მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკს

05.08.2021
გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკს

დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა პარამეტრით ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით 70%-ით იმეორებს ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს არსებულ მაჩვენებლებს.

„ახლა არის ყველა პარამეტრით დაახლოებით 70% იმისა, რაც გვქონდა პიკზე ნოემბერ-დეკემბერში. მაგრამ განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან, ჩვენ გვაქვს სხვა იარაღი ეპიდსიტუაციასთან ბრძოლის, რაც არის ვაქცინაცია”, – თქვა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  დღეს განაცხადა, რომ  შემთხვევების რაოდენობის მატების პარალელურად, პროპორციული მატება სიკვდილიანობის მაჩვენებელში (1.37) არ აღინიშნება, „რაც არის ნიშანი იმისა, რომ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებთან ჩვენ ამ ეტაპზე საქმე არ გვაქვს”.

თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია და მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი მაღალია. „ძალიან საყურადღებოა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და ის, რომ შემთხვევები შემცირდეს. რადგან თითოეული 3000 ინფიცირებულიდან, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 1.3 % გარდაცვალების შემთხვევა დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე დადგება”, – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: