„შეხვედრას დავესწარი, მაგრამ მე შეკითხვა არ დამისვამს? რა შეკითხვა უნდა დამესვა, დაპირებებს მაინც არავინ ასრულებს,“ – იმ კორპუსიდან გადმოგვძახა ქალმა, რომლის ეზოშიც რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წინასაარჩევნოდ შეხვედრა გამართეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რამაზ ჯინჭარაძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – …
Category Archives: ბათუმი
კუნძულისთვის ხრეშს ჭოროხიდანაც ამოიღებენ – მთავრობამ „ამბასადორს“ ადგილი 3 წლით გადასცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს მდინარე ჭოროხის ნაპირიდანაც ამოიღებს. მთავრობის 2024 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, „ამბასადორს“ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი 3 წლით, იჯარით გადაეცა. კომპანია ყოველწლიურად საიჯარო ქირას – 84 904 ლარს გადაიხდის. ამასთან, კომპანიას „შესაბამისი ხელშეკრულების …
16,2-მილიონიანი ტენდერი „ოცნების“ კანდიდატის მონაწილეობით – დავაში „ბათუმის წყალი“ გაამტყუნეს
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა „ბილდინგ-დეველოპერის“ საჩივარი ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ წინააღმდეგ. გასაჩივრებული ტენდერი 16,2 მილიონი ლარითაა გამოცხადებული და მწვანე კონცხის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტენდერში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი ჭყონიას კომპანიაც. „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი არის „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, …
სახიფათო პლაჟი – რატომ არ გააქვთ ხრეში ბათუმის კონცხიდან
ბათუმის კონცხთან პლაჟის უსაფრთხოებისთვის ჭარბი ნატანის ამოღება და გატანაა აუცილებელი, რის შესახებაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ერთი წელია დოკუმენტებს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ათანხმებს. ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით სამმართველომ სააგენტოს 2023 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“. ამის შემდეგ ხელახლა წარდგენილი …
Continue reading “სახიფათო პლაჟი – რატომ არ გააქვთ ხრეში ბათუმის კონცხიდან”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 სექტემბრის 21 საათიდან 16 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 32 გრადუსი ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – …
რა მარშრუტით მოძრაობენ ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფლებში მუნიციპალური მიკროავტობუსები
ბათუმში, ასევე ბათუმიდან მუნიციპალური მიკროავტობუსები რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მარშრუტებზე მიკროავტობუსების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გახსნილი სამარშრუტო ხაზების მარშრუტის ნომერი, მიმართულება და ტარიფები გამოაქვეყნა: კირნათის ადმინისტრაციული ერთეული N400 – მეტროს …
ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე, მანქანა სკვერში შევარდა
დღეს, 30 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. მსუბუქი ავტომანქანა ზებრა გადასასვლელთან ტროტუარზე ავარდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. „ბათუმელები“ შსს-დან და სასწრაფოდან დამატებით ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის
მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან. მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“ მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი „ბათუმის წყალმა“ …
Continue reading “„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის”
ბათუმში ჭაჭა თაუერს დანგრევა დაიწყეს
ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ ჭაჭა თაუერს ანგრევენ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია ბათუმის მერიას შპს „ბათუმი რივიერამ“ წარუდგინა. კომპანიის განცხადებით, პარკის კონცეფცია, რომელიც „ქალაქის საკუთრება იქნება“ საკრებულომ მოიწონა. ჭაჭა თაუერის დანგრევას სწორედ ეს კონცეფცია ითვალისწინებს. საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. „ბურუნ-თაბიეს“ ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან …
ვინ ჩაკეტა თავისუფალი საპარკინგე სივრცე – ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ არ იცის
ბათუმის სანაპიროზე, თამარის დასახლებაში, თავისუფალი საპარკინგე ადგილი შლაგბაუმითაა გადაკეტილი. ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელსაც გასულ კვირას მივმართეთ, ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ მოაწყო შლაგბაუმი და რა უფლებით ჩაკეტა თავისუფალი სივრცე. „ბენზეში „ოქროს თევზის“ გვერდით თავისუფალი საპარკინგე ადგილი იყო, რომლითაც როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები თავისუფლად სარგებლობდნენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ჩაიკეტა შლაგბაუმით და მანქანით შესვლას …
„აირჩიე ევროპა“ – პარასკევს ბათუმში მუსიკალური აქცია გაიმართება
30 აგვისტოს, პარასკევს, 20:30 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება მუსიკალური აქცია – „აირჩიე ევროპა“. „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა თაობა ერთიანდება. აღიარებული ქართველი მუსიკოსები თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთობის დროა!“ – აღნიშნულია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე. მუსიკალურ აქციაში მონაწილეობენ: ლანა ღოღობერიძე გოგი მესხიშვილი ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძე ლიზი რამიშვილი ლიზა კერესელიძე თემურიკო დიასამიძე გიორგი უშიკიშვილი ნიკალა ზუბიაშვილი ლუკა …
Continue reading “„აირჩიე ევროპა“ – პარასკევს ბათუმში მუსიკალური აქცია გაიმართება”
როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში
ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ. „განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან …
Continue reading “როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში”
ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზება აჭარის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდება
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზებას აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება. ანრი ჯოხაძე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელეკომპანიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიცაა. როგორც სატენდერო სხდომის ოქმიდან ირკვევა, პროექტის – „ანრი ჯოხაძე ბათუმში“, განხორციელების მიზნით, კომისიას წერილობითი მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ მიმართა. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ …
Continue reading “ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზება აჭარის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდება”
საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა
ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორანს ააშენებენ. ორსართულიანი შენობის პროექტი მერიამ შეითანხმა და 6 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებაც გამოსცა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიას 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით: „პროექტი ითვალისწინებს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ბათუმის საბაგიროს მიმდებარედ, კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, საპარკინგე სივრცეს 26 ავტომობილზე …
Continue reading “საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა”
6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის
ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …
Continue reading “6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის”
შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]
იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …
Continue reading “შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღისით ზოგან დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი: 17–22 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 …
ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, „სოკარის“ ბენზინგასამართის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებული ურდულის შეცვლაა აუცილებელი, რის გამოც საჭიროა ჩაქვის რეზერვუარის დაცლა, რაც გამოიწვევს ქალაქისთვის წყლის მიწოდების დროებით შეწყვეტას. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ხანგრძლივობა მოიცავს 17 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 18 აგვისტოს დღის 14:00 საათამდე პერიოდს. ამ პერიოდში კი, წყლის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ …
Continue reading “ბათუმის არაერთ უბანში დღეს საღამოს წყლის მიწოდება შეწყდება”
რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია
ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი ღამით: 12 – 17 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო
ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის …
Continue reading “ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო”
კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა
ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება სააგენტოს უფროსმა დღეს, 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა. „შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და თანდართული დოკუმენტაციის, დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, ანგარიშში წარმოდგენილი ტექნოლოგიური …
Continue reading “კუნძულთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა”
ავარია ბათუმში – დაზიანდა 3 ავტომობილი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 აგვისტოს, ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში. ავარიის შედეგად 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევა ზებრა გადასასვლეზე მოხდა, ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავრდა და სამშენებლო ღობეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით, არავინ დაშავებულა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო გამოძახება არ დაფიქსირებულა.
ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს
ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. ბათუმის მერიის …
Continue reading “ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს”
კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა
ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან …
ბათუმის აეროპორტში ალმათი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება
ბათუმის აეროპორტში დღეს, 12 აგვისტოს, ალმათი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ ჯდება. „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, რომ მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია. ბათუმში ძლიერი წვიმაა. თვითმფრინავს ზღვის თავზე წრეს აკეთებს და ამ წუთებში [20:50 სთ] აეროპორტში დაჯდომას ცდილობს. ინფორმაცია განახლდება. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 21:00 საათზე დაჯდა. მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
210 ათასი ლარი ბენზეს ხიდის გაფართოებისთვის – საცობში გაჭედილი ბათუმის შემოსასვლელი
ბათუმის შემოსასვლელში მდინარე ყოროლისწყალზე მდებარე ხიდის რეკონსტრუქციაში, რაშიც 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ამჯერად დამატებით 210 ათასი ლარი დაიხარჯება, ოღონდ ქალაქის ბიუჯეტიდან. ხიდს სავარაუდოდ გააფართოებენ. თამარის დასახლებაში აღნიშნული ხიდის რეკონსტრუქციამ საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, არაერთი პირი ამბობს, რომ ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 13 – 18 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] საავტომობილო ახალი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის განხილვა ბათუმსა და ჭარნალშია დაგეგმილი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, გზშ-ს ანგარიშის განხილვა გაიმართება: 2024 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში [ლუკა ასათიანის ქ. N25] 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობაში საჯარო …
Continue reading “ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტის საჯარო განხილვა ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება”
კუნძულის ქაოსური მშენებლობა სახიფათოა და უნდა შეჩერდეს – „ტერმინალი 1“-ის მიმართვა მთავრობას
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“ „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. …
რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ძირითადად უცხო ქვეყნებისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება. ეს დახმარება არის როგორც შეღავათიანი სესხი, ასევე საჩუქარი – გრანტი. რომ არა უცხოური მილიონები, მაგალითად ბათუმში, დღესაც არ იქნებოდა გამართული წყალმომარაგება, ცენტრალური და თანამედროვე საკანალიზაციო თუ სანიაღვრე სისტემა, არ იქნებოდა ბათუმის [ჯერ დაუმთავრებელი] და ქობულეთის შემოვლითი გზები. შეღავათიანი სესხით უნდა …
Continue reading “რა ვერ გაკეთდება აჭარაში ევროპის ფინანსური დახმარების დაკარგვით”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 14 – 19 …
1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის
ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. 502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …
Continue reading “1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის”
„ამბასადორი“ კუნძულისთვის 500 000 კუბ.მ ინერტულ მასალას ხალაში ულიცენზიოდ მოიპოვებს – მთავრობა
საქართველოს მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. კომპანიამ ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული უნდა ააშენოს. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2024 წლის პირველ აგვისტოს გამოსცა. ამ განკარგულებით „ამბასადორს“ უფლება აქვს 1 წლის განმავლობაში 500 ათასი კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ …
ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა
„ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტი შეეხება 112 კერძო მიწის ნაკვეთს, 17 კომერციულ შენობას, 9 საცხოვრებელ სახლს და ერთ 9-ბინიან კორპუსს“, ახალ „გზას სარფის პლაჟთან შეხება არ აქვს“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ გზშ-ს ანგარიშში. ანგარიში დეპარტამენტმა სააგენტოს 2024 წლის 25 ივლისს წარუდგინა. შესაბამისად, ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოზე ზემოქმედების …
როგორ აპირებს რიჟვაძე ბათუმში პარკირების პრობლემის მოგვარებას, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე
ბათუმში არსებული პარკინგის მწვავე პრობლემის დროებით, ნაწილობრივ გადაჭრის გზა წარმოადგინა დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმს ახალი, უფასო, 1000 საპარკინგე ექნება, ოღონდ სექტემბრის ბოლომდე. „იცით, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ახალ საპარკინგე სივრცეებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება და ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება უფასოდ დათმობილი …