ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

18.05.2020 • 3056
20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათა მზადდება, როდის დაიწყებს მთავრობა დარიგებას?

აჭარაში მცხოვრებ ამჯერად 20 ათასამდე ოჯახს სასურსათო კალათას დაურიგებენ. რეგიონის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ მას.

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემოდა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა. თუმცა, ეს რაოდენობა შეიცვლება. როგორც მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ჩანს, კალათას მინიმუმ 19 260 მოქალაქე მიიღებს.

იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რაც [ამ დროისთვის] აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვადასხვა კომპანიასთან აქვს გაფორმებული, სასურსათო კალათაში იქნება შემდეგი პროდუქტები:

ხორბლის ფქვილი, ტომატი, დაკონსერვებული ბარდა, მცენარეული ზეთი, მარილი, საფუარი, დაკონსერვებული სოკო, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, შაქარი, შავი ჩაი და სუპის ფხვნილი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ჯამში 885 ათას 429 ლარზე აქვს გაფორმებული. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

შესყიდული იქნება:

  • ხორბლის ფქვილი – 192 600 კგ  [229 194 ლარად]
  • ტომატი [ტომატ პასტა ეკონომ კლასი/500 გრამიანი] – 19 260 ცალი [39 290,4 ლარად]
  • დაკონსერვებული ბარდა [400 გრამიანი] – 19 260 ცალი [18 874,8 ლარად]
  • მცენარეული ზეთი [არანაკლებ 1-ლიტრიან ბოთლში] – 38 520 ცალი [125 575,2 ლარად]
  • მარილი [800 გრამიანი კოლოფით] – 19 260 კგ [9 822,6 ლარად]
  • საფუარი [დაფასოებული] – 19 260 ცალი [20 608 ლარად]
  • დაკონსერვებული სოკო [800 გრამიანი] – 19 260 ცალი [43 335 ლარად]
  • შვრიის ფანტელი [დაფასოებული პაკეტში/მუყაოს კოლოფში] – 38 520 კგ [91 677,6 ლარად]
  • ბრინჯი [3-კილოგრამიან პაკეტებში] – 57 780 კგ [142 138,8 ლარად]
  • შაქარი [2კგ პაკეტებში] – 38 520 კგ [71 262 ლარად]
  • შავი ჩაი [დაფასოებული, 150გრ] – 19 260 ცალი [40 446 ლარად]
  • სუპის ფხვნილი – 77 040 ცალი [53 157,6 ლარად]

ხელშეკრულებები 2020 წლის 15 მაისს გაფორმდა. პირობის მიხედვით, მთლიანი პროდუქტის 20% სამინისტრომ უნდა მიიღოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მე-4 დღეს [ანუ, 19 მაისს], დანარჩენი პროდუქტი კი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 დღეში [21 მაისი].

სარეზერვო ფონდიდან მარტის თვეში 367 332 ლარის ფარგლებში შეძენილი იქნა პროდუქტები, რომლებიც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგეს.

„სასურსათო კალათა“ მაშინ დაურიგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.

კალათა შედგებოდა შემდეგი პროდუქტებისგან: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ,ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.

ამ თემაზე:

რა შედის სასურსათო კალათაში, რომელსაც აჭარაში 7 ათასამდე პირს გადასცემენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: