ბათუმში კვირას დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ივნისის 21 საათიდან 21 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 21 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 8-13, დღისით 13-18 …

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ვადა გადაიწევს 

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა გადაიწევს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“  სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ვერ დაუსახელეს. „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ. ამ დროისთვისაც მობილიზებულია თურქეთის მხარეს საჭირო ტექნიკა და საზღვრის გახსნას ელოდებიან“, – გვითხრეს დეპარტამენტში. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში …

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებით: [checklist] გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში; ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე [ავტომანქანები იმოძრავებენ ამავე მიმართულებით]; ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში …

ფოტოკონკურსი 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის – „გაიცანი ჩემი სოფელი“

ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს – „გაიცანი ჩემი სოფელი“.  ნამუშევრების გადაღება შესაძლებელია მობილური ტელეფონითაც. პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 10 გამარჯვებული, რომლებსაც პრიზებს გადასცემენ.  კონკურსში მონაწილემ 2020 წლის 15 ივლისამდე, ელფოსტაზე: batumiijh@gmail.com უნდა გააგზავნოს ფოტომასალა მოკლე აღწერით და პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ნომერი. „თუ ხარ 14-დან 18-წლამდე ახალგაზრდა, …

კურორტ გოდერძიზე კოტეჯებისთვის 5 ნაკვეთი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიწის ხუთ ნაკვეთს ყიდის კოტეჯების განთავსების პირობით. სამინისტრომ ელექტრონული აუქციონები უკვე გამოაცხადა. აუქციონის პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრეებმა ამ ნაკვეთებზე კოტეჯები უნდა განათავსონ. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი თითოეული ნაკვეთის ფართობი 429 კვ.მ-დან 637 კვ.მ-დეა. გაყიდვის საწყისი ფასიც, შესაბამისად, 83 ათასიდან 123 ათასამდე ლარი. ხუთივე ნაკვეთზე კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების …

აჭარის მთავრობა ადლიაში 5 ჰექტარამდე მიწას პირობებით ყიდის – კვადრატი 98 ლარი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ადლიის დასახლებაში მდებარე 49 200 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აქციონზე პირობებით ყიდის. საწყისი ფასი 4 700 000 ლარია, ბიჯი – 120 000 ლარი. შესაბამისად, 1 კვ/მ-ის საწყისი გასაყიდი ფასი 97,9 ლარია. მყიდველი ვალდებული იქნება შეძენილ ნაკვეთზე აამოქმედოს საწარმო, რაშიც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მასვე …

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2,7 მილიონად სამედიცინო საშუალებებს იმარაგებს

სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესაძენად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ღირებულებით – 2 796 830 ლარი. 1 045 330 ლარია გათვალისწინებული სხვადასხვა რაოდენობის ქირურგიული ერთჯერადი ნიღბის, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანის, ქუდის, ბახილის, რესპირატორის, ფარის, სამედიცინო დამცავი სათვალის; ასევე გვამის ჩანთის, დისტანციური თერმომეტრისა და პორტატული პულსოქსიმეტრის შესაძენად. 1 751 500 ლარი კი, ერთჯერადი სამედიცინო წყალგაუმტარი ხალათებისა …

პრეზიდენტი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას მის შეურაცხყოფად აფასებს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეურაცხყოფად აღიქვა საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის გამართვა. დღეს, 17 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ – ვასილ როინიშვილმა ფიცი დადო, რასაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ფიცის დადება საყვირების ფონზე ჩატარდა, რადგან ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ და მოძრაობა „ლელომ“ მოახლოებული 20 ივნისი გაიხსენეს და გააპროტესტეს ვასილ როინიშვილის მოსამართლედ დანიშვნა, რომელიც, მათი თქმით, ადეიშვილის გუნდის წევრია. „ეს არის …

ვინც 2019 წლის ბოლო 6 თვეში უწყვეტად 3 თვეს მუშაობდა და ახლა უმუშევარია, კომპენსაციას მიიღებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ის დასაქმებულები/დაქირავებულები, რომლებიც 2019 წლის ბილო 6 თვეში ნებისმიერ უწყვეტ 3 თვეს მუშაობდა, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივლისამდე პანდემიის გამო არ იღებს ხელფასს, მიიღებს კომპენსაციას, თვეში 200 ლარის ოდენობით. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან [4 მაისი, …

ხულოს სოფელ წაბლანაში 19 აპრილს დაღუპულთა მემორიალს განაახლებენ

სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მოწყობის სამუშაოებზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. მემორიალისთვის 78 420 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს. პროექტით დაგეგმილია არსებული მემორიალის რეაბილიტაცია. ადგილს შემოღობავენ აგურის ღობით, მოაწყობენ სკვერს, ბილიკებს, განათებას, დაამონტაჟებენ სკამებს, დადგამენ ნაგვის ურნებს. ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მთლიანად შეიცვლება არსებული …

გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილებით: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საპირისპიროდ კი, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ამავე მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთშიც საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს; ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის საათებში დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის მცირე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში .. 15 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ …

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც …

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება

ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს …

ახალი რესპუბლიკურისთვის 2,2 მილიონის აპარატურას სამინისტრო უტენდეროდ შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი „რესპუბლიკური“ კლინიკისთვის სამედიცინო აპარატურას და ინვენტარს შეიძენს. ამჯერად დაგეგმილია 2 მილიონ 200 ათასამდე ლარის ღირებულების აპარატურის შესყიდვა ტენდერის გარეშე. სამინისტრომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სამინისტრო გეგმავს შეიძინოს: ლაპარასკოპიული სისტემა 4K – 1 ცალი; ინტეგრირებული საოპერაციოს ლაპარასკოპიული სისტემა 3D – 1 ცალი; ენდოსკოპიური სისტემა – 1 ცალი; ეოპის …

ბათუმში პარკირების წესების დაცვაზე კონტროლი განახლდა

ბათუმში განახლდა ავტომობილების პარკირების წესების კონტროლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული იყო. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია ძირთადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგითაა დაკავებული და პარკირების წესები ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, სრულად გაკონტროლდება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი …

ხულოში მოიალაღეებს ივლისიდან ოქტომბრამდე ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 24 972 ლარია. ტრანსპორტი მოიალაღეებს 2020 წლის პირველი ივლისიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა მოემსახუროს. მოიალაღეებისთვის მგზავრობა უფასო იქნება. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ქონაც. ამ პერიოდში ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: [checklist] ხულო-ბეშუმი-ხულო [ყოველდღიურად], ღორჯომი-ზორტიყელი-ღორჯომი, ღორჯომი-ლეკნარი-ღორჯომი, ვაშლოვანი-ვაშლოვანის მთა-ვაშლოვანი, დიდაჭარა-დიდაჭარის მთა-დიდაჭარა, სხალთა-სარიჩარის მთა-სხალთა, სხალთა-ხულო-თეთრობი-სხალთა, ხიხაძირი-სარიჩარის …

ბოკერია აჭარის ტელევიზიის საკითხზე მისივე პარტიის მიერ წარდგენილ მრჩეველს აკრიტიკებს

“ევროპული საქართველო” აჭარის ტელევიზიის ამჟამინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ქმედებებს აკრიტიკებს. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, რომელიც თავის დროზე “ევსაქებმა” წარადგინეს, ამ დრომდე  არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნება” იმეორებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც ამჟამინდელი მმართველი პარტია მას ოპოზიციაში ყოფნის …

ბულვარში სამეწარმეო საქმიანობაზე აუქციონების გამოცხადება დაიწყო

ბათუმის ბულვარმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზღვისპირა პარკში სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობაზე პირობიანი ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო. „აუქციონში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაცია ელექტრონული აუქციონის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, საშუალება მიეცემათ ზღვისპირა ბულვარში მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები ეტაპობრივად გამოცხადდება.“ – აცხადებს …

ხულო-ზარზმის 14 მლნ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომლის სხვა ტენდერს პროკურატურა იძიებს

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის დღეს, 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. აღნიშნული მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის მიმართულებით 5 კილომეტრში მთავრდება. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში „მამისონის“ გარდა …

1,6 მილიონი ლარი ქობულეთში სამი სოფლისა და ხულოს ქუჩის გაზიფიცირებისთვის

ქობულეთის სოფლების: ზედა კონდიდი, კოხი, ოხტომი და ასევე ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების სატენდერო თანხა 1 644 262 ლარია. წინადადებების მიღება ტენდერში 2020 წლის 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება. პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 169 დღეს. „აღნიშნულ ვადაში, ასევე, …

ბათუმი-სარფის ახალი გზა – ოჯახების განსახლების გეგმაზე მუშაობა დაწყებულია [დეპარტამენტი]

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის გამო განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის დამუშავება დაწყებულია – მოგვწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან. აღნიშნული გზა, რომლის მშენებლობაც 2021 წელს უნდა დაიწყოს, ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება – მდინარე ჭოროხიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე. ახალი გზის მშენებლობის გამო საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადებაც. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები ამ კუთხითაც მიმდინარეობს. „განსახლების სამოქმედო გეგმა და …

როდის დაიწყება მატარებლის ბილეთების გაყიდვა

2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ, 8 ივნისს, მიიღო. ამ დროისთვის საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო ბილეთების შეძენა არ არის ხელმისაწვდომი. რკინიგზის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზუსტდება მატარებლების მოძრაობის განრიგი, რომელიც სავარაუდოდ შეიცვლება. „2-3 დღეში ცნობილი იქნება განრიგიც და მგზავრობის ფასიც, რის შემდეგაც გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი …

რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი  მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი. „აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული …

უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის ლეგალიზაციის ფაქტზე აჭარაში ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ფაქტობრივ ხელმძღვანელს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სასაქონლო ზედნადებებში შეიტანა ხე-ტყის წარმოშობის და ფირნიშის ყალბი მონაცემები, …

ბათუმში გაჩერებებზე 30 ელექტროტაბლოს მონტაჟისთვის 213 ათას ლარს დახარჯავენ

ბათუმში, ავტობუსის გაჩერებებზე, 30 ელექტრონული ტაბლოს დასამონტაჟებლად 213 ათასი ლარია გამოყოფილი [ანუ, 1 ტაბლოსთვის 7 100 ლარი]. ტაბლოებს დაამონტაჟებენ შემდეგ ქუჩებზე: ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – 11 ტაბლო; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – 5; გოგებაშვილის ქუჩაზე – 2  და ჭავჭავაძის ქუჩაზე – 12  ტაბლო: ტაბლოების განთავსების სრული გეგმა [ზურაბ გორგილაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გოგებაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე) შავი …

ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშა 28 წლისაა, დამსაქმებელი „სი ემ სი მეზღვაურია”

დღეს, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.  28 წლის იაკობ თავდგირიძე ამ ობიექტზე მუშად მუშაობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ უწყებაში …

ვინ აშენებს სასტუმროს საპატრიარქოს რეზიდენციასთან, ძეგლის დაცვის ზონაში 

ქობულეთში, პეტრას ციხის დაცვის ზონაში, 1 ჰექტარ ფართობზე, რომელიც სახელმწიფომ 3,8 მილიონ ლარად ოფშორულ კომპანიას 2019 წლის აგვისტოში მიჰყიდა, სასტუმრო აშენდება. სასტუმროს კი „რედკო“ ააშენებს, რომელიც ბათუმი თაუერს [ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას] ფლობს. ამ თემაზე: მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიჰყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ოფშორული კომპანია „კ ენდ ლ ინვესტმენტი“ …

როგორ შეცვლის ავტობუსის ხაზი მოძრაობას ბათუმის ქუჩებზე

ბათუმში გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ავტობუსის სავალ ნაწილს [Bus lane] დახაზავენ. სამუშაო 2020 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. Bus lane-ის დახაზვის შემდეგ კი, ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება. Bus lane-ი დაიხაზება გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან [ბათუმი მოლიდან] გორგილაძის ქუჩაზე – ტროტუარის გასწვრივ – ბარათაშვილის ქუჩამდე [ცირკამდე]. აქედან ხაზი ბარათაშვილის ქუჩის ტროტუარის გასწვრივ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 8 ივნისს ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 15-20, დღისით 25-30 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 10-15, დღისით 15-20 გრადუსი სითბო; …

აჭარაში კორონავირუსზე 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 449 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 27 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონში არ არის კოვიდ დადებითი პაციენტი. stopcov.ge-ს 7 ივნისის დილის მონაცემებით, …

როგორ სცადა მოშიმშილის „გაშავება“ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა

„ადგილი აქვს აქციის  მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და პოლიტიკურ ჩარევებს მაუწყებლის ფუნქციებში, ზეწოლას თანამშრომლებზე, ზეწოლას მაუწყებელზე, რაც აკრძალულია კანონმდებლობით…“ – განაცხადა დღეს, 5 ივნისს, აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ პაქსაძემ. მან ტელევიზიის სხვა მენეჯერებთან ერთად პრესკონეფერენცია გამართა და ჟურნალისტების დარწმუნება იმაში სცადა, რომ ალექსანდრე მილორავა, რომელიც უკვე მე-8 დღეა …

ბათუმში ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩები ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმში ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩების ცალ მხარეს ავტომობილების გაჩერება შემოდგომიდან აიკრძალება. ამ ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში მოძრაობა ცალმხრივი იქნება და მოეწყობა ე.წ. Bus lane-ბი [ავტობუსის სავალი ხაზები]. ამ ხაზებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. პარალელურად, ავტომობილების მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება გორგასლისა და პუშკინის ქუჩებზეც. Bus lane-ბის მოწყობა პროექტ „მწვანე ქალაქის“ ფარგლებში იგეგმება. რა იცვლება კონკრეტულად [პროექტის მიხედვით] …

რატომ გადაკეტეს ზღვაზე ჩასასვლელები ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი გაამაგრეს

ბათუმში, ახალი ბულვარის ბოლოდან აეროპორტის მიმართულებით სასეირნო ალეა და ზღვაზე ჩასასვლელები კვლავ რკინის ბარიერებით გადაკეტეს. ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, დასრულებულია. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიღება-ჩაბარების აქტი ამ დრომდე გაფორმებული არ არის.  სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა. სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებდა. „ნაპირდაცვის პროექტი და, შესაბამისად, სამუშაოებიც დამთავრდა. ნაპირდამცავი …

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამჯერად 10 935 265 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაიწყება ხიჭაურიდან, გაივლის დაბა შუახევს და დამთავრდება სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარედ. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების …

სასოფლო ტექნიკისთვის 6 მილიონი 2 საათში ამოიწურა – სამინისტრო

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადების მიღებიდან დაახლოებით 2 საათში ამოიწურა. შესაბამისად, განაცხადების მიღებაც ავტომატურად შეწყდა. არაერთი ფერმერი ამბობს, რომ რეგისტრაცია ვერ მოახერხა. „რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება. ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ, …

Exit mobile version