როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 თებერვლის 21 საათიდან 20 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო შიდამთიან …

ბობოყვათის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტი მერიას უკან დაუბრუნეს

ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან დაგეგმილი მშენებლობის კონცეფციისა და განაშენიანების გეგმაზე მუშაობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. ბობოყვათში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბობოყვათი“ გეგმავს. საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ მრავალფუნქციური დანიშნულების დასასვენებელი კომპლექსი „ბობოყვათის“ მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება სააგენტოში ქობულეთის მერიას ჰქონდა წარდგენილი. სააგენტოს უნდა გადაეწყვიტა, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებდა …

ქედაში ქალის ბიზნესიდეას 4500 ლარით აფინანსებენ, ძალადობის მსხვერპლს კი ოჯახს გაარიდებენ

წელს ქედის მუნიციპალიტეტი ქალი მეწარმეებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი ჯამში 50 000 ლარია. პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების დაფინანსებას გულისხმობს. თითოეული ბიზნესიდეა მაქსიმუმ 4500 ლარით დაფინანსდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება მარტის თვიდან დაიწყება. მონაწილის მხრიდან თანადაფინანსება განსაზღვრულია 20%-ით. ქედის მერიის …

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს. „საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი. შესაბამისად, 2020-2021 წლებში …

ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც: აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა; დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება; გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები. აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში. შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში აუდიტის ანგარიშის …

აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 11 სოფლისთვის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის, რისთვისაც ორი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 377 522 ლარია. ეს სოფლებია: ჭახათი, ოქროპილაური, ქვემო ვაშლოვანი, მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო და დანდალო. პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა …

როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები

ბათუმის ბულვარს ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ზღვისპირა ზოლში ახალი კაფეების ასაშენებლად მზად აქვს. კაფეებს თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და შემდგომ იჯარით გასცემს. ახალი დიზაინის მიხედვით, პლაჟის გასწვრივ დღეს არსებული კაფეები უნდა ჩაანაცვლონ. როდის დაიწყება ეს პროცესი და გააფრთხილეს თუ არა ახლანდელი მოიჯარეები, ბულვარის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს. ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. ეს გეგმა …

ბულვარის შესასვლელში დაზიანებული ფილების შესაცვლელად 420 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დაზიანებული გრანიტის ფილების შეცვლას გეგმავს. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ფილების შესაცვლელად ბულვარმა ტენდერი 420 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში. ტენდერში გამარჯვებულმა არსებული დაზიანებული ბუნებრივი გრანიტის ფილების დემონტაჟის სამუშაოები უნდა შეასრულოს და ქვემოთ დასახელებული ახალი …

რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი

აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – …

ბარცხანის პლაჟი აღარ არსებობს – ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში | ფოტო

ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან, ზღვის 12,5 ჰექტარ ტერიტორიას ხმელეთად გადააქცევენ. ეს ადგილი შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება იმ პროექტის ფარგლებში, რომლითაც აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ფაქტობრივად, პლაჟი აქ უკვე აღარ არსებობს – „ამბასადორმა“ შეიტანა ლოდები და სხვა ინერტული მასალა, რომელსაც ზღვაში ყრიან. …

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს წვიმა, მთაში – თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 8 – …

მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელ ბილიკს მოაწყობენ

ხელვაჩაურის სოფელ მირვეთის ჩანჩქერამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკს მოაწყობენ. პროექტის მიხედვით საფეხმავლო ბილიკი ცემენტითა და ფლეთილი ქვებით მოეწყობა. უშუალოდ ჩანჩქერთან გაკეთდება ტერასა – ხისა და ლითონის კონსტრუქციით. მოეწყობა ასევე განათება, სკამი და სხვა კონსტრუქციები. ბილიკისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 ათასი ლარია [თუმცა, ამავე ტენდერში გამარჯვებულმა …

აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად

დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა. ბათუმის  მერიისგან კი, მოქალაქეები  მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველები და დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი. შინაგან საქმეთა …

სარფის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს შეისყიდიან

ხელვაჩაურის მერია სოფელ სარფის სანაპირო ზოლში კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეების და გასახდელების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 20 ათასი ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული შშმ პირებისათვის ადაპტირებული კიბეების, ბილიკის, პანდუსის საშხაპეების და გასახდელების მოწყობას. ამასთან, „გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტის დაგეგმარების დროს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 იანვრის 21 საათიდან 30 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 15-20 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო შიდამთიან რაიონებში: დღისით: 3 …

როდის დასრულდება „ჭოროხის გზა“ – მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე მონაკვეთში 5,7 კილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია აჭარის მთავრობამ 6 წლის წინ დაიწყო და მთავრობის გათვლებით, 2018 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ გზის [„ჭოროხის გზა“] 2,2-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ დრომდე არ შეკეთებულა. მთავრობამ გზის მშენებლობის დამთავრების თარიღი იმ დროს დაასახელა, როცა კერძო მესაკუთრეებთან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებიც კი არ ჰქონდა …

ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვარში – ბათუმის სანაპიროზე 200 ათასი კუბ.მ ხრეშია შეტანილი

ბათუმის სანაპიროზე ხრეში უკვე ახალი ბულვარის გასწვრივ შეაქვთ. ხრეშის შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ამ დროისთვის, როგორც სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ბონდი 2009“-ში გვითხრეს, 200 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხრეშია შეტანილი. ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის, შესაბამისად ხელოვნური პლაჟების მოსაწყობად, ჯამში კომპანიამ სანაპიროზე სულ 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეიტანოს. სამუშაოებისთვის აჭარის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი  ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო  შიგამთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 …

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ საახალწლო ნაძვის ხის დაშლა პრობლემაა

ქობულეთის მერია აცხადებს, რომ საახალწლო ნაძვის ხისა და დეკორაციების დემონტაჟი „პრობლემად რჩება“, ვინაიდან შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ტენდერით ვერ ახერხებს. ამიტომ დეკორაციების დაშლას გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით გეგმავს. თანხმობისთვის ქობულეთის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. მერიის განაცხადის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სააგენტოსგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, ქობულეთში საახალწლო ნაძვის ხეს თებერვლის ბოლომდე ვერ დაშლიან. „ქუჩის/გარე განათების 2023 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი  ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო  შიგამთიან რაიონებში: დღისით: 5 – 10 …

როდის იქნება შესაძლებელი ბათუმის ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადახდა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განუცხადეს. „მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სხვადასხვა ბანკთან მოლაპარაკებებს „საქართველოს ბანკი“ აწარმოებს და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სავარაუდოდ, იანვრის თვის ბოლოს, ველოდებით, რომ გადახდა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი“, – გვითხრეს ავტოტრანსპორტში. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის …

როდემდე შენარჩუნდება ბათუმში მზიანი დღეები – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 9 – 14 გრადუსი  ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიგამთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 …

სად შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში, ხელვაჩაურში 10-12 იანვარს და როდის აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, 10 იანვარს დილის 08:00 საათიდან ბათუმში ფრიდონ ხალვაშის, აღმაშენებლის, ტაბიძის, გულუას, ლეონიძის, ხახულის, ევდენოზისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ამ ქუჩებზე აბონენტებს გაზის მიწოდება 11 იანვრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანიის განცხადებით, გაზის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ხელვაჩაურში [მათ შორის ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე] ხვალ, 11 …

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, 2023 წელს 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებში დაიწყება. მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია არ ეხება თვითმმართველ ქალაქებს, მათ შორის ბათუმს. საჯარო რეესტრმა ადრინდელი გეგმა-გრაფიკი შეცვალა, შესაბამისად, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს უნდა დაიწყოს: …

1 მილიონი ლარი აჭარის პოპულარიზაციისთვის – ტურისტული გამოფენების ჩამონათვალი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2023 წელს ათობით ტურისტულ გამოფენასა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ფინანსების ხარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს. ამ მიზნით, 1 მილიონ 50 ათასი ლარის მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. „აღნიშნული ღონისძიებები და პიარ-აქტივობები ხელს უწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და …

ორშაბათიდან აჭარაში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ნალექი, მთაში თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო ღამით: -2 გრადუსი ყინვა 3 გრადუსი …

თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში თოვლის გამო რიგ სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. მაღალმთიან აჭარაში ამ წუთებშიც თოვს. 8 იანვრის დღის 12 საათისთვის, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, „ქედაში მხოლოდ 2 სოფელს და შუახევის რამდენიმე სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია შეფერხებით. ხულოში კი, ძირითადად, მაღალი ზონის სოფლებშია შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ“. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში ამ წუთებშიც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 იანვრის 21 საათიდან 8 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში ნალექი, ზოგან თოვლჭყაპი, მთაში თოვა, ღამით და დილით ზოგან ძლიერი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი …

ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის

ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული. ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, …

2,2 მილიონი ლარი სკვერების მოსაწყობად ბათუმში – რა მისამართები შეარჩია მერიამ

ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“. სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება. სამუშაოები …

ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გრძელდება ნატანის შეტანა სანაპირო ზოლში. ხელოვნური პლაჟების მოწყობის მიზნით, ამ ეტაპზე სანაპიროზე დაახლოებით 413 ათას კუბურ მეტრ ხრეშს შეიტანენ. ხელოვნურად შეტანილი ხრეშით კი, ზღვამ პლაჟის შექმნა უკვე დაიწყო: ხრეში ამჯერად ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, ნაპირდამცავ ნაგებობასთან შეაქვთ. სამუშაოებისთვის, რომელიც ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნურ …

ბათუმი 65 ახალი ავტობუსიდან 5-ს სავარაუდოდ ქობულეთს აჩუქებს

ბათუმი 2023 წელს 65 ახალ ავტობუსს იყიდის, თუმცა, მერიის განცხადებით, აქედან ქალაქში მხოლოდ 60 ავტობუსი იმოძრავებს. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, დარჩენილი 5 ავტობუსის ბედი, თუმცა, ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. 5 ახალი ავტობუსის ფასი კი, ჯამში, 2 მილიონ 683 ათასი ლარია. „ბათუმისთვის არის 60. დანარჩენი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის“, – მხოლოდ ეს გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში. „ბათუმელები“ შეეცადა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 დეკემბრის 21 საათიდან 26 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი …

ნაძვის ხე ჯერ დადგეს და მერე აიღეს – რა მოხდა შუახევში

შუახევში საახალწლო ნაძვის ხე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაამონტაჟა, თუმცა მერიამ ის არ ჩაიბარა და კომპანიას უკან დაუბრუნა. შუახევი ამჯერად საახალწლო ნაძვის ხეს ტენდერის გარეშე, 49 556 ლარად იყიდის და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საახალწლო ნაძვის ხის ანთება შუახევში 28 დეკემბერსაა დაგეგმილი. რატომ აიღეს დამონტაჟებული ნაძვის ხე ხელშეკრულება ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე მერიას 49 800 …

კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

ხელვაჩაურში საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი: 2022 წლის 26 დეკემბერს – „ღამის შოუს ბენდის“, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება. ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან „ღამის შოუს ბენდს“, 30 000 ლარს გადაუხდიან, ხოლო, 13 იანვრის კონცერტში 143 363 ლარი დაიხარჯება. ყველა შესაბამის მომსახურებას მუნიციპალიტეტის მერია …

პროგრამების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და ბუნდოვანია – აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტზე

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი 15 დეკემბერს დაამტკიცა, სახელმწიფო აუდიტმა კი, მეორე დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე. აუდიტის დასკვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას.“ ბიუჯეტის …

Exit mobile version