მთავარი,სიახლეები

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა 

20.01.2021 • 1060
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.

კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით გაიცემა დაქირავებით დასაქმებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან არიან უხელფასო შვებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების გამო.

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენის ვადა დღეს,  20 იანვარს, იწურება.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება. 2020 წელს 200-ლარიანი კომპენსაცია საქართველოში 161 905-მა პირმა მიიღო.

ამავე თემაზე: 

როდის მიიღებენ 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 100-ლარიან დახმარებას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: