ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის. ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივლისის 21 საათიდან 29 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 19 – 24 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: …

ბათუმში კანალიზაციის სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა

ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, საკანალიზაციო მასების სატუმბო სადგურებში ტუმბოები დაზიანდა, მათი დაუყოვნებლივ შეკეთებისთვის კი 232 ათას 475 ლარია საჭირო. ტუმბოებს კომპანია გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე შეაკეთებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. „სატუმბო სადგურებში სრული ფუნქციონირებისათვის საჭირო 8 ტუმბოს ნაცვლად ფუნქციონირებს 4 ტუმბო, რომლებიც არასაკმარისია ქალაქში წარმოშობილი საკანალიზაციო მასების სრულყოფილად გადასატუმბად… არსებული არასაკმარისი …

რატომ ვერ იწყებს ბათუმის მერია 99 ლიფტის შეცვლას – დავა 8 მილიონისთვის

ბათუმის მერიის სამმართველოს ჯერ 59, ამჯერად კი 99 ლიფტის შესაცვლელად გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. საჩივრებისა და დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 59 ლიფტის შეცვლაზე ტენდერები [5 მილიონი ლარით] გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ვერ შედგა – ეს ტენდერები სამმართველომ შეწყვიტა. მოგვიანებით მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 59 ლიფტს 40 დაამატა და უკვე 99 ლიფტის შეცვლაზე …

ავარია აეროპორტის გზატკეცილზე – 2 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 23 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის [15:25 სთ] აეროპორტის გზატკეცილი ცალმხრივადაა გადაკეტილი [აეროპორტიდან ბავშვთა საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია]. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: …

16 მილიონი ლარი წყალმომარაგებისთვის მწვანე კონცხზე, სადაც კანალიზაცია არ არის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ახალი ქსელი მოეწყობა. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ 16 მილიონი ლარით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოები გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს, თუმცა, ამ დასახლებებში არ არის საკანალიზაციო [წყალარინების] ქსელი. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებებში, ასევე ბათუმს შემოერთებული ჩაქვის ტერიტორიის ნაწილში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] მეხუთე …

ბათუმში გარე რეკლამის განთავსების უფლებას მერია 10 წლით ასხვისებს – აუქციონი

გარე რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმის მერია 10 წლის ვადით ასხვისებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავრების ექსკლუზიურ უფლებას 10 წლის ვადით მიიღებს. აუქციონში გამარჯვებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ბათუმში გარე რეკლამის განთავსების საფასურის ოდენობა და სხვა პირობები. ნებართვის მოქმედების პერიოდში ნებართვის …

„კარგად იცი, რაშიც მყოფნის პენსია“ – რეპორტაჟი ჯავახიშვილის ქუჩიდან

„კარგად გეცოდინება, რაშიც მყოფნის“ – გვპასუხობს პენსიონერი ანზორ გოგრაჭაძე კითხვაზე – რაში გყოფნით პენსია. მან ჯერ გვითხრა, რომ პენსია მცირეა და არ ჰყოფნის, მას შემდეგ კი, როცა ვთხოვეთ, მოეყოლა დანახარჯების შესახებ პენსიიდან, ასე გვიპასუხა. ამის შემდეგ ანზორ გოგრაჭაძემ გვითხრა, რომ მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, ამიტომ „მთავრობა არ უნდა შეიცვალოს“, თუმცა უკმაყოფილოა წამლების ფასებით და პენსიის ოდენობით: …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: …

ბათუმის მერი 56-მილიონიან ობიექტს არ იბარებს

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ბათუმის მერი დღემდე არ იბარებს. ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა. რატომ არ აწერს ხელს ბათუმის მერი მიღება-ჩაბარების აქტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ ქალაქის მერიიდან პასუხს ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით ელოდებოდა, თუმცა 3 …

ბათუმის მერიის მოხელე ბულვარში კაფეს აშენებს და სკვერი დააბეტონა – პროექტი მერმა შეითანხმა

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე სკვერში, გამწვანებულ ადგილს დააბეტონებენ. ამფითეატრთან 277 კვადრატული მეტრი ტერიტორია ბულვარის ადმინისტრაციამ იჯარით 10 წლის ვადით გაასხვისა. აქ კვების ობიექტის განთავსება აუქციონის პირობაში ბულვარს ჰქონდა ჩადებული. სკვერში მოიჯარე კომპანია კაფეს ააშენებს. პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა უკვე შეითანხმა. მოიჯარე შპს „შავი ზღვის დელფინია“, რომლის მესაკუთრე და დირექტორია მარადი სანიკიძე. ის მერიის შპს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 …

სად შეწყდა წყლის მიწოდება ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 19 ივლისის 02:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდათ ბენზეს, ბარცხანას, მაიაკოვსკის, ორთაბათუმის, წინსვილის, ჩაისუბნის, გ. წერეთელის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკის, ნ. ნიჟარაძის, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მთაში არსებული უხვი ნალექის შედეგად ჩაქვისა და ლეჩას სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის

100 ახალ მიკროავტობუსში ბათუმი 15,9 მილიონ ლარს გადაიხდის – ავტობუსების შემოტანა დაწყებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 მიკროავტობუსს ჯამში 15 944 800 ლარად იყიდის. ხელშეკრულება შპს „ჯი-თი მოტორსთან“ არის გაფორმებული და მიკროავტობუსების ბათუმში შემოტანაც ეტაპობრივად დაწყებულია. მიკროავტობუსების ღირებულებასაც ეტაპობრივად გადაუხდიან კერძო კომპანიას. დოკუმენტების მიხედვით: მიკროავტობუსების [კატეგორია: M2; ბრენდი: FORD; მოდელი: Transit 460E; გამოშვების წელი: 2024] მწარმოებელია FORD, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – …

დამატებით 1,2 მლნ ყინულის არენისთვის ბათუმში – პროექტი ბიუჯეტს 94 მილიონი ლარი უჯდება

ბათუმში ყინულის არენის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაში „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ 1 260 330 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. ზედამხედველის ტენდერის გარეშე შერჩევას სამთავრობო კომპანია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ხსნის. ყინულის არენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ მეორედ დაიწყო და ამჯერადაც „ფორსმაჟორში“. პირველ შემთხვევაში მშენებლობის დაწყების მიზეზი ბათუმში 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყო, ამჯერად კი, მიზეზი …

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე …

ცვლილება ბათუმის ბიუჯეტში – რაში დაიხარჯება 7 მლნ ლარი

ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტს რამდენიმე ახალი ღონისძიება ემატება. მათ შორის მერია ბათუმში, ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციას გეგმავს. ამისთვის ბიუჯეტში 502 500 ლარი გაითვალისწინეს. პარკის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული კოლონადა 1933 წელს აშენდა.  მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მერიამ 935 800 ლარი გაითვალისწინა – ენვერ ხაბაძის ქუჩის, 983 450 ლარი კი …

რა მისამართებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 10 ივლისს, ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. კომპანიის ცნობით, 11-დან 17 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ოსტროვსკის ქუჩას N45-დან N53-ის ჩათვლით; ვაჟა-ფშაველას ქუჩაზს N119-დან N123-ის ჩათვლით; გურამიშვილის ქუჩის N48-ს; ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევსა და ოსტროვსკის მეორე შესახვევში მცხოვრებ 30 აბონენტს; ახალშენის დასახლებაში N19-დან N25-ის ჩათვლით მცხოვრებ აბონენტებს; ურეხის დასახლებაში N19-დან N22-ის ჩათვლით; …

სად წაიღო მთავრობამ 29 მლნ ლარი, რომლითაც ბათუმში ყინულის არენა უნდა აშენებულიყო

„ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება,“ – განაცხადეს საქართველოს მთავრობაში 2024 წლის 5 ივნისს. ამ დღეს პრემიერი ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ყინულის სახლის მშენებლობას სტუმრობდა. ბათუმში, ლადო ასათიანის #27-ში, საცურაო აუზი და ყინულის არენა ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა აშენებულიყო. ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 29 მილიონი ლარი, თუმცა ამ დრომდე …

„ბათუმი ცენტრალთან“ მერია კიდევ ერთი 50-სართულიანი კორპუსის მშენებლობას განიხილავს

ბათუმის შემოსასვლელი ადრე დილიდან გვიან ღამემდე პრაქტიკულად ჩაკეტილია და აქ ავტომანქანით გადაადგილება რთულია. დილის 9 საათიდან 12 -მდე და საღამოს 6 საათიდან 9-მდე და ხან უფრო გვიანაც, საცობი ქალაქის შემოსასვლელის მთელ პერიმეტრზეა. googlemap-ის მონაცემებით დღეს, 8 ივლისს, თამარის დასახლებაში მთელი დღის გამავლობაში საცობი იყო. და ეს ხდება ახლა, როცა ამ უბანში დაგეგმილი რამდენიმე პროექტი ჯერ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 …

ბანაობისთვის აკრძალული ადგილები აჭარის სანაპიროზე

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ასევე არის ადგილები, სადაც ბანაობა არ არის რეკომენდებული. ბათუმში ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს წელს ბარცხანის სანაპიროც დაემატა, სადაც ხელოვნურ კუნძულს აშენებენ. მშენებლობის გამო კი აქ პლაჟი უკვე აღარც არსებობს. მშენებლობის მიუხედავად ბარცხანის სანაპიროზე მაინც ბანაობენ. „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ელოდება ინფორმაციას, …

ბათუმის მერია შენობის გამაგრებას გეგმავს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმის მასშტაბით არსებული შენობების გამაგრება-აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ბათუმის მერიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებასაც ითვალისწინებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 994 385 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს იწყება და 19 ივლისს უნდა დასრულდეს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ სამ ობიექტზე …

ბათუმში 32 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივლისის 21 საათიდან 4 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი  ღამით: 12 – …

„გონიოს ახალი ქალაქი კაზინოებითა და ბანკებით“ – რა მოუვიდა დაპირებას, რაზეც დღეს მთავრობა დუმს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განვითარებაზე მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა არჩევნების შემდეგ ამ ადგილის „განვითარება“ არავის გახსენებია. ბათუმი-სარფის გზას, ზღვასა და მდინარე ჭოროხს შორის მოქცეული ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც დღეს გამოუყენებელია, 276 ჰექტარია და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. „ჩემი დავალებით მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი ბატონი თორნიკე, ეკონომიკის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ივნისის 21 საათიდან 29 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი  ღამით: 10 …

მაქსიმალური ვადა 20 წელი – ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესს ცვლის

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე ბათუმის მერია გარე რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გაცემის წესს ცვლის. მერიის ცნობით, ეს წესი 2010 წელს არის დამტკიცებული და საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების შესაბამისად განახლებას საჭიროებს. საკრებულოში გადაგზავნილი განკარგულების პროექტის მიხედვით მერია მოქმედ წესს საერთოდ აუქმებს და ახალს ამტკიცებს. ახალი წესის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ელექტრონული აუქციონის წესით, …

ბათუმში და ქალაქის შემოგარენში აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო დღეს, 26 ივნისს, წყალმომარაგება შეეზღუდათ აბონენტებს: ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში ბენზეში ბარცხანაში წინსვლაში ორთაბათუმში ჩაისუბანში მაიაკოვსკის, გ. წერეთლის, თაბუკაშვილის, სახოკიას, სვიშევსკისა და ნიჟარაძის ქუჩებზე „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება აბონენტებს დღეს, 22:00 საათამდე შეუწყდათ.  

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი. 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ. ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა …

საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია – ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 18 ათასზე მეტი მეზღვაურია – ეს რიცხვი დასახელდა დღეს, ბათუმში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. აქვე ითქვა, რომ ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება და ეს რიცხვი იზრდება. დღეს სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის …

კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის …

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი. ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით. ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. …

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს. პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] მოცემული ინფორმაციით ამ პროექტიდან ბიზნესმენმა 18 მილიონი ლარი …

Exit mobile version