მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

05.08.2021 • 1961
იმნაძე: ბათუმსა და თბილისში მთლიანად კოვიდის დელტა შტამი ტრიალებს

თბილისსა და ბათუმში დელტა შტამის გავრცელება თითქმის 100 პროცენტია – ამის შესახებ დღეს, 5 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დელტა პლუსის 10 შემთხვევაც არის დადასტურებული.

„დელტა შტამი თბილისში და ბათუმში არის თითქმის 100% და მთლიანად საქართველოში 80%-მდე.

დელტა პლუსს რაც შეეხება,  10-მდე შემთხვევაა დადასტურებული” – თქვა პაატა იმნაძემ. მისივე განმარტებით, ეს შემთხვევები გენეტიკური სეკვენირებით არ არის დადასტურებული:

„როცა ამდენი პაციენტია, ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდება გენეტიკური სეკვენირება, მაგრამ ხდება სხვა მეთოდებით, რითაც შესაძლებელია ამის ექსტრაპოლაცია საზოგადოებაზე და მოგახსენებთ, რომ თბილისსა და ბათუმში მთლიანად დელტა შტამი ტრიალებს უკვე” – თქვა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მან პირადი რეკომენდაციაც გააჟღერა იმის შესახებ, რომ შეზღუდვები დაწესდეს კოვიდზე აუცრელი მოსახლეობისთვის, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ რეკომენდაციაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: