ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს, დაწყებულია გამოძიება

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღაზია გატეხეს დღეს, 17 იანვარს, დღისით. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გატეხეს ბულვარის შიდა ტერიტორიაზე [მელიქიშვილის ქუჩის მოპირდაპირედ] მდებარე ჯიხური, რომელიც მოიჯარეზეა გადაცემული. ამ ბოლო დღეებში ჯიხური არ ფუნქციონირებდა, ის მოიჯარეს დაკეტილი ჰქონდა. წაიღეს თუ არა რამე ჯიხურიდან, ვერ გეტყვით. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის …

ბათუმში წყალმომარაგების მილი დაზიანდა – რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ბათუმში, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, როგორც კომპანია „ბათუმის წყალში“ განაცხადეს, დაზიანდა სასმელი წყლის მილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ „ავარიული დაზიანებაა და აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება“. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 18 იანვრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: შარტავას ქუჩას, ფიროსმანის ქუჩას, აბუსერიძის ქუჩას, ჯავახიშვილის ქუჩას, გორგილაძის ქუჩის ბოლო, გრიბოედოვის ქუჩას …

ბათუმის ქუჩებს 420 ვიდეოკამერა გააკონტროლებს, მათგან 150 ავტომანქანის ნომრის ამომცნობია

ბათუმში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების [სისტემების] მოვლა-პატრონობისთვის ქალაქის მერიას, 2021 წლისთვის, 437 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 18 იანვარს დასრულდება. დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში სულ 420 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა იქნება ჩართული, რომელთა გამართულად მუშაობაზე ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. აქედან 150 კამერა ავტომანქანის ნომრის ამომცნობია. ტენდერის პირობით, 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის …

ორშაბათიდან აჭარის სანაპირო ზოლში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 17 იანვრის 21 საათიდან 18 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი; სანაპირო რაიონებში თოვლ-ჭყაპი, მთაში თოვა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 18-23მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 6-11 გრადუსი სითბო; მთაში – ღამით 0-5 …

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე. გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია. გოგოლის ქუჩის ეს …

17 გარდაცვლილი და 780 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ჯამში 2 933 პირი გარდაიცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 083 ტესტირება. აქედან 4 …

აჭარაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 17 იანვარი

17 იანვრის დილის მონაცემებით აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 106 პაციენტი [დღემდე გამოჯანმრთელებულია – 33 510 პაციენტი]; კლინიკა დატოვა  28 პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 9 პაციენტი. რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპისთვის მკურნალობს – 308 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 289, …

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – მთავრობა

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია: „გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება“. მთავრობის ინფორმაციით, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში …

ოპოზიციონერი ექიმი, რომელიც კოვიდს მართავდა – ფსიქოლოგიც ვიყავი, ეპიდემიოლოგიც და მენეჯერიც 

კლინიკა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, 2020 წლის მარტში გახდა პირველი კოვიდკლინიკა აჭარაში, რომელმაც კოვიდდადებითი პაციენტები მიიღო და უმკურნალა. როგორია იმუშაო მაშინ, როცა არათუ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ახალ ვირუსზე. როგორია იმუშაო მაშინ, როცა ექიმის გარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხარ და ხელისუფლებასთან გიწევს თანამშრომლობა. ექიმი-ეპიდემიოლოგი ლევან ანთაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი …

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა. ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც …

თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად აირჩიეს

დღეს, 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეც აირჩიეს. პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში სულ 21 წევრი აირჩა, განსხვავებით 15-სა, როგორც აქამდე იყო. თორნიკე რიჟვაძე 2018 წლის 21 ივლისს დანიშნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ. მას შემდეგ ის ამ თანამდებობაზე მუშაობს. დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე …

ივანიშვილის დანატოვარი 41 პრობლემა – საპროტესტო აქცია ბათუმში

აჭარის  მთავრობის სახლის წინ, ოპოზიციური პარტიების მიერ გახსნილ ე.წ. თავისუფლების კვარტალში დღეს, 16 იანვარს ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “41 პრობლემა რომელიც ქვეყანაში დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”  –  ასეთი იყო აქციის სახელწოდება, რომელიც სამოქალაქო  მოძრაობა “ტალღას” და “იმოქმედეს” წევრმა ახალგაზრდებმა გამართეს. “ჩამოშლილი საგარეო პოლიტიკა”, “გაჩერებული ანაკლიის პორტი”, “ერთპარტიული უმაღლესი საბჭო”, “მურუსიძის სასამართლო”, “მძიმე სოციალური მდგომარეობა”, ” გაზრდილი …

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები იანვრიდან დანამატს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით. დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე. ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად: ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით; ორი სპეციალური …

815 პირი დააჯარიმეს კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 103 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, …

როგორ გაანათებენ ბათუმის ცენტრალურ პარკს, რისთვისაც 789 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ცენტრალურ პარკში გარეგანათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ამჯერად 789 809 ლარია გამოყოფილი. წინა ტენდერი, რომელიც 250 137 ლარით იყო გამოცხადებული, კომისიამ შეწყვიტა. ოქმში ამის მიზეზად მითითებულია, რომ იცვლებოდა პარკის განათების გეგმა. ახალი ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ცენტრალურ პარკში დამატებით ნეონის განათება მოეწყობა – ნეონის მანათობელ ლენტებს ბილიკების გასწვრივ დაამომტაჟებენ. ტბის გარშემო მოეწყობა ასევე დეკორატიული სანათები. ახალ …

გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოვლინდა 1 236 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი

მთავრობის ინფორმაციით, 16 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოვლინდა 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 025-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  231 385-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს …

ბათუმის საგარეო ვალი 87 მილიონი ევროა

ბათუმის მერიას, დღევანდელი მონაცემებით, 87 მილიონი ევრო საგარეო ვალი აქვს. ეს არის იმ სესხის დარჩენილი ნაწილი, რომლითაც ბათუმში 2008 წლიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 2017 წელს ბათუმის საგარეო ვალი 101 მილიონამდე ევრო იყო. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს. სესხის მომსახურების თანხას, ანუ ვალს, მერია ნაწილობრივ ყოველწლიურად იხდიდა, თუმცა, პანდემიის გამო, …

კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა აჭარაში – 16 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 127 პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, სულ გამოჯანმრთელდა 33 404 პაციენტი. ამ დროისთვის კლინიკა დატოვა 33-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) – 8 პაციენტი. აჭარაში კლინიკაში მკურნალობს – 310 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში …

2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

მაგთიკომი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  ერთად, ახალ სოციალურ პროექტს იწყებს – ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილურ ინტერნეტპაკეტს შეღავათიან ფასად – 10 ლარად მიიღებენ. პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები  მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური …

მხარეები ამბობენ, რომ შერიგდნენ და გურიაში რელიგიური დაპირისპირება ამოიწურა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიის გამო დაპირისპირებულები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ფორმალურ დონეზე ამოიწურა – დღეს, 15 იანვარს, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. სოფლის კლუბში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვდნენ. შეხვედრაზე ბევრჯერ ითქვა – „ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს“. ითქვა ისიც, რომ დაცული იქნება კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლება. ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ …

ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“

ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული. 2021 წელს, „ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით განხორციელდება აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა – ოჯახებში ვიზიტი და ინტერვიუს წარმოება-ანკეტის …

საქართველოში დეკემბერში უცხოეთიდან 199.7 მილიონი დოლარი ჩამოირიცხა – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში უცხოეთიდან 199.7 მლნ აშშ დოლარი [(656.2 მლნ ლარი] ჩამოირიცხა, რაც 15.9%-ით [27.4 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სების მონაცემებით დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 82.67 მილიონი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, 117.01 აშშ დოლარი კი სხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან კი, 2020 წლის დეკემბერში, საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ …

10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად მასწავლებლებისა და მოსწავლეების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 ლარად 20 გბ ინტერნეტის მისაღებად, ანუ სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად, პედაგოგებმაც და მშობლებმა/ბავშვებმაც სპეციალურ პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ნომერი, რომლებზეც სურთ შეღავათიანი პაკეტის გააქტიურება. „პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა) საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე მოსწავლის ან მასწავლებლის …

ბათუმში შაბათ-კვირას უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ორშაბათიდან კი – თოვლ-ჭყაპი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათს, დღის მეორე ნახევრიდან და კვირას, ბათუმსა და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ორშაბათიდან სანაპირო ზოლში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა. 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა. მთაში თოვა. დღის მეორე ნახევრიდან …

ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად

პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება …

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება – გახარია

შენიშვნა: დღეს, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემა 28 თებერვლიდან დაიწყება. იგივე თარიღი იყო მითითებული მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ თარიღი კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომლის თანახმადაც კომპენსაციების გაცემა დაიწყება არა 28 თებერვლიდან, არამედ 28 იანვრიდან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200-ლარიან კომპენსაციის მიმღებთ პორტალზე უკვე …

გახარია ჩოხატაურში რელიგიურ დაპირისპირებაზე: სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. „ორიოდე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა სოფელ ბუკნარში. მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა …

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, 2021 წლის 15 იანვრამდე, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 33 277. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 323; აჭარის კოვიდ-სასტუმროშია 315 …

კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – 15 იანვარი

საქართველოში, 15 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  245 789-ს. …

მუსლიმი თეოლოგი: ბუკნარში მეჩეთს “იცავდა” ჯგუფი, ვინც მუსლიმების გვერდით არ ლოცულობს

“ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს მუსლიმთა კავშირის გამგეობის წევრთან, თეოლოგ თემურ გორგაძესთან. ის წლების განმავლობაში მუფტის მრჩეველი იყო. თემურ გორგაძე გუშინ, 13 იანვარს, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ქრისტიანი და მუსლიმი მეზობლების დაპირისპირების შესახებ შეიტყო. მისი დაკვირვებით, გუშინ და დღეს ადგილობრივი ხელისუფლება პასიურ როლში დარჩენას ამჯობინებს, მაშინ როცა, ბუკნარელი მუსლიმების ემოციებით მანიპულირებას ერთი კონკრეტული ჯგუფი …

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ …

“დაპირისპირება უნდა დასრულდეს” – შემოქმედის ეპარქიის დეკანოზი

სამი დღეა გრძელდება კონფლიქტი, რომელიც ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. დღეს, 14 იანვარს, ჩოხატაურის მერიის წინ მუსლიმები შეიკრიბნენ და საკითხის გადაჭრას ითხოვენ. აქციაზე დღეს გაისმა მოთხოვნა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი სასულიერო პირები, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას. მოლაპარაკების პროცესში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს შემოქმედის ეპარქია. …

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვრის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, აჭარისა და მცხეთის რეგიონებში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა …

სრულიად საქართველოს მუფტი ჩოხატაურში მუსლიმებთან შესახვედრად ჩავიდა

სრულიად საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ბათუმიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ამ სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო, რის შედეგადაც ორი მუსლიმი პირი საავადმყოფოში მოხვდა. ადამ შანთაძე აცხადებს, რომ ის ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმი მოსახლეობა ამ სოფელში ლოცვას შეძლებენ: „ფაქტობრივად პრობლემა …

როგორ იცავს აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმს – ფოტო

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი  კვირაა კაპიტოლიუმის შენობას ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდია იცავს. ჯარისკაცები კონგრესის შენობას წუთითაც არ ტოვებენ, ამიტომ მათ იქვე უწევთ ძილი. ბიბისის თანახმად, ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრი იქნება მობილიზებული ვაშინგტონში შაბათამდე. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას კი შესაძლოა მათი რიცხვი გაორმაგდეს.

ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის გამო, მდინარეზე დროებითი გადასასვლელი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი [თამარ მეფის გამზირი] ფაქტობრივად ბათუმში შემოსასვლელი ერთადერთი გზაა და აქ ინტენსიური მოძრაობაა, მათ შორის სატრანზიტო. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული ხიდის დემონტაჟი [ბურჯების გარდა] და ახლი ხიდის აშენება. სამუშაოების მიმდინარეობისას კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ნაგებობაზე გადაერთვება. სამუშაოები ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე …

Exit mobile version