ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

15.05.2020
ქორწილები და ქელეხები ისევ აკრძალულია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადით, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. იკრძალება ასევე სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან [მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა].

18 მაისამდე კი, ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრება და ანალოგიური ღონისძიებები, რაც 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთანაა დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული.

22 მაისის ჩათვლით აკრძალულია:

[crosslist]

  • საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა ნებადართულია დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას, მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
  • სარკინიგზო მიმოსვლა; საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით [22 მაისამდე] იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
  • საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით [მოქმედებს კომენდანტის საათი]. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ფიზიკური პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
  • 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ.

[/crosslist]

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან ზომები მკაცრდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ.

14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცნობით, ყველაზე დიდი  ე.წ. კლასტერი სწორედ ბოლნისისაა.

15 მაისის მონაცემებით [10:30 სთ], საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 პირი, გარდაიცვალა – 12.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: