონა, მოღალატე – უმაღლესი საბჭოს წევრს ბათუმში აქციაზე დაუპირისპირდნენ

დღეს, 23 იანვარს, ბათუმის ძველი ბულვარის ცენტრალურ ნაწილში, კოლონადებთან საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმის ბულვარის დასაცავად. მოქალაქეები „ამბასადორ ბათუმის“ მიერ ბულვარში 16- სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილიც მივიდა, რომელსაც აქციის მონაწილეების ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. „თქვენ ხართ მონა, არ გაქვს აქ ყოფნის უფლება, წადი“, – ეუბნებოდნენ ისინი …

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შუახევში, ფუნქციონირებს ერთიდაიგივე ფუნქციების ორგანიზაციები [ააიპ] და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ამ იურიდიული პირების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი არ ხორციელდება. „აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან“ – აცხადებს …

კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 998 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 892. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8855, ხოლო PCR ტესტით – 7 412. საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 530 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 …

აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 23 იანვარი

23 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურში 1 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია – 34 166 პაციენტი; კლინიკა დატოვა 18-მა პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 2 პაციენტი. აჭარის კლინიკებში მკურნალობს – 254 …

კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, „1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით …

არ ვეთანხმები, მაგრამ მხარი დავუჭირე – ვინ დათანხმდა ბულვარში 16 სართულის აშენებას

„ბულვარში მშენებლობის ნებართვის გაცემა თავიდანვე შეცდომა იყო“ – ასე აფასებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრი ერმილე მესხია „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობას ბათუმის ბულვარში. თუმცა პროექტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის ნაცვლად 16-სართულიანი შენობა აშენდება და სასტუმროს ფუნქციაც ექნება, მან გუშინ, 21 იანვარს, მხარი დაუჭირა. ერმილე მესხია იმ საბჭოშია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის …

„SOS! ბულვარი ისევ ჩვენი დასაცავია“ – ხვალ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 23 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართება. ბათუმელები ბათუმის ბულვარის დასაცავად აპირებენ შეკრებას. 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა ერთ-ერთ კომპანიას ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები თუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფები ცდილობენ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთის მითვისებას ან შესყიდვას, ბულვარი სამშენებლო პოლიგონად …

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს – სააგენტო

ომანში, სატვირთო გემზე მყოფი 15 მეზღვაური საქართველოში დაბრუნებას ითხოვს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, გემის გაჩერების მიზეზი გემთმფლობელსა და ტვირთის მესაკუთრეს შორის დავაა, რის გამოც გემი ორი თვეა ომანშია გაჩერებული. მეზღვაურებს პასპორტები ჩამორთმეული აქვთ და გემიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. როგორც სააგენტოში გვითხრეს, მათ ფაქტის შესახებ მეზღვაურებმა 19 იანვარს აცნობეს და დახმარება ითხოვეს. „ვმუშაობთ ყველა მხარესთან, …

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა. კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ. „თუკი ვერ …

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება. შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ დღეს, 22 იანვარს, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პირველი თებერვლიდან საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ასევე გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას.  

„ჩვენ ვიცით რა არის სიცივე, მოდა არ გვანაღვლებს“ – სენატორი სანდერსი თავის ხელთათმანზე

79 წლის სენატორი, ბერნი სანდერსი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა ჭრელი, თბილი ხელთათმანის გამო, რომელიც სენატორს ინაუგურაციაზე ეკეთა. სენატორი სანდერსი, რომელიც მუშათა კლასის დამცველად მიიჩნევს თავს და უოლ-სტრიტის გავლენების ზრდასა და რასობრივ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგება, ბაიდენის ინაუგურაციაზე ყოველდღიურ ტანსაცმელში გამოცხადდა – ქურთუკით და თბილი ხელთათმანით. „ვერმონტში ჩვენ თბილად გვაცვია. ჩვენ ვიცით …

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა პირველი თებერვლიდან არ აღდგება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 1-ლი თებერვლიდან არ აღდგება. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე …

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის …

აჭარის სკოლებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდება

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. „დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი …

ქორწილები ისევ არ იქნება

„ქორწილები ისევ არ გაიმართება,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ციქიტიშვილმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, სავაჭრო ობიექტების გახსნასა და კაფეების ღია ნაწილის ამუშავებაზე. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. დღეს, 22 იანვარს, მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ქორწილებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჯერჯერობით უცნობია, …

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვის კუთხით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 7 ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და კაფეების ღია ნაწილი. ___ 1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

სკოლის შენობებში სწავლა პირველი მარტიდან განახლდება – მთავრობა

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. სხვა ქალაქებში – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლებში სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. „აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საშულებას გვაძლებს რომ სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განვაახლოთ. თუმცა …

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება. „ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, პირველი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. თუმცა …

საიამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოს მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმი რივიერას“ საქმეზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საია მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვს. საიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“  საიას დახმარებით შეიტანეს. „დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად …

24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

22 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა  14 827 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 636 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  238 737-მდე. ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 022 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა აჭარაში – …

1 პირი C და D კატეგორიის შესაბამისი კურსის დამადასტურებელი ყალბი მოწმობის გასაღებაზე დააკავეს

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“  და „D“ კატეგორიის  ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები“. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, …

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის …

Exit mobile version