როგორ შევავსოთ მონაცემები 200 ლარი კომპენსაციის მისაღებად [ინსტრუქცია]

დამსაქმებლებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, საშუალება აქვთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციები გადააგზავნონ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია [თვეში 200 ლარი] ეკუთვნით. ინფორმაციის გადასაგზავნად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge  შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე, შემდეგ გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია …

ხულო-ზარზმის გზის 18-მილიონიან ტენდერში „ოცნების“ შემწირველი მონაწილეობს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 11 მაისს, დასრულდა. ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას დეპარტამენტს ტენდერში მონაწილე შპს „მამისონი“ 14 581 880 ლარად სთავაზობს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული, ამიტომ, ამ ეტაპზე [შერჩევა-შეფასება] უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ტენდერში სხვა კომპანიები …

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი მეწყერმა ჩაკეტა

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი ამ დროისთვის [10:00 სთ] ჩაკეტილია. გზაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, დღეს, 10 მაისს, მეწყერი ჩამოწვა. გზა ხეებითა და ლოდებითაა ჩახერგილი. „მეწყერი დიდია, კლდეა ჩამოშლილი და მაგისტრალის გასაწმენდად შესაძლოა აფეთქება გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ტექნიკა მუშაობს შემოვლითი გზის მოსაწყობად. შემოვლითი გზა დაიწყება ქვედა მახუნცეთის ხიდიდან და უნდა ჩამოვიდეს ახალ ხიდამდე. ესეც დროებით და გადაუდებელი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში …

როგორ დავახვნევინოთ მიწა უფასოდ – ნახევარმილიონიანი პროგრამა აჭარაში

აჭარის მთავრობის გეგმით აჭარაში ფერმერებს ჯამში 2 580 ჰექტარი მიწა უფასოდ უნდა დაუხნან. ამისთვის აჭარის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული. ტექნიკით მომსახურებას კი, აგროსერვისცენტრი გამარტივებული წესით შეისყიდის. ცენტრის ინფორმაციით, „რეგიონის კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მიწის დამუშავება უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს 5 ივნისისა. აჭარის რეგიონში არსებული მიწის ფონდიდან 9 000 ჰექტარი არის სახნავი, აქედან …

*303# – ახალი კოდი დენის, გაზისა და წყლის გადასახადებზე ინფორმაციის უფასოდ მისაღებად

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით უფასო ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, ახალი მომსახურება დანერგეს. მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. …

ამჯერად 40 ჩითილი ერთ ოჯახს აჭარაში – სამინისტრო 111 ათასი ლარის ბოსტნეულის თესლს ყიდულობს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამჯერად თითო ოჯახზე 40 ჩითილის გადაცემას გეგმავს. ამ მიზნით, სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრი ერთ მილიონზე მეტ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის სათესლე მასალას შეისყიდის, რისთვისაც 111 235 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. შეძენილი იქნება კიტრის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის თესლი. „პროგრამა ითვალისწინებს აჭარის რეგიონში მცხოვრები ფერმერებისთვის ჩითილების უსასყიდლოდ გადაცემას. აღნიშნული რაოდენობით გათვლილია მინიმალური რაოდენობის – …

სამინისტრო აჭარაში ბოსტნეულის მოსაყვანად 152 ათასი ლარის სასუქს ყიდულობს

260 კუბ.მ ორგანული სასუქის „პრობიოტიკის“ და 1300 კუბ.მ სხვა ორგანული სასუქის შესყიდვას აჭარის სოფლის მეურნეობის აგროსერვისცენტრი, გამარტივებული წესით, ჯამში 152 100 ლარად აპირებს. სასუქი, როგორც ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვისაა საჭირო. „კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ მოითხოვა აგროპარკის ამოქმედება, რათა განხორციელდეს ბოსტნეული კულტურების დამატებით წარმოება. სასათბურე მეურნეობაში ჩითილების დარგვის …

როდის შეძლებთ იმ თანამშრომელთა მონაცემების გადაგზავნას, ვისაც კომპენსაცია – 200 ლარი ერგება

დამსაქმებლები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, ვერ ახერხებენ იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაციების გადაგზავნას, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ეკუთვნით. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მათ ამის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ. შესაბამისი ფორმა სატესტო რეჟიმშია და ის შემოსავლების გვერდზე მალე ჩაეშვება. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ …

COVID 19-ის ფონდიდან თანხის ხარჯვა არ დაწყებულა – ფონდს 129 მილიონი ლარი აქვს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, StopCov ფონდში, 5 მაისის მდგომარეობით, 129 მილიონ 683 ათას 782 ლარია ჩარიცხული და ამ ფონდიდან თანხის ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. „ამ თანხის ხარჯვა ჯერ დაწყებული არ არის. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინაშია, StopCov ფონდის ანგარიშზე, როგორც სახელმწიფო შემოსავლები. ხარჯვას რაც შეეხება, ის კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურებით მოხდება“, – გვითხრეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში. StopCov ფონდი …

ბათუმში ბლოკპოსტები რჩება – ავტომანქანით გადაადგილების წესებს გააკონტროლებენ 

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქალაქებში რჩება საკონტროლო გამშვები საგუშაგოები და შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კომენდანტის საათის, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დაცვას გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საგუშაგოებზე ასევე გაგრძელდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაზე პრემიერ-მინისტრმა …

ბათუმის ბაზარში ქათმისა და ყველის სექციები მალე გაიხსნება

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ ბაზრის შენობაში გავხსნათ ქათმისა და ყველის სექციები. ახლა ვამზადებთ სექციებს, დახლებს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც სავალდებულოა ბაზრის ფუნქციონირებისთვის. ვგეგმავთ დანარჩენი სექციებიც გავხსნათ ეტაპობრივად“, – გვითხრეს დღეს, 4 მაისს, ბათუმის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. არსებული რეგულაციებით, დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, შეზღუდვების მოხსნის სამთავრობო გეგმის მიხედვით, მეხუთე ეტაპზე, ანუ 2020 წლის 21 ივნისის შემდეგ …

მეწარმეებმა აკრძალული საქმიანობის გასაგრძელებლად განაცხადი უნდა შეავსონ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იმ მეწარმე სუბიექტებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მთავრობის #181 დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი, საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს ელექტრონული რეგისტრაციის ფორმის შესავსებად. განაცხადის ფორმის [ინსპექტირების ეტაპი] შევსება შესაძლებელია ამ ბმულზე იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე შეავსეს განაცხადის ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სამინისტროს ინფორმაციით, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და მთიან აჭარაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მაისის 21 საათიდან 4 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 7-12, დღისით 17-22 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო. ზღვის …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია

პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი ბათუმში შეჩერებულია. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს, თუმცა, როგორც ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგი პანდემიის გამოა შეჩერებული და როდის განახლდება, ჯერ უცნობია. „არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე მონიტორინგი ჯერ ვერ აღდგება, ვიდრე ამ მიმართულებით არ იქნება გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული. როცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, შესაძლოა მონიტორინგიც განახლდეს,“ – გვითხრეს ინსპექციაში. ბათუმში …

რა შემთხვევაში მიიღებს 1200 ლარის კომპენსაციას დაქირავებული, რომელიც უმუშევარი დარჩა

მთავრობის ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის II ეტაპის ფარგლებში იწყება მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გარკვეულ მოქალაქეებზე, მათ შორის იმ დაქირავებულებზე ანუ დასაქმებულებზე, რომლებიც პანდემიის გამო მარტის თვიდან სამსახურში შეამცირეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. იმ დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი [დახმარების მიღების ინსტრუქცია]:  კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო …

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 27-ით გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დღეს, პირველ მაისს, არის სულ – 566, რაც 27-ით მეტია წინა დღის საღამოს მონაცემთან შედარებით. 566 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა – 184 და გარდაიცვალა – 6 ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/448594/

ნახევარი მილიონი აჭარის სოფლებში პროექტებისთვის – 70%-ს სამინისტრო დააფინანსებს

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც აჭარაში სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს, განაცხადების მიღება 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. განაცხადი პროგრამაში ჩართვის მსურველმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში უნდა შეიტანოს. პროექტის ღირებულების 70 პროცენტს კი აღნიშნული ცენტრი დააფინანსებს [თუმცა არაუმეტეს 100 ათასი ლარისა]. პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 5 ათასი ლარი უნდა იყოს. ცენტრის დაფინანსება შესაძლოა 70%-ზე ნაკლები იყოს იმ შემთხვევაში, …

რა შემთხვევაში მიიღებს 300 ლარს ის, ვინც ბინას დღიურად აქირავებდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციას მიიღებენ, ანუ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოხვდებიან ის პირებიც, ვინც დღიურად აქირავებს ბინებს, ოღონდ ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვა). ასეთმა პირებმა 300-ლარიანი სოციალური დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი გამოჩნდება. ინსტრუქციის მიხედვით, თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს. „სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის …

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმში მიწის 21 ნაკვეთს გადასცემენ

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწის 21 ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ამ ნაკვეთებს [სულ 1489 კვ.მ] შემდგომში აჭარის მთავრობა საკუთრებაში გადასცემს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც აქ ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ანძების მშენებლობას გეგმავს. „ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს …

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა]. ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ …

28 აპრილის საღამოს 9 საათიდან ბათუმი ისევ ჩაიკეტება – ვის შეეძლება გასვლა-გამოსვლა

დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი. ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის …

განათლებისა და ფინანსთა სამინისტროების დაფინანსება 19 მილიონით მცირდება – აჭარის საგანგებო ბიუჯეტი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებები შედის აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში, რის გამოც, მთავრობის განმარტებით, ცალკეული გადასახდელების მოცულობა მცირდება 23 მილიონ 370 ათას 3 00 ლარით. თუმცა ეს თანხა სრულად მოხმარდება ბიუჯეტიდან სხვა ღონისძიებების დაფინანსებას. ე.წ საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაფინანსება მცირდება შემდეგ დაწესებულებებში: უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება მცირდება 90 ათასი ლარით. მთავრობის ინფორმაციით, ეს გამოთავისუფლებული …

სასტუმროებში აჭარის მთავრობა 7.3 მილიონს დახარჯავს – საკარანტინო ზონები

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება  პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს. ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში …

578 ათასი ლარი აჭარის ფერმერებისთვის მიწის უსასყიდლოდ დასახნავად

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება წელს 2 413 500 ლარით გაიზრდება. ეს თანხა უნდა დაემატოს სხვადასხვა პროგრამას. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნის მიზნით. იმ ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, 2,4 მილიონი ლარი …

ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების …

ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის

29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში. არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში. თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, …

27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, …

სპეცოპერაცია ბათუმში – შსს-ს განცხადებით ამოღებულია ნარკოტიკები

დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში. სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით. _____ შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 13-18 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 3-8, დღისით 10-15 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 1-6 გრადუსი …

აჭარაში 200 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ბოლო მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 200 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ და ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. დღევანდელი ბოლო მონაცემებით რეგიონში გუშინ დილის შემდეგ Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს, 26 აპრილის დილის მონაცემებით, 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. 26 აპრილის 11:20 საათის მდგომარეობით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, …

27 და 28 აპრილს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა ნებადართულია – გამონაკლისი

ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება. 27 აპრილიდან დაშვებულია ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული [მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და …

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს. „სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამ თემაზე: 300 …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება აჭარაში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აპრილის 21 საათიდან 24 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 8-13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო …

Exit mobile version