გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. ელჭექი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა 25 მაისს:
- აჭარის სანაპირო რაიონებში – ღამით 12-17, დღისით 16-21 გრადუსი სითბო;
- მთაში – ღამით 5-10, დღისით 10-17 გრადუსი სითბო;
- მაღალ მთაში – ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
ზღვის პროგნოზი:
- სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, წვიმა, ელჭექი, ხილვადობა 4-10კმ.
- ტალღის სიმაღლე: 15-20დმ(4-5 ბალი).
- ზღვის წყლის ტემპერატურა: +19 გრადუსი
სამშაბათს და ოთხშაბათს [26 და 27 მაისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.