Batumelebi | აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 497 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარტო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში 6 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

13 ოქტომბრის დილის მონაცემებით აჭარაში: კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 49 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 855 , კოვიდსასტუმროში – 1 400, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 3 078 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის აჭარაში – 9 190.

კოვიდის 2 720 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 პაციენტი – 13 დეკემბრის მონაცემები

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com