სასოფლო ტექნიკისთვის 6 მილიონი 2 საათში ამოიწურა – სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადების მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ამოიწურა. შესაბამისად, განაცხადების მიღებაც ავტომატურად შეწყდა. არაერთი ფერმერი ამბობს, რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხა. „რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ, …

ბათუმის სტადიონი გასხვისდება თუ სახელმწიფო მართვაში დარჩება?

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2018 წლის იანვარში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. აჭარის მთავრობაში კი ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვინ უნდა მართოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ობიექტი. ამ დროისთვის არც ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც აქ გაიმართება. სტადიონის მშენებლობისთვის ხელშეკრულებები, ჯამში, 129 მილიონ 532 ათას 437 ლარზეა გაფორმებული. მშენებარე სტადიონთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შეკითხვები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

საპატრიარქო ითხოვს მიწას ქობულეთში, სადაც ტაძარი უკანონოდ ააშენეს – რეესტრი უარზეა

საქართველოს საპატრიარქო ქობულეთის სოფელ გვარაში იმ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვს, სადაც ტაძარია აშენებული. საჯარო რეესტრმა კი, 375 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებაზე, საპატრიარქოს უარი უთხრა. დოკუმენტების მიხედვით, ეს ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტაძარი იქ უკანონოდ აშენდა. ტაძრის კურთხევას ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. ტაძრის მშენებლობა დააფინანსა წარმოშობით გვარელმა მეცნიერმა, რომელიც …

როდის განაახლებენ ქობულეთი-ბათუმის მიკროავტობუსები მუშაობას

ქობულეთი-ბათუმის ხაზზე მოძრავი კერძო მიკროავტობუსები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ, რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ეს ავტობუსები როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით, 29 მაისიდან იმოძრავებს. „29 მაისიდან ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებშიც [შემდეგ უკვე კერძო კომპანიების მიკროავტობუსებშიც] აკრძალული იქნება პირბადის გარეშე ასვლა, ტრანსპორტში გამორთული უნდა იყოს კონდიციონერი, არავინ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით და დაცული უნდა იყოს …

პირბადის გარეშე ტრანსპორტში ვერ ახვალთ – მგზავრობის წესები ბათუმში

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით მუნიციპალურ ტრანსპორტში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აკრძალულია კონდიციონერების გამოყენება და ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა უნდა იყოს მოძრაობისას, რათა მოხდეს ვენტილაცია და განიავება. რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა და მძღოლებმა: [crosslist] ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის …

„პერსილისა“ და „არიელის“ გაყალბებისთვის აჭარაში ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის …

იქნება თუ არა შეზლონგები პლაჟზე – ზღვაზე ბანაობა დისტანციის დაცვით

რა წესების დაცვა მოუწევთ მოქალაქეებს პლაჟზე კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. განსხვავებული სეზონისთვის ემზადება ბათუმის ბულვარიც. დამსვენებლები ვალდებული იქნებიან პლაჟზე ორ მეტრამდე სოციალური დისტანცია დაიცვან და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დოკუმენტურად ყველაფერი აქვთ მზად და ელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან …

ხელფასებში 44,3 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან გასულ წელს

აუდიტის მიხედვით, გასულ წელს, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისთვის სულ გაიხარჯა 44 366 300 ლარი, რაც 1 206 100 ლარით მეტია, ვიდრე 2018 წელს. აუდიტის თქმით, „აჭარის მთავრობის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი განმარტება სახელფასო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით“. „მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ხელფასის ხარჯების ზრდა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, 2019 წელს შეიქმნა სსიპ – …

ხულოს, ქედისა და ქობულეთის სოფლები, სადაც კანალიზაციის გაკეთებას იწყებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, ასევე, ქედის სოფელ ტიბეთასა და ქობულეთის დაბა მუხაესტატეში წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. სამუშაოები აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ამ ეტაპზე 50 მილიონი ევროა გამოყოფილი. თუმცა, ამ სამ სოფელში, როგორც „აჭარის წყლის ალიანსში“ გვითხრეს, სამუშაოები არა ამ თანხით, არამედ, ცალკე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება 800 …

ბსუ 29 ათას ლარად სადეზინფექციო მოწყობილობას იყიდის – რეკომენდაციები უმაღლეს სასწავლებლებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბსუ 8 ცალი თაღოვანი ტიპის სადეზინფექციო მოწყობილობის და 16 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის [დენზოტეკის კონცენტრატის] შეძენას 29 280 ლარად, ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ ღირებულებაში შედის მოწყობილობის ტრანსპორტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება. „ბსუ-ში 2020 წლის ივნისის მესამე დეკადიდან იგეგმება სასწავლო პროცესების განახლება და სტუდენტთა ლაბორატორიული პრაქტიკები, რომლებზეც სტუდენტთა დასწრება განხორციელდება ფიზიკურად. …

როდის გამოიდარებს ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ელჭექი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა 25 მაისს: აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 16-21 გრადუსი სითბო; მთაში – ღამით 5-10, დღისით 10-17 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით …

დღემდე საპატრიარქოს 17 მილიონი კვ.მეტრი ტყე აქვს გადაცემული სახელმწიფოსგან 

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს. ამ თემაზე: საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა ამ კანონის მიღებამდე საპატრიარქოს სახელმწიფო ტყეს მიჩენის წესით გადასცემდა მართვაში, 20 წლის ვადით. ამ დრომდე, იმ დოკუმენტების მიხედვით, რაც …

ბათუმმა დათქმულ ვადაში ვერ მიიღო 1,3-მილიონიანი ელექტროავტობუსები

ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს ბათუმი ახალ ელექტროავტობუსებს, უცნობია. ერთი ელექტროავტობუსი, რომელსაც ბათუმის მერია დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სესხით და გრანტით ყიდულობს, 1,3 მილიონი ლარი [384 790 ევრო] ჯდება. 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე, ბათუმი „ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 392 093 ევროა. ავტობუსის სიგრძე 10 მეტრი …

23.9 მილიონს გადააჭარბა ჯარიმებმა, რაც საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერეს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისის ღამის 12 საათიდან აღარ გაგრძელდება, გაუქმდება კომენდანტის საათიც [რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ძალაში]. მიუხედავად ამისა, ძალაში დარჩება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება; ტაქსში უნდა იყოს მხოლოდ 3 პირი მძღოლის ჩათვლით [ამასთან, მგზავრი არ უნდა იჯდეს წინ, მძღოლის გვერდით]. იკრძალება ასევე სოციალური …

კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1.2 მილიონი 1 კმ გზისთვის

კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი. გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე. სარეაბილიტაციო გზის …

კომპენსაციის მისაღებად მონაცემების გადაგზავნა 30 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი – სიახლე

დამსაქმებლებს, შემოსავლების სამსახურში იმ თანამშრომლების მონაცემების გადაგზავნა, რომლებიც პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩნენ, 20 მაისის ნაცვლად 30 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. დამქირავებელი უფლებამოსილია ასევე ამ დროისთვის უკვე წარდგენილი მონაცემები დააზუსტოს და 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ხელახლა წარადგინოს შემოსავლების სამსახურში. ამასთან, კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა  პირის მითითებულ საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო …

78 000 დასაქმებული უმუშევარი დარჩა, მათი რიცხვი მეტი უნდა იყოს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [04.05.2020 წელი] 6 თვის განმავლობაში. ამ თემაზე: კომპენსაციის …

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …

სანიაღვრე არხად ქცეულ მდინარეს ბათუმში 2,3 მილიონად ჯებირებს უშენებენ

მდინარე მეჯინისწყლის ბეტონის ჯებირებში მოსაქცევად ბიუჯეტიდან 2,3 მილიონი იხარჯება. ეს მდინარე, რომელიც კახაბრის ვაკეზე, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მიედინება, სანიაღვრე არხის ფუნქციასაც ასრულებს. მდინარე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მასში ხშირად ხვდება ფეკალიებიც, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი რეაბილტირებული არ არის. მოუწესრიგებელი კალაპოტის გამო მომრავლებული იყო მღრღნელები და ქვეწარმავლები. მეჯინისწყალი სასტუმრო „ეუფორისას“ მიმდებარედ კვეთს ახალ ბულვარს და ზღვას …

ვინ მიიღებს აჭარაში სასურსათო კალათას – პროდუქტის ჩამონათვალი და რაოდენობა

აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან იმ პროდუქტებს შეიძენენ, რომლებსაც ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეულ ოჯახებს უფასოდ გადასცემენ. პრიორიტეტულად იქნა მიჩნეული სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა, აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ამჯერად ამზადებენ 19 260 სასურსათო კალათას, რომელსაც ამდენივე ოჯახს გადასცემენ, მათ შორის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 993 ოჯახს. სასურსათო კალათა შედგება შემდეგი პროდუქტებისგან: [checklist] ხორბლის ფქვილი 10 კგ; შაქარი 2 …

20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას …

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან დღეს, 17 მაისს, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კლინიკა მედალფაში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პაციენტი ბათუმში დღეს დილით გაწერეს. 29 პაციენტის ანალიზის პასუხები კი, რომლებსაც დღეს საღამოს ელოდებოდნენ, ყველა უარყოფითია. დილის მონაცემებით, ბათუმში 260 ტესტის პასუხიც კორონავირუსზე უარყოფითი იყო. 17 მაისის 23:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში: კორონავირუსის …

რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის, რომლებიც 18 მაისს გაიხსნება

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, სილამაზის სალონებს შეუძლიათ განაახლონ მუშაობა, თუმცა უნდა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 15 მაისის ბრძანებით დაამტკიცა: [red_box]ძირითადი რეკომენდაციები:[/red_box] რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად, რომ არ მოხდეს …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგურის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეა ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [ PM10 მკგ/მ3] შემცველობის მაჩვენებელი არის საშუალო ან ცუდი. აღნიშნული სადგური ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობას 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს. დღეს, 17 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი  60,2 იყო [ეს მაჩვენებელი  50-ს ზევით არის ცუდი, 100-ს ზევით – ძალიან …

გადაამოწმეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა სიაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მოქალაქემ, რომელიც იყო დასაქმებული და კორონავირუსის პანდემიის გამო უხელფასოდ დარჩა, თავად გადაამოწმოს, არის თუ არა ის კომპენსაციის მიმღებთა სიაში/რეესტრში. გადასამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე [თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მონაცემების ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით შეუძლია]. პირადი ნომრისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით …

ბათუმსა და აჭარის მთებში ორშაბათიდან უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 22-27 გრადუსი სითბო მთაში – ღამით 5-10, დღისით 20-25 გრადუსი სითბო მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 13-18 …

ბათუმში კიდევ ერთი ინფიცირებული განიკურნა კორონავირუსისგან

ბათუმში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისის დილის მონაცემებით, ბათუმის კლინიკა მედალფაში კორონავირუსზე სულ 3 პაციენტი მკურნალობს. ბათუმში, ბოლო 260 ტესტირების პასუხი ყველა უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი ამ დროისთვის იმყოფება 29 პაციენტი. ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

ბათუმში 260 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 260 ტესტის პასუხი  უარყოფითია. ბათუმის ცხელების კლინიკებში იმყოფება 29 პაციენტი, რომელთა ტესტირების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 17 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა და 697-ს მიაღწია. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სულ გამოჯანმრთელებულია – 425. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 12 ახალი ინფიცირებულიდან …

ბათუმი-სარფის ახალ ავტომაგისტრალს იტალიური კომპანია დააპროექტებს

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტირებაზე ხელშეკრულება გაფორმებულია, თუმცა სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტორი იტალიური კომპანიაა, რომელმაც „პროექტზე მუშაობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.“ „დეტალური პროექტირება 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა მუშაობა ვერ დაიწყო. პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები როგორც კი გაიხსნება, შეძლებენ ჩამოსვლას და …

მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.“ – აცხადებს …

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, დღეიდან, 15 მაისიდან, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად. რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში. განაცხადის ფორმის შევსების ინსტრუქცია ნახეთ ამ ბმულზე ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესავსები …

ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა]. 18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა …

საშემოსავლო შეღავათი ბიზნესისთვის – გაიგეთ, რა იცვლება

შეღავათი, რომელიც თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გაცემულ ხელფასებზე გავრცელდება. თუმცა, ეს შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულზე გაცემული ხელფასი, თითოეულ თვეში, არ აღემატება 1 500 ლარს. ამ შეღავათის ასამოქმედებლად საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება. პროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია დასამტკიცებლად. შემოსავლების …

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები …

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რომ 50%-იანი დაფინანსება მიიღოს 

მთავრობის განცხადებით, ფერმერებს, 2020 წლის 20 მაისიდან, საშუალება ექნებათ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საიტზე დარეგისტრირდნენ და მიიღონ 50%-იანი დაფინანსება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, ასევე სათბურებისა და სარწყავი სისტემების მოსაწყობად. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50%-იანი თანადაფინანსებით შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ტრაქტორის, ხელის მოტობლოკების და ა.შ. მეორე მიმართულება არის სასათბურე მეურნეობის მოწყობა და …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. …

Exit mobile version