ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დროებით იცვლება 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. მიზეზი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციაა. კერძოდ, იცვლება შემდეგი ავტობუსების მოძრაობის სქემა: N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე N1ა – ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის [ნაწილი], თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში გაიმართება

ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით: სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25] „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 თებერვლის 21 საათიდან 8 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან წვიმა; მთაში თოვა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 2 – 7 გრადუსი …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

მზია ამაღლობელია დღეს საქართველო – სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ახალგაზრდებს მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 იანვრის 21 საათიდან 27 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთ პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 9 – 14 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით „უხვი ნალექისა და ავარიულად დაზიანებულ მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოების გამო დღეს, 20 იანვარს, წყალმომარაგება შეეზღუდათ: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიაში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ზღვისპირის, წერეთელის, მაქაცარიას, გოგებაშვილის, ბაქოსა და იმედაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს“.„წყალმომარაგება ეტაპობრივად ყველა მისამართზე 20 იანვრის 23:00 საათამდე აღდგება.“ – აცხადებს კომპანია.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 იანვრის 21 საათიდან 20 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ქარბუქი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით პერიოდულად ქარი 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 …

ხანძარი იყო ბათუმში, რურუას ქუჩაზე

ხანძარი იყო დღეს, 10 იანვარს, საღამოს ბათუმში, რურუას ქუჩაზე. ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ბინის სამზარეულოში. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ბათუმის მერიამ მუსიკოსებს 464 000 ლარი გადაუხადა საახალწლო კონცერტებში – ვინ რა თანხა მიიღო

ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს. შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა. 772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო …

ბათუმში ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში, ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად. შემთხვევა საღამოს, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 25 დეკემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 8 იანვრის დღის პირველი საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების …

ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარის ფეიერვერკები შეიძინა

საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა. „წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, …

ბათუმის ბიუჯეტიდან ნუცა ბუზალაძეს 25 510 ლარს გადაუხდიან

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან ქალაქის ბიუჯეტიდან. „ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2 110 ლარით გაიზარდა და 8 760 ლარი იქნება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2025 წლის იანვრიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 650 ლარი იყო. ახალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს. გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საკრებულოში დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეებიც. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო მთიან …

„სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული. „სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მიმდინარე პროტესტის, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქციის …

4 იანვარს ბათუმში აქცია გაიმართება – პროტესტის 38-ე დღე

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქცია ანონსდება. ბათუმში დღეს ყოველდღიური, უწყვეტი პროტესტის 38-ე დღეა. მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა გააჟღერონ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და პერიოდულად იმართება აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებშიც. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს …

ბათუმში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმოძრავებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება და პირველი იანვრის 01:00 საათამდე იმოძრავებენ. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი „დაგეგმილ ახალი წლის ღონისძიებების“ გამო გახანგრძლივდა. ბათუმის მერია დღეს, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე გალაკონცერტის გამართვას გეგმავს ევროპის მოედანზე. ევროპის მოედნის მიმდებარედ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კი 23:00 საათიდან დაიწყება პროევროპული საპროტესტო აქცია. საპროტესტო აქციები …

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული. საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა …

რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, ქვაფენილს აყრიან და ასფალტის საფარს დააგებენ, ქალაქის ბიუჯეტიდან კი, ჯამში 22,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მთლიანობაში შეეხება ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის კვეთიდან [საბაგიროს სადგურიდან] ჯავახიშვილისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთს. სამუშაოები ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე …

„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის

დღეს, 24 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში გაიმართება მარში  -„კულტურა ხალხისთვის – მარში სამართლიანობისთვის“. ანონსის თანახმად, მარში დაიწყება ბათუმის იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან, 17 საათზე. ასევე, დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია, ტრადიციულად, გაიმართება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი …

ბათუმში დღეს გაიმართება თარჯიმნების პროევროპული მარში

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში დააანონსეს თარჯიმნების პროევროპული საპროტესტო მარში. თარჯიმნების მარში დაიწყება 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩის მხრიდან. დღეს, 22 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე იგეგმება მხატვრების მარშიც. ასევე, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციებს ბათუმში …

დღეს ბათუმში მხატვრების აქცია გაიმართება – „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის“

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში მხატვრების პროევროპული აქცია იგეგმება. „მხატვრები ევროპული საქართველოსთვის!“, „მხატვრობა ცარიელი ჩარჩოა თავისუფლების გარეშე“ – ასეთია დაანონსებული აქციის სლოგანები. აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე, 17 საათზე დაიწყება. ასევე, დღეს, 22 დეკემბერს, 19 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 25-ედ გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც ბათუმში 28 ნოემბრიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციას პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა …

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა

ბათუმში, ქარიშხალმა კობალაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი მოგლიჯა. როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე „ბათუმელებს“ ატყობინებს, მოგლეჯილი სახურავი კორპუსის წინ ავტომანქანებს დაეცა. „დაზიანდა სამი ავტომობილი“- ამბობს მოქალაქე. დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში დილიდან ავდარია. დასავლეთის ქარის სიჩქარე პერიოდულად 17-25 მეტრს აღწევს წამში.

სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში

დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში წყალი შეწყდა არაერთ უბანსა და შემოგარენში მდებარე სოფელში. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, ბენზესა და გოროდოკის დასახლებებში, ადლიაში, ჰელიმიშის, ბაქოს, მაქაცარიას, რ. ნიჟარაძის, ი. ფაღავას, ზღვისპირისა და კაჩინსკების ქუჩებზე. ასევე წყალი შეწყდა  აეროპორტის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და …

„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს

დღეს, 9 დეკემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა. „პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი და მოწოდება გაფიცვისკენ ლეგიტიმურია, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ, რომელთა უმრავლესობაც ნიღბით იყო, მათ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 …

ბათუმში საპროტესტო აქციები იმართება

დღეს, 4 დეკემბერს, ბათუმში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება. ბათუმის ქუჩებში დილიდან მსვლელობა მოაწყვეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ქალაქის პირველ საჯარო სკოლასთან შეუერთდნენ მშობლების მარშს. მშობლების მარში კი, ბათუმში, დღის 2 საათზე დაიწყო. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მშობლები პირველი საჯარო სკოლის შენობიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მივიდნენ. პარალელურად ბათუმში ქალების აქცია …

საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტების ნაწილს კარი ჩაუკეტა და აკადემიაში არ შეუშვა

საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ აკადემიის სტუდენტთა ნაწილს დღეს, 3 დეკემბერს, სასწავლებლის კარი ჩაუკეტა და აკადემიის ეზოში არ შეუშვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ, მიეცათ მათთვის იმ სასწავლებლის ეზოში შესვლის უფლება, რომელშიც სწავლობდნენ, თუმცა საზღვაო აკადემიამ საკუთარი სტუდენტებისთვის კარი არ გააღო. საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ერთი ნაწილი აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის …

„დავიცვათ ჩვენი მომავალი და კონსტიტუცია“ – ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგების პეტიცია

ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები პეტიციას ავრცელებენ. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს. „ჩვენ, ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიღრმისეულად ვაცნობიერებთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას, როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის. ჩვენი სკოლა, რომელიც დაარსდა 1904 წელს, იყო პირველი არა მარტო ბათუმში, არამედ მთელს აჭარაში, ის ყოველთვის ეწეოდა განათლების პროგრესს და …

Exit mobile version