სიახლეები,ჯანმრთელობა

რა პრობლემებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელების შემდეგ – კვლევის შედეგები

01.10.2020
რა პრობლემებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელების შემდეგ – კვლევის შედეგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაინის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ზოგიერთ შემთხვევაში გრძელვადიანად ტოვებს კვალს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმზე და ეს ახალგაზრდებსაც ეხება.

“გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს რჩებათ სუნთქვის გაძნელება, შეიძლება მწყობრში იყვნენ სიარულისას, ოფისში მისვლისას, მაგრამ, მაგალითად, ვარჯიშის ან სხვა დატვირთვისას აღმოაჩენენ, რომ სუნთქვის ეფექტურობა ნაკლებია. ადამიანები წლებს ანდომებენ იმას, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ, ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს და ვიცით, რომ საკმაოდ დიდი დრო სჭირდება მიზნის მიღწევას ფიზიკური ჯანმრთელობისა და ვარჯიშისადმი ამტანობის ნაწილში… თქვენ შეიძლება ეს დაკარგოთ, რამდენიმე დღით კოვიდით ინფიცირების გამო” – განმარტავს ის.

მაიკ რაიანი პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ჩატარებულმა კვლევებმა, ვირუსის გადატანის შემდეგ, ახალგაზრდების მცირე ნაწილში აჩვენა გახანგრძლივებული კარდიო ეფექტი. შვეიცარიაში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი დააფიქსირა სისხლში ჟანგბადის მიწოდების პრობლემები.

მაიკ რაინი: “აირიდეთ ეს ინფექცია, როგორც შეგიძლიათ, რადგან გერმანიაში ჩატარებული კვლევებმა ზოგიერთ შემთხვევაში აჩვენა გახანგრძლივებული კარდიოლოგიური ეფექტი ვირუსის შემდეგ. ახლახან შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა გახანგრძლივებული პრობლემა სისხლში ჟანგბადის მიწოდებაზე. ამას არავის შესაშინებლად არ ვამბობ, მაგრამ გთხოვთ არ ივარაუდოთ, რომ ამ დაავადების გადატანას არ აქვს შედეგები, ეს დაავადება ტოვებს შედეგებს ახალგაზრდა ადამიანებისთვისაც. საბედნიეროდ თქვენ გამოჯანმრთელდებით, მაგრამ თქვენ კიდევ დიდი ცხოვრება გაქვთ წინ და ნამდვილად არ გინდათ, რომ იცხოვროთ ფილტვების დარღვეული ფუნქციით. გირჩევთ – მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცისგან არ მოვკვდებით, არ ნიშნავს იმას, რომ სულერთია დაგვემართება თუ არა”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: