ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა გადაკეტეს – აქცია ბათუმში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მოსახლეობამ დღეს, 13 დეკემბერს, შავშეთის ქუჩა [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] გადაკეტა. მოსახლეობა, რომელიც იქვე, ავარიულ კორპუსში ცხოვრობს, ამბობს, რომ ისინი მერიას ამ დრომდე უნდა დაეკმაყოფილებინა ბინებით, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. „აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. ხუთსართულიანი კორპუსი ტრაილერების გავლისას ზანზარებს, იბზარება… ახალი კორპუსი კი …

ბათუმის რომელ ქუჩებზე გახდება მოძრაობა ცალმხრივი 15 დეკემბრიდან – ახალი სქემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის წესები 15 დეკემბრიდან შეიცვლება, რის შემდეგაც ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუჩებზე მონიშნულია მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლიც [ე.წ. Bus lane]. ამ ზოლში ავტობუსების გარდა დაშვებულია ველოსიპედების მოძრაობაც. რა იცვლება კონკრეტულად 15 დეკემბრიდან: გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით; გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის …

აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში 6 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. 13 ოქტომბრის დილის მონაცემებით აჭარაში: კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 49 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 855 , კოვიდსასტუმროში – 1 400, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 3 078 პაციენტი. საქართველოს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში ორშაბათიდან – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი, ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში კი: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო, ღამით: 0 …

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …

როდის უყიდიან ბათუმი არენას ხელოვნურ მზეს და რატომ ვერ ითამაშებს „დინამო“ დღეს სტადიონზე

ბათუმის ახალ სტადიონზე ორი მატჩის ჩატარების შემდეგ ბათუმის „დინამო“ მორიგ შეხვედრას „ჩიხურასთან“ დღეს, 10 დეკემბერს, ანგისის ბაზაზე გამართავს. „დინამომ“ ბათუმი არენაზე 21 და 26 ნოემბერს „დილას“ და „ლოკომოტივს“ შეხვდა. ამ თამაშების შემდეგ მინდვრის საფარი დაზიანდა, თუმცა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ „ბათუმელებთან“ განაცხადა, მორიგი მატჩის ანგისაზე ჩატარება მინდვრის საფარს არ უკავშირდება. „ის …

ვინ მიიღებს 200-ლარიან კომპენსაციას და როდის

„ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას“, – ეს განცხადება მთავრობამ 27 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ მიიღებს აღნიშნულ კომპენსაციას. მთავრობას ამის შესახებ დადგენილება არ მიუღია. შესაბამისად, არც პორტალი ამოქმედებულა, სადაც დამსაქმებლები შეძლებენ იმ დასაქმებულების დარეგისტრირებას, რომლებმაც სამსახური დროებით დაკარგეს [წინა შემთხვევაში …

ვინ მიიღებს 100-ლარიან კომპენსაციას იანვრიდან 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კომპენსაციის გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და 6 თვეს [ივნისის ჩათვლით] გაგრძელდება. დახმარებას მიიღებენ: [checklist] სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში [მონაცემთა ბაზაში] რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 000-ზე და ნაკლებია 100 001-ზე [ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად]; მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის …

ავტობანი – როდის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2022 წელში დასრულდება. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული გზის მშენებლობისთვის 2021 წელს – 80 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს – 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 6 თვის წინ უთხრეს, რომ „გზის მშენებლობის პროცესში გარკვეული …

„შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან

პროტესტის დაწყებიდან 33-ე დღეს აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან ვიდრე შედეგს არ  მიაღწევენ. აქციის მონაწილეების თქმით არჩევნები გაყალბდა, „ჩვენ მათ  ხმები მოგვპარეს“, ამიტომაც მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს. „ჩვენ შეიძლება ახალ წელსაც აქ შევხვდეთ“ – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე ერთ …

ორშაბათიდან ბათუმში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება | პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი, ღამით: 4 – 9 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში კი: დღისით: 5 – 10 გრადუსი, ღამით: 0 – 2 …

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის, სადაც სამუშაოები 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 2021 წლის მარტამდე არ გაიხსნას. ვინაიდან აქ გზა ჩაკეტილია, ფიროსმანის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანები გორგასალის ქუჩაზე ვერ გადიან. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ კი ტრანსპორტი ვერც გორგილაძის ქუჩით გააგრძელებს მოძრაობას და ქალაქის ცენტრში რომ მოხვდეს, ერთადერთი გზა რჩება – გავიდეს …

რამდენი ლარით იზრდება მთაში მცხოვრებთა პენსია იანვრიდან

პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერი აიღებს 240 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერი აიღებს 275 ლარს. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათთვის ითვალისწინებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის დანამატს. შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში: …

საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია …

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთაში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად …

როგორ შეიცვლება მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე – ახალი სქემა ბათუმში

ბათუმში 15 დეკემბრამდე უნდა ამოქმედდეს ახალი სქემა, რომელიც რამდენიმე ქუჩაზე მუნიციპალური ავტობუსების სავალი ზოლის [ე.წ. Bus lane] მონიშვნას ითვალისწინებს. ახალი სქემა ავტოტრანსპორტის მოძრაობის წესებს შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, მძღოლებს მაინც მოუწევთ [15 დეკემბრიდან, ან მანამდეც] დაემორჩილონ მოძრაობის ახალ წესებს. ამ წესებით მუნიციპალური ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში სხვა …

26 307 განაცხადიდან მეორე ეტაპზე 4 103 გადავიდა – 30 ათასამდე გრანტის პროგრამა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად, წელს 26 307 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა, რაც მთლიანად წარდგენილი განაცხადების დაახლოებით 15,6 პროცენტია. „მეორე ეტაპზე გადასული ბიზნესიდეის განაცხადებიდან 2 056 განაცხადის ავტორი ქალი, ხოლო 2 047 იდეის ავტორი კაცი მეწარმეა. აღსანიშნავია, რომ მიღებული განაცხადების განხილვა გამჭვირვალე …

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო. „2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის …

აჭარის რომელ სოფლებში შევა გაზი – ოთხწლიანი გეგმა

აჭარის მთავრობამ წინასაარჩევნოდ ხულოში ბუნებრივი გაზი აანთო, თუმცა დაბა ხულოს მოსახლეობა ოჯახებში ბუნებრივ აირს კიდევ 2 წელი ვერ მიიღებს. 2022 წელს უნდა დასრულდეს დაბა შუახევის გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სოფლებს, 2021 წელს მხოლოდ 13 სოფლისთვის იგეგმება პროექტების მომზადება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალ წელს, პროექტირების პარალელურად, აჭარის იმ სოფლების გაზიფიცირებაც დასრულდება, სადაც სამუშაოები …

E.coli-ის ბაქტერიით დაბინძურებული სასმელი წყალი სარფში – სეს

ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის კვლევის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურებულია ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთა არსებობა წყალში დაუშვებელია. სასმელ წყალში დარღვევების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. სააგენტომ წყლის ნიმუშები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აიღო, შედეგები კი ოქტომბერში გამოაქვეყნა. ბათუმსა და სარფში აღებული რამდენიმე ნიმუშის ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული იყო სხვადასხვა ბაქტერიით. …

ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ნოემბრის 21 საათიდან 23 ნოემბრის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით წვიმა, რეგიონის მაღალმთაში კი – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი …

დღეს საღამოს 10 საათიდან ბათუმში გადაადგილება ისევ შეიზღუდება

დღეიდან, 22 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე, გადაადგილება ბათუმში ისევ შეიზღუდება. საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. იზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. 21 ნოემბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით შეზღუდვა, ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებაზე, ორი ღამით იყო მოხსნილი.    

აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა – 22 ნოემბერი

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 447 ახალი შემთხვევა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 427 პაციენტი. დღევანდელი დღის მონაცემებით აჭარაში მკურნალობს ჯამში 6 460 პაციენტი[კლინიკა, კოვიდსასტუმრო, ონლაინკლინიკა]. 22 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი: კოვიდის 4 048 …

გონიოს ქუჩებში პირუტყვის მოძრაობა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე აკრძალულია

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურებაზე 6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი მომსახურების მოცულობები და გრაფიკი ტექნიკურ დავალებაშია მოცემული. ამ დავალებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის ტექნიკური პირობა ასეთია: „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების სრულად აღკვეთა ქალაქ ბათუმის …

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობის პროგრამა ერთი წლით გახანგრძლივდა

ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში კორპუსების მშენებლობის პროგრამა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდა და 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროგრამა, თავდაპირველად, 48 750 000 ლარით იყო განსაზღვრული და ის 2019-2022 წლებზე იყო გათვლილი, შემდეგ 2020-2023 წლებზე გაიწერა და 73 მილიონი ლარით განისაზღვრა; იგივე პროგრამა ამჯერად 2021-2024 წლებზეა გაწერილი და 70 მილიონი …

ბათუმში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, რომელიც ჩადენილ ქმედებას აღიარებს. ბათუმში, 15 ნოემბერს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ენმ-ს ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს: [red_box]ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება[/red_box] „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, …

ბათუმის ბიუჯეტი 2021 წელს 8 მილიონით მცირდება – რა პროექტებს დააფინანსებს მერია

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, რომელიც ქალაქის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი 22 მილიონი ლარით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ბიუჯეტი იყო თავდაპირველად დამტკიცებული, ხოლო 8 მილიონით ნაკლებია მიმდინარე წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით. ქალაქის 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 172 მილიონი ლარი იყო, თუმცა პანდემიის გამო ის 158,8 მილიონ ლარამდე …

„გართულებულია დოკუმენტების წარმოება“ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამას იყიდის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 220 საწოლფონდის მქონე კლინიკისთვის. პროგრამის შეძენას საავადმყოფო, ტენდერის გარეშე, 59 000 ლარად გეგმავს. საავადმყოფოს ინფორმაციით, არსებული პროგრამა 80 პაციენტზეა გათვლილი, მაგრამ „ვინაიდან დაახლოებით 3-ჯერ გაზრდილია საწოლფონდი [230-მდე] და გაზრდილია საწოლბრუნვა, არსებული პროგრამით შეუძლებელია მართვის ტემპის დაკმაყოფილება. არსებულ პროგრამას არ გააჩნია ასევე ელექტრონული ფორმა 100 …

17-20 ნოემბერს ვინც კოვიდკლინიკას დატოვებს, მეორე ტურში ხმას ცნობის საფუძველზე მისცემს

კოვიდინფიცირებული ან კარანტინში მყოფი პირი, რომელიც 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დატოვებს კლინიკას, კოვიდსასტუმროს ან კარანტინს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, შესაბამისი დაწესებულებიდან უნდა აიღოს ცნობა. პირი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა, საარჩევნო უბანზე სწორედ ამ ცნობის საფუძველზე მისცემს ხმას. რაც შეეხება იმ პირებს, …

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს. რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია. „გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად …

რატომ გაუჩნდა ვაგონს ხანძარი – ბათუმის ნავთობტერმინალის განმარტება

ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება. დროულად ჩაერთო ტერმინალის …

ბათუმის ტერმინალზე ხანძრის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი …

ვინ შედის აჭარის უმაღლეს საბჭოში „ოცნებიდან“ – უსკო

21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 11 წევრი შევა, ამას დაემატება ერთი ქობულეთის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე, რომელმაც ბარიერი გადალახა. ორ მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება. უსკოს ინფორმაციით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო 61 242 ხმა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდებობის 33,96 პროცენტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ 82 700 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო …

20 000 ლარი შვიდწუთიანი ანიმაციური ფილმისთვის – აჭარის სამინისტროს ტენდერი

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადასაღებად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 20 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობის მიხედვით, ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 7 წუთს და არ უნდა იყოს 5 წუთზე ნაკლები. ამასთან, „ანიმაციური ფლიმის გადაღების პროცესში სავალდებულოა ხულოსა და ბათუმში არსებული ანიმაციური სტუდიების აღსაზრდელების ჩართულობა [თითოეული მუნიციპალიტეტიდან …

იზოლაციაში მყოფებმა მეორე ტურში ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15-17 ნოემბერს უნდა მიმართონ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან იმ მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სადაც რეგისტრირებულნი არიან, გადასატანი ყუთის მოთხოვნით ცესკოს 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მიმართონ. „თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად …

20 ათასი ლარი რესპუბლიკურზე საინფორმაციო წარწერის მონტაჟისთვის

ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კლინიკის ახალ შენობაზე საინფორმაციო წარწერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 20 ათასი ლარია, რომლითაც შენობაზე 2 წარწერა [საინფორმაციო დაფა] უნდა განთავსდეს. შენობაზე წარწერები: „გადაუდებელი მიმღები-EMERGENCY“ და „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL“, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს. საინფორმაციო დაფებზე უნდა მოეწყოს ელექტროგანათება. შრიფტის ზომები, ფერები, …

Exit mobile version