როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი  ღამით: 13 – …

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 22 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი. დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ. ლედმონიტორები და შესაბამისი …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

ბათუმში ხვალ აფროსნობის ტურნირი იწყება

21-23 ივნისს ბათუმში აფროსნობის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია, 21 ივნისს, 12 საათზე გაიმართება ე.წ. „მელკიმორიაზე“, ბაქოს ქუჩის 33-ში.  ტურნირის ორგანიზატორია აჭარის აფროსანთა ფედერაცია, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა. პრესრელიზის თანახმად, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აფროსნობის სკოლაში, მოზარდებს საშუალება აქვთ უფასოდ დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას და მიიღონ …

გააფართოებენ თუ არა ხიდს ბათუმის შემოსასვლელში – რეაბილიტირებული „ძაბრიხიდი“

ხიდი ბათუმის შემოსასვლელში, რომლის რეაბილიტაციაში ორი წლის წინ 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტის თავისუფლად გატარებას ისევ ვერ უზრუნველყოფს, რაც საცობს წარმოქმნის. 6 თვის წინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ „ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები“ ხიდის გაფართოების მიზნით, თუმცა ამ დრომდე არაფერია შეცვლილი. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდი რეაბილიტაციის დროს დაავიწროვეს კიდეც, რის გამოც …

ხელოვნური კუნძული ბათუმში – რას პასუხობს კომპანია გზშ-ს ხარვეზებზე სააგენტოს

„ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა. პროექტის გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში] 2024 წლის აპრილში კომპანიას სააგენტოში დაუხარვეზეს და 2 თვის ვადა მისცეს ხარვეზების გამოსასწორებლად. სააგენტო „ამბასადორს“ ასევე წერდა, რომ კომპანიას წარმოედგინა დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზე, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას თუ სპეციალისტებს. …

„ცარიელია ბინები“ – რამდენად ქირავდება ბათუმში ბინები ამ ზაფხულს

„რუსები თვითონ აქირავებენ უკვე ბინებს, ჩვენამდე აღარ მოდიან,“ – ეცინება „ბათუმელებთან“ გიგა გორგილაძეს, ის ტბელ აბუსერიძის და შარტავას ქუჩებზე აქირავებს ბინებს დღიურად. ზღვის სეზონი ბათუმში უკვე გაიხსნა. რა ღირს, ან ეღირება ბათუმში ამ ზაფხულს ბინა? – კვლევას ამ მიმართულებით არავინ ატარებს. ჩვენ უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს გავესაუბრეთ, ასევე ბინების მესაკუთრეებს, რომლებსაც განცხადება ბინის გაქირავების შესახებ …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივნისის 21 საათიდან 19 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 13 …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმოძრავებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება. ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსი და 25 ავტობუსიც უნდა შეისყიდონ. ვრცლად ამ თემაზე: ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს. „საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით. საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: …

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს საიჯარო წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი 13 ივნისს გამოცხადდა და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს მერია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებებით ყოველ წელს სეზონურად ასხვისებს. ინდივიდუალური მეწარმეები მერიასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აქ ძირითადად ყავის, ნაყინის და ბატი-ბუტის, საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი …

„ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის“ – ინტერვიუ ბათუმის მწვანე პოლიტიკაზე

ბათუმის მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას ახალი სკვერების მოწყობის ან არსებულის რეაბილიტაციის შესახებ, საქართველოს მთავრობამ კი ბათუმში გმირთა ხეივანი პომპეზურად, საქართველოს პრემიერის მონაწილეობით გახსნა. ამ პროექტში მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მწვანე სივრცე უნდა ერქვას რეალურად მწვანე, მცენარეებით დატვირთულ სივრცეს და არა იმას, რაც …

„სქროლები“ ქალაქში – მუშაობს თუ არა მერია გადაადგილების რეგულაციაზე

ზაფხულში, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმში „სქროლის“ მომხმარებელთა რიცხვი მატულობს. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები „სქროლს“ სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, მათაც ისევე აქვთ თავგზა აბნეული, როგორც ველოსიპედის მომხმარებლებს. ტროტუარების დიდი ნაწილი დიდ შავ ჯიპებს ან კაფეებს აქვთ დაკავებული, ველობილიკზე კი ხშირად ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან. არის შემთხვევები, როცა „სქროლით“ მოსარგებლეები ქალაქის ქუჩების რაღაც …

პლაჟზე სატუმბო სადგურს დაანგრევენ და ახალს ააშენებენ – დაიხარჯება ნახევარი მილიონი ლარი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბულვარში მდებარე ზღვის წყლის საქაჩი ძველი სატუმბო სადგურის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს.  ეს სადგური, რომელიც ბათუმის კონცხზე „ალი და ნინოს“ მიმდებარე პლაჟზეა განთავსებული, ბათუმის დელფინარიუმს ზღვის წყლით ამარაგებს. სატუმბო სადგურის მშენებლობაზე ტენდერი 502 ათას 180 ლარითაა გამოცხადებული. ახალი სადგური იმ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან …

ბათუმში ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად მეტლახი დააგეს და დაფარეს უსინათლოთა ბილიკიც | ფოტოამბავი

ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობეს. აქ კაფე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. ტროტუარზე კაფესთვის ადგილის მოწყობის სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. ტროტუარზე კაფეს მოსაწყობად აქ მეტლახს აგებენ, კონსტრუქცია კი პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას. ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქალაქი, სადაც უსინათლოთა ბილიკის მოსაწყობად ბიუჯეტიდან …

როგორ იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის [KfW] საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება იგეგმება. ეს პროგრამა [ე.წ. V ფაზა] ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ადლიის გამწმენდი ნაგებობის წარმადობის გაზრდისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართა. პროექტი ითვალისწინებს როგორც უშუალოდ …

ბათუმში 31 გრადუსამდე დაცხება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი …

1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ . ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება. სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო …

არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი. „მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.   „გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა …

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 7 ივნისის მონაცემებით გაუარესებულია. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს არ არის კარგი ზოგი დაავადების მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის. გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, როცა მტვრის ნაწილაკების შემცველობა დამაკმაყოფილია, „ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა, მთელი მოსახლეობისათვის მავნე …

სპეცოპერაცია – რა ხდება შარაბიძეებში

დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შარაბიძეების დასახლებაში შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც [10:30] მიმდინარეობს: „კორპუსთან ძალოვნები დღეს დილით 7 საათისთვის გამოჩნდნენ. კორპუსის ეზოში ოცამდე ეკიპაჟი მივიდა. იყო ათამდე ნიღბიანიც.“ თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. „ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისის 21 საათიდან 4 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …

ვინ იშენებს ვილებს გონიოში, ზღვის სანაპიროზე – როგორ იქცა სასტუმროების პროექტი კერძო სახლებად

ბათუმში ბევრს უნდა ახსოვდეს ე.წ. „ელიტური ვილების“ პროექტი, რომელიც გონიოში, ზღვის პირას „დაბალ განაშენიანებას“ და „სასტუმრო ვილების“ მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროექტის კონცეფციის დამტკიცებისას „ოცნების“ უმრავლესობის წევრებმა, კენჭისყრამდე, მათ გასაგონად, ვინც ბათუმის ურბანულ პოლიტიკას აპროტესტებს და ქაოსურს უწოდებს, ნიშნისმოგებით განაცხადეს, რა გვაქვს საწინააღმდეგო ბათუმში დაბალ განაშენიანებას ითხოვდნენ და აი, დაბალი განაშენიანებაო. იმით, რომ მერიას ზღვისპირა ზოლში …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 მაისის 21 საათიდან 25 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო …

როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი. პლაჟის შენარჩუნების გარდა ხრეშის შეტანა აუცილებელია სანაპირო ზოლის დასაცავად. ხრეშს, რომელიც ზღვაში უნდა ჩაყარონ, მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ხრეშის შეტანას 2 თვე დასჭირდება. სამუშაოები ზაფხულში ალბათ არ დაიწყება, თუმცა, საზაფხულო სეზონის წინ, ბათუმის ახალ ბულვარში დღეს სხვა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასული …

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ …

ბათუმში საჯარო სკოლების მოსწავლეები რუსულ კანონს აპროტესტებენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ. სკოლის მოსწავლეები ამ წუთებში იკრიბებიან ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მათი თქმით საპროტესტო აქცია დღის 2 საათისთვის დაიწყება. „მეექვსე და მეათე სკოლა ვართ ჯერ გამოსული. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არ მოგვწონს ის რაც ხდება საქართველოში. მთავრობა და პოლიცია უნდა იყოს ხალხის მხარეს, ჩვენ უნდა გვიცავდეს …

ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე. საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. რექტორების განცხადების …

არა რუსულ მომავალს – სკოლის მოსწავლეები ბათუმში აქციას გამართავენ

„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ“, „არა რუსულ მომავალს“ – ბათუმის სკოლის მოსწავლეები დღეს, 15 მაისს 14:00 საათზე ცენტრალური პარკის შესასვლელთან აქციას გეგმავენ. აქციას ბათუმის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები უერთდებიან. ამ დროისთვის არ ვიცით იქნებიან თუ არა მათთან ერთად მასწავლებლები. სკოლის მოსწავლეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარკის კოლონადებთან გუშინ, 14 მაისსაც შეიკრიბნენ. „სინდისმა შეგვაწუხა“ …

ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. „პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 …

ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება – სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

დღეს, 15 მაისს მოძრაობა „მარტიანელები“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ. „პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია! გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ …

გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – პეტიცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას. „ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე. ამ …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი …

Exit mobile version