მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

გამყრელიძე: დღეს 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, რაც მაქსიმუმია

05.08.2021 • 2270
გამყრელიძე: დღეს 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, რაც მაქსიმუმია

დღეს, 5 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრის პროცესი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.

„ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიფიცირდება აცრის პროცესი. დღეს დილისთვის გვქონდა მაქსიმუმი, 20 885 აცრა ჩატარდა ქვეყანაში, აქედან ყველაზე მეტი იყო „ფაიზერზე“ – 12 658, „ასტრაზენეკაზე“ – 612, „სინოფარმზე“ – 6 910 და „სინოვაკზე“ – 665″ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დილის მონაცემით ქვეყანაში ჯამში 564 691 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით არის აცრილი 386 614 ადამიანი, სრულად აცრილია 178 077 ადამიანი.

თუმცა, სხვა პარამეტრებით აცრის მაჩვენებელი სხვადასხვა ინდიკატორზეა, კერძოდ მთელი მოსახლეობის 4.8% არის სრულად აცრილი, ეს მოზრდილი მოსახლეობის 6.2% -ია

აცრის პროცესში ჩართული დაწესებულებების გამტარუნარიანობა დღიურად არის 24 320 აცრა, ანუ დღეში ამდენი აცრის ჩატარებაა შესაძლებელი.

„არ არის საკმარისი დღეში 20 000 აცრა, გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000.  შესაძლებელია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ავიდეთ 30 000-ზე, ყველამ ერთად ეს გავაკეთოთ და დავამთავრებთ სწრაფად“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: