უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი 15 დეკემბერს დაამტკიცა, სახელმწიფო აუდიტმა კი, მეორე დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე. აუდიტის დასკვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას.“ ბიუჯეტის …
Category Archives: ბათუმი
ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა. პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ …
Continue reading “ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ”
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა გრძელდება. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით მ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ. სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ კვებას [ქვიშა-ხრეშის შეტანას] ითვალისწინებს, აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი …
Continue reading “ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად ხრეშის შეტანა გრძელდება”
პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე
ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაიწყო. „მიუხედავად იმისა, თუ რა …
Continue reading “პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე”
ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება
ბათუმი 65 ახალ ავტობუსს 2023 წლის მაისამდე ეტაპობრივად მიიღებს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უთხრეს. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსებით ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკში ამ დროისთვის 154 ავტობუსია, თუმცა ქალაქში გარკვეულ საათებში მუნიციპალური ტრანსპორტი გადაჭედილია. ეს განსაკუთრებით დილით, სკოლებში მეცადინეობის დაწყებამდე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ პერიოდშია საგრძნობი. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა …
Continue reading “ბათუმი 65 ახალ ავტობუსს მომავალი წლის მაისამდე ელოდება”
ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოსაწყობად სამუშაოებს ქალაქის მერია 2023 წლიდან დაიწყებს. სამუშაოები, ძირითადად, KfW ბანკის სესხით და ქალაქის ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KfW] შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები [ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ფაზა V]. შეთანხმებების მიხედვით, ქვეყნისთვის გამოიყოფა 53 მილიონი ევროს …
Continue reading “ბათუმის მერია 80-მილიონიან პროექტს იწყებს – კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიებზე”
1 მილიონის არგადახდისთვის აჭარაში კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს კომპანიის დირექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა …
ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაო სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვლევების ჩატარებასაც მოიცავდა. აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან …
Continue reading “ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა”
ბათუმის ავტობუსებში ახალ აპარატებს ამონტაჟებენ – მალე გადახდას ნებისმიერი ბარათით შეძლებთ
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის ახალი აპარატების დამონტაჟება დაწყებულია და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით პროცესი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ახალი აპარატებით მგზავრებს საშუალება ექნებათ, მგზავრობის საფასური საქართველოს ბანკის ბარათების გარდა უკონტაქტო ტიპის, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათის მეშვეობითაც გადაიხადონ. „ახალი ვალიდატორების მეშვეობით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრობის საფასურის გადახდა Visa და MasterCard-ის ტიპის, უკონტაქტო ბარათის მფლობელ საერთაშორისო ვიზიტორებსაც შეეძლებათ.“ – აცხადებენ …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრულიანი ამინდი; დროგამოშვებით წვიმა; მთაში – თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 2 …
გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია. მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო არქივიდან.
სარფში 2 კგ ოქროს ნივთები აღმოაჩინეს საკვების შეფუთვაში – შემოსავლები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. „აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა …
Continue reading “სარფში 2 კგ ოქროს ნივთები აღმოაჩინეს საკვების შეფუთვაში – შემოსავლები”
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 374 ათასი ლარი დაიხარჯება
ქალაქში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი 374 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულს ევალება ევროპის მოედანზე საგამოფენო სივრცის (დახლების) მოწყობა – ჯიხურების, ფანჩატურის დადგმა, შესასვლელი თაღის, სანტას კუთხის, საახალწლო ინსტალაციების მოწყობა, კარვებით, სცენის დეკორაციისა და ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანებით უზრუნველყოფა; ასევე ცეცხლოვანი შოუს, ილუზიონისტის, აკრობატების, ჯამბაზების წარმოდგენა; ბიოტუალეტის, ტერიტორიის დალაგება დასუფთავების, …
მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია
ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, …
Continue reading “მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია”
კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქ ქობულეთის წყალმომარაგების ქსელის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. ერთ-ერთი პირობით, ქალაქის წყალმომარაგებისთვის სოფელ კვირიკეში უნდა მოეწყოს დამატებით 5000 ტონიანი რეზერვუარი. კვირიკეში, სადაც წლებია მოსახლეობას უწყლობა აწუხებს, ერთი ასეთი რეზერვუარი უკვე არის, საიდანაც ქალაქი ქობულეთი წყლით მარაგდება. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ერთი რეზერვუარი ამ დროისთვის ქალაქის წყალმომარაგებისთვის საკმარისია, „თუმცა, ქალაქი იზრდება და დამატებით …
Continue reading “კვირიკეში, სადაც წყალი არ აქვთ, ქობულეთისთვის წყლის კიდევ 1 რეზერვუარს ააშენებენ”
ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული
ბათუმში მესამე დღეა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 23 ნოემბრიდან გაუარესდა. ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5. ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 25 ნოემბერსაც, ცუდია: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის …
Continue reading “ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული”
მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის
აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება. ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი]. გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი …
Continue reading “მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის”
ეშმაკის ბორბლის საწყისი ქირა აუქციონზე 435 250 ლარი იქნება – 1 წლით სარგებლობისთვის
ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოს „ეშმაკის ბორბლის“ წლიური სარგებლობის საფასურის დადგენის მიზნით მიმართა – შემდგომში ქონების იჯარით გასაცემად. მერიაში მიიჩნევენ, რომ ქონების აუქციონზე გატანისას, საწყის ფასად, წინა აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული თანხა – 435 250 ლარი უნდა განისაზღვროს. „ეს დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე… აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი ქონების სარგებლობის საფასურის სახით, ყოველწლიურად …
ბათუმში ხელოვნური პლაჟების მოწყობა დაიწყო – სანაპიროზე 413 000 კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ
ბათუმის სანაპიროზე ხრეშის შეტანა დაწყებულია. ხელოვნური პლაჟების მოწყობა სანაპირო ზოლის დასაცავადაა აუცილებელი და ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5,6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „ბონდი-2009“ აწარმოებს. კომპანიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. ტენდერის …
6,3 მილიონი ლარი აჭარაში ტურისტების მოსაზიდად – მიზნობრივი ქვეყნების ჩამონათვალი არ იცვლება
მიზნობრივი ქვეყნები, სადაც პირდაპირი სარეკლამო კამპანიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა იხარჯება, არ იცვლება. საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2022 წელს 3 872 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წლისთვის კი, ეს თანხა 6 375 000 ლარი იქნება. აჭარაში, ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 999 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა [აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – …
აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი
დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე ცენტრალურ გაზსადენს, ხოლო ხელვაჩაურის ხუთ სოფელში შიდა ქსელს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ააშენებს. სამუშაოებისთვის აჭარის და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 9 988 878 ლარია გათვალისწინებული. კომპანიას ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 27-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებაზე კი ტენდერი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული. ხულოდან გოდერძიმდე …
Continue reading “აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი”
ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება – 18 ნოემბრიდან
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთი [შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია] მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2022 წლის 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, დღეგამოშვებით, ჩაიკეტება 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან [სოფ. გომარდულის ასახვევი] კმ67+920-მდე [სოფ. ჩანჩხალო] გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების …
Continue reading “ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება – 18 ნოემბრიდან”
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად
ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა – დეპარტამენტი
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ბოლო რამდენიმე თვე შეჩერებული იყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ 12 ნოემბერს უთხრეს, რომ შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. იგივე დაგვიდასტურეს მშენებელ კომპანიაშიც. „რამდენიმე დღეა სამუშაოები გარკვეულ მონაკვეთებში განახლდა. უახლოეს პერიოდში კი, სამუშაოები მთელ მონაკვეთზე გაიშლება“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში რომან პატარიძემ, კომპანია „POLAT YOL & MAPA“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა განახლდა – დეპარტამენტი”
შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის
შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …
Continue reading “შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის”
ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ნოემბრის 21 საათიდან 14 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 – 13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 6 – …
Continue reading “ბათუმში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან”
საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. წელს ბათუმი ახალ ნაძვის ხესაც იყიდის, რისთვისაც ცალკე 968 387 ლარი დაიხარჯება. ამას გასართობ თუ სხვა ღონისძიებების ხარჯებსაც თუ დავუმატებთ, ქალაქი საახალწლო დღეებში, მთლიანობაში, 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ქალაქის გაფორმების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 993 ათასი ლარით გამოაცხადა. სამუშაოები …
Continue reading “საახალწლოდ ბათუმის გასაფორმებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი”
„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა. სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია. „ბულვარის ადმინისტრაციის …
Continue reading “„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე “
ბრალდებულმა ბათუმში 5 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 …
Continue reading “ბრალდებულმა ბათუმში 5 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა – საგამოძიებო”
ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის
ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა. ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა. შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, …
Continue reading “ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის”
1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი
ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო. კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი. „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ …
Continue reading “1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი”
ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ „სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის“ შესყიდვაზე ტენდერი 183 ათას 240 ლარით გამოაცხადა. თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს: შაქარი – 1 კილოგრამი მზესუმზირას ზეთი – 1 ლიტრი გაყინული ქათამი – 1 ცალი ხორბლის ფქვილი – 1 კილოგრამი ამ პროდუქტებს უფასო სასადილოს 7 595 ბენეფიციარისთვის, სააგენტო, სოციალურად დაუცველი ჯგუფის ერთჯერადი უფასო …
Continue reading “ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის”
სააგენტო თხილის ბაღების აღრიცხვას იწყებს – 500 ლარი სუბსიდია 1 ჰექტარზე
სოფლის განვითარების სააგენტო, რომელმაც თხილის სუბსიდირების პროგრამა უნდა განახორციელოს, თხილის ბაღების კადასტრის შესაქმნმელად 174 ათას 420 ლარის შესაბამის მოწყობილობებს, ასევე საოფისე საქონელსა და ტექნიკას შეისყიდის. 174 ათას 420 ლარის შესყიდვას სოფლის სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. თხილის ბაღების კადასტრი მთავრობის დადგენილებაში ასეა განმარტებული: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის …
Continue reading “სააგენტო თხილის ბაღების აღრიცხვას იწყებს – 500 ლარი სუბსიდია 1 ჰექტარზე”
ხვალ ბათუმში შედარებით გამოიდარებს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ნოემბრის 21 საათიდან 5 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა; დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მაღალ მთაში …
Continue reading “ხვალ ბათუმში შედარებით გამოიდარებს – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში”
ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა
ბათუმის ტერიტორიაზე სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა იცვლება. ახალი სქემა ქალაქის მერიამ ბათუმის საკრებულოს უკვე წარუდგინა. საკითხს საკრებულო დღეს, 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს. სამარშრუტო მიკროავტობუსების ახალი სქემა საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ამოქმედდება. „ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსების სამარშრუტო ხაზების სქემებში შევიდა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები სრულად აკმაყოფილებს და მორგებულია მგზავრების მოთხოვნებზე.“ – აღნიშნულია …
Continue reading “ბათუმის მერიამ სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის სქემა შეცვალა”
აჭარის მთავრობის უსარგებლო პროექტი, რაშიც ნახევარი მილიონია გადახდილი – რას ამბობს აუდიტი
აუდიტის მიხედვით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 1 677 277 604 ლარს, საიდანაც 96% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია. სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა …