როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 …

799 600 ლარი შსს-ს აჭარის დეპარტამენტის შენობის რემონტისთვის-გადადის თუ არა პოლიცია ბარცხანაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 800 ათასამდე ლარს დახარჯავს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი შენობის გასარემონტებლად. გასულ წელს კი, საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს. პირობის მიხედვით, …

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა. „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ …

ბათუმის საქალაქო ავტობუსებში გადახდა ნებისმიერი საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ საჭიროა პირველ რიგში საკრებულოს შესაბამისი დადგენილება, შემდეგ კი, გადახდის აპარატების [ვალიდატორების] შეცვლა-განახლება. ქალაქის მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა პროექტი, რომლითაც ცვლილება უნდა შევიდეს იმ დადგენილებაში, რომელიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით მგზავრობას არეგულირებს. „არსებული დადგენილების საფუძველზე მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული საგადახდე სისტემის …

ქობულეთი ბათუმის ძველ ნაძვის ხეს აღარ დადგამს – ახალს 147 ათას ლარად იყიდის

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნაძვის ხისა და ნაძვის ხის დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი 147 ათასი ლარით გამოაცხადა. თუ ეს ტენდერი შედგა, ქობულეთში აღარ დადგამენ იმ ნაძვის ხეს, რომელიც 2017 წელს ბათუმისგან ითხოვეს და მას შემდეგ ყოველ ახალ წელს დგამდნენ ქობულეთში. „ნაძვის ხეს, რომელიც ბათუმმა გადმოგვცა, მესამე წელს წიწვების ცვენა დაეწყო… ამჯერად კი, მის რეაბილიტაციას ვამჯობინეთ ახალი შევიძინოთ“, …

ბულვარში ხელოვნურ პლაჟს „ბონდი-2009“ მოაწყობს, ტენდერის თანხა 5,6 მილიონია

ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, ზღვის სანაპიროზე, ხრეშის შესატანად ხელშეკრულება 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერ სამუშაოები არ დაწყებულა. ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შორის ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული. სამუშაო სამ უბანზე: ბათუმის გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკისა და ახალი ბულვარის მიმდებარე …

როდის დასრულდება ხულო-გოდერძის გზაზე 4 კილომეტრის შეკეთება

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები თავდაპირველად შეჩერდა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა. სამუშაოებს ამჯერად სხვა კომპანია „ნიუ როუდი“ აგრძელებს. კომპანია „მამისონში“ კი აცხადებენ, რომ დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს კომპანია „მამისონთან“ 14,5 …

ბათუმი თითო ავტობუსში 536 600 ლარს გადაიხდის – ქალაქი 65 ავტობუსს იყიდის

ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით]. კომპანია მერიას თურქული წარმოების, „ისუზუს“ ბრენდის 9,5 მეტრი სიგრძის ავტობუსებს სთავაზობს [ერთი ასეთი ავტობუსის …

ბათუმის მერია საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამებს ყიდულობს

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის სკამების შესყიდვაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 36 სკამის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 9 400 ლარია გამოყოფილი. პირობის მიხედვით, მერია 2 სახის სკამს შეისყიდის: ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კი მერიას სკამები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს. — ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეების დაშვება …

ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია

ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში 17 ოქტომბრიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17– 22 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 2 – …

გონიოს ყოფილ პოლიგონზე 9.9 ჰექტარი დაჭაობებულია – ტენდერი ტერიტორიის შესწავლაზე

გონიოს ყოფილ პოლიგონზე დაჭაობებულ ადგილებს გეორადიოლოკაციური მეთოდით განსაზღვრავენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაჭაობებული ტერიტორიის მოცულობების განსაზღვრაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 19 300 ლარია. „გონიოს დასახლებაში მდებარე დაჭაობებული ტერიტორიის სიღრმე უნდა განისაზღვროს გეორადიოლოკაციური მეთოდით, ხოლო მოცულობების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე საკადასტრო კოდების მითითებით. დაჭაობებული ტერიტორიის სავარაუდო ფართობი შეადგენს 9,9 ჰექტარს“, – აღნიშნულია სატენდერო …

აგრობარათის გამოყენება 30 ნოემბრამდე შეიძლება – ქულებით 280 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებით ფერმერებმა ჯამში 31,5 მილიონზე მეტი ლარის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს. როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაისიდან დღემდე პერიოდში აგრობარათებით 280 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს 35 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. იმ ფერმერებს, რომლებსაც აგრობარათებზე დარიცხული ქულებით ჯერ არ უსარგებლიათ, უფლება აქვთ, აგრობარათებზე დარიცხული ქულები …

მახინჯაურის გვირაბებში 17-22 ოქტომბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით: 2022 წლის 17 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 2022 წლის 20 ოქტომბრის 00:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების …

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ორხაზოვანი ზიპლაინის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს. „პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა …

458 ათასი ლარი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის ადაპტირება-რემონტისთვის

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 458 ათას 231 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადებულია და საბოლოო თანხა, რაც ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირდება, აჭარის 2022 და 2023 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება. საბჭოს შენობაში უნდა მოეწყოს პანდუსი, ლიფტი და ჩატარდეს სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაო. დოკუმენტების მიხედვით, გარდა იმისა, რომ შენობა არაადაპტირებულია, კედლებში წყალიც ჟონავს. მიზეზად კი, თავის დროზე არასწორად შესრულებული …

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 3 ოქტომბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი,  ღამით: 13 – 18 გრადუსი …

ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს. კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უშუალოდ კუნძულის მშენებლობამდე „ნაპირდამცავ ჯებირს“ ააშენებს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება. ბარცხანის პლაჟის გასწვრივ ზღვაში ჩასაყრელად საჭირო ქვებს ხალას, ახალშენის და ქედის კარიერებიდან შემოიტანენ. ბათუმში „ხელოვნური კუნძულის“ პროექტის პრეზენტაცია 3 სექტემბერს გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მშენებლობის …

ბათუმის მერიამ „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების კონცეფცია განაახლა

ბათუმის მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განახლებული დოკუმენტაცია წარადგინა. სააგენტომ ბათუმის მერიის მიერ ადრე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, 2022 წლის აგვისტოში შეწყვიტა და მერიას შენიშვნები გადაუგზავნა. სააგენტო, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად, ამჯერად, მერიის მიერ ხელახლა წარდგენილ კონცეფციასა …

ბათუმში N6 და N14 მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები იცვლება

ბათუმში N6 და N14 მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები იცვლება. შესაბამისი განცხადებით ბათუმის მერს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა მიმართა, ქალაქის მერმა კი, დასამტკიცებლად შესაბამისი ცვლილების პროექტი საკრებულოს წარუდგინა. ქალაქის მერისადმი გაგზავნილ წერილში „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი წერს, რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციამ „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მიმართა თხოვნით, სკოლის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით [ბათუმი, ორბელიანისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა] მოწყობილიყო მუნიციპალური ტრანსპორტით …

რესპუბლიკურის ეზოში „ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად“ მონუმენტს დადგამენ

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, „საავადმყოფოს დაარსებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი ექიმების სახელების უკვდავსაყოფად მონუმენტს მოაწყობენ“. მონუმენტს საავადმყოფოს ეზოში არსებულ სკვერში დადგამენ. მონუმენტის მოწყობის სამუშაოებისთვის საავადმყოფოს 53 516 ლარი აქვს გამოყოფილი, მომსახურებას კი ტენდერით შეისყიდის. ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 30 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. მონუმენტი კი, ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში …

ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 22 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი,  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო …

ხულო-გოდერძის გზაზე დღეს პერიოდულად შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+600 მონაკვეთზე [ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია], ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 21 სექტემბერს 10:00სთ-დან 14:00სთ-მდე და 13:00სთ-დან 19:00სთ-მდე. დროის აღნიშნულ მონაკვეთებში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარტამენტის განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვა …

რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება

ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის. ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება. სამუშაოებს აქ „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. როდის დასრულდება სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს …

302 000 ლარი ბათუმის რესპუბლიკურის ეზოს სკვერის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის 302 ათასი ლარია გათვალისწინებული. სკვერი საავადმყოფოს ძველ და ახალ კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციაზე ტენდერი შპს „ბათუმის რესპუბლიკურმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ გამოაცხადა. ეზოს [სკვერის] რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე არხის მოწყობაცაა დაგეგმილი. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულია სკვერი, რომელიც გაშენებულია მე-XX საუკუნის 50-იან წლებში, განაშენიანებისთვის თავდაპირველად გამოყენებული იყო მარადმწვანე მერქნიანი მცენარეები და პალმები. …

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – ბიაფი დაიწყო. ბიაფი წელს მეჩვიდმეტედ ტარდება. „ეს წელი შევა ბიაფის ისტორიაში საფესტივალო წლად, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყებამ უარი უთხრა ფესტივალს დაფინანსებაზე,” – თქვა გახსნის ცერემონიალზე ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა. მისივე თქმით, შექმნილი ფინანსური სირთულეები ფესტივალის მენეჯმენტმა ნაწილობრივ დაძლია და შესაძლებელი გახდა მისი ჩატარება. ფესტივალის მენეჯმენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ …

დღეს საღამოს და ღამით ძლიერი ქარია მოსალოდნელი – ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ხვალ, 19 სექტემბერს კი, დღისით ზღვაზე 4-ბალიანი [13-18დმ] ღელვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოდან ქარის გაძლიერება შავი ზღვის მთელ სანაპირო რაიონებშია მოსალოდნელი. 19 სექტემბერს კი გაწვიმდება. როგორი ამინდი იქნება …

ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] …

ორშაბათიდან ბათუმში ამინდი შეიცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით დღეს, კვირას, 18 სექტემბერს, აჭარაში უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი, +35 გრადუსამდე იქნება. 18 სექტემბრის საღამოს 9 საათიდან 19 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან …

ხულოს სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 2 სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ მეხალაშვილებში, წუხელ ღამით, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს, დღეიდან ხულოს მერია საცხოვრებლად დროებით, ქირით გადაიყვანს. „თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის …

11 მილიონი აჭარის სოფლების გაზიფიცირებისთვის – ტენდერები 9 მილიონით არ შედგა

დაბა ხულოს, შუახევისა და კიდევ 11 სოფლის გაზიფიცირებაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 9,3 მილიონი ლარი იყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იგივე მომსახურებაზე ტენდერები დღეს, 16 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ჯამში 2,3 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 11,6 მილიონი ლარია. შესყიდვის ხელახლა გამოცხადებით გადაიწია …

ბათუმისთვის 65 ავტობუსს შეისყიდიან – ქალაქი მაქსიმუმ 36 მილიონს გადაიხდის

ბათუმისთვის 65 საქალაქო ავტობუსის შესაძენად სხელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [სატენდერო თანხა] 561 ათას 140 ლარია დღგ-ს ჩათვლით, ანუ, ჯამში 36 474 100 ლარი. ამასთან, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ერთი ავტობუსის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 508 ათას 140 ლარს, ანუ, 65 ავტობუსის ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს …

865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით …

რუსული კომპანიის დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის – 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმში, ხუთი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას რუსული კომპანიის ფილიალი დავების საბჭოში ასაჩივრებს. კომისიამ მომჩივანს ტენდერში დისკვალიფიკაცია „არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო“ მისცა. N13, 14, 22, 31 და 33 ბაღების კეთილმოწყობაზე ტენდერი [დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაცია] 4 961 999 ლარით არის გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი – შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – სამმართველოს მომსახურებას …

Exit mobile version