ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ შეძენილ კანფეტების ნაწილს დღემდე გამგეობის შენობაში ინახავს.
ბათუმელები
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა საახალწლოდ შეძენილ კანფეტების ნაწილს დღემდე გამგეობის შენობაში ინახავს.
„ქობულეთის სამედიცნო ცენტრის“ დირექტორის არჩილ მანელიშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში თვალის კლინიკის გახსნა იგეგმება. ეს განცხადება დირექტორმა სამედიცინო ცენტრში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა სტუმრობის დროს გააკეთა.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში 80 წლის პედაგოგს, აკაკი ბერიძეს ბოსლიდან ძროხა და დეკეული მოპარეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. 50-მილიონიანი ფონდიდან მაღალმთიანი აჭარის – ქედის, ხულოსა და შუახევის – მუნიციპალიტეტები პროგრამის განხორციელებისთვის 2 083 553 ლარით დაფინანსდა.
ფერმერული მეურნეობისა და მემცენარეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხუთ მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი 330 000 ლარია. ყველაზე მეტად აჭარაში ფერმერები მოტობლოკისა და სკის შეძენით არიან დაინტერესებული. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ფერმერების შესარჩევად, რომლებიც პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით შეიძენენ მოტობლოკს თუ სხვა საჭირო ინვენტარს.
ზერიფე, მერი, მზევინარი და თამუნა ერთ სოფელში ცხოვრობენ. ოთხივე სხვადასხვა ასაკისაა, ყოველი მათგანი მის ირგვლივ ცვლილებებს სხვადასხვაგვარად აფასებს. „ბათუმელები“ ოთხ ქალს გაგაცნობთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოდან.
9 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით გამართული პრესტურით ჩასულებს სოფლის ცენტრში, სკოლასთან, სოფლის მოსახლეობა დაგვხვდა. ყველას უნდა თავისი საკარმიდამო ნაკვეთი ან სახლი გადავიღოთ, რომ გვაჩვენონ, როგორ დააზარალა ისინი მეწყერმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის რაიონულ ორგანიზაციას დღეიდან, პროფესიით ექიმი ამირან ცინცაძე უხელმძღვანელებს.
ბათუმში დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერისძის ქუჩების რეაბილიტაცია, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა და არჩილ ხაბაძემ მოინახულეს.
დღეს, ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ლაზი მხატვრისა და პოეტის ჰასან ჰელიმიშის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭრით გამოიცა.
შს სამინისტროს ქობულეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დავით დვალიშვილი ირაკლი კალანდაძემ ჩაანაცვლა.
მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში მოხუცი და პატარა ბავშვი ერთი თეფშიდან ბორშჩს ჭამენ. მოხუცი ამბობს, რომ სასადილოში ჭამის უფლება მხოლოდ მას აქვს, პატარას კი _ არა. ამის მიუხედავად სასადილოში არ უკრძალავენ, მოხუცმა ბავშვსაც აჭამოს. აქ იციან, რომ სასადილოში თუ არ გამოკვებავენ ბავშვს, ის მშიერი დარჩება.
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება ქედაში გასულ წელთან შედარებით 10 000 ლარით შემცირდა. ბიუჯეტის შემცირების ფონზე მწვრთნელები დაბალ ხელფასებსა და შეზღუდულ ფინანსებზე საუბრობენ. ეს კი ჯამში სპორტსმენების შედეგზე აისახება.
ფონდი „ქველმოქმედება“ ახლახან შეიქმნა. მისი მთავრი მიზანი არის შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ძვირადღირებული სამკურნალო პროცედურებისა და უნაყოფობის მკურნალობის დაფინანსება; ობოლ ბავშვებისა და სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა; მრავალშვილიანი, კერძოდ, 4 და მეტშვილიანი დედებისადმი ფინანსური მხარდაჭერა. ფონდი მუნიციპალიტეტში დასაქმებული პედაგოგებისა და საჯარო მოხელეების ხელფასის 1%-ით ივსება. ფონდში თანხის შეწირვა ნებაყოფლობითა.
<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >
ქობულეთის მუნიციპალიტეტში „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაობის ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელება დაიწყო.
ლელა გოგიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად შუახევის ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში ერთი თვის წინ თვითნებურად მეორედ შესახლდა. იგი ამბობს, რომ დახმარების არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი პრობლემები არ გაითვალისწინა, რის გამოც იძულებული გახდა, საცხოვრებელ სახლში თავისუფალი ბინა უკანონოდ დაეკავებინა.
ჩაის სერვიზი, ტორტის თეფშების ნაკრები, ელექტროჭაღი და სამზარეულოს მიქსერი – ამ ნივთების შესაძენად ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 5 000-მდე ლარია.
დღეს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სულხან ოქროპირიძე და საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და თემების რწმუნებულებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
ქობულეთს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი მოადგილეებთან ერთად ხუცუბნის თემის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ უმთავრეს მოთხოვნად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და გაზიფიკაციის დაწყებული პროცესის გაგრძელება დაასახელა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას ხუცუბნის თემში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გააცნეს და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
ქედის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 2012-2013 წლის კურსდამთავრებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგო-პროს ბათუმის ფილიალში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. მთავრობის წევრებს დღეს არ უსაუბრიათ ამ პროექტის ფარგლებში რამდენ ოჯახს მოუწევს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორ სოვოლოდ გოროხოვთსა და სამედიცინო ცენტრ „მედინას“ დირექტორ ჯუმბერ უნგიაძეს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში პარტიის აქტივისტებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე კოალიციის მხარდამჭერებმა ერთიანი გუნდის შესაძლო გაყოფაზე ისაუბრეს და პარტიის მდივანს, კახი კალაძეს თხოვნით მიმართეს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე, პარტიის რაიონული ორგანიზაციის მუშაობას სამომავლოდაც გაუძღვეს.
ტურისტულ სოფელ გომარდულში მცხოვრებლები, ისე როგორც კოტეჯების მფლობელები, ტურისტების ნაკლებობას და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან; ცოტა ხნის წინ გომარდულში არსებული კოტეჯების მფლობელების საბანკო ანგარიშებს სახელმწიფომ ინკასო დაადო. ბიზნესმენები სახელმწიფოს აღებული ვალდებულებების გადავადებასა და მიწის გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ.
<!** Image 1 align="left" width="300" height="576" >
გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი კერების შესწავლა დაიწყეს. სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი აცხადებს, რომ სტიქია სოფელს ხშირად უტევს და ხელისუფლებას სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ თემის ადმინისტრაციულ ცენტრში საერთო საცხოვრებლის აშენებას სთხოვენ.
ქედაში მოქალაქეები ხე-ტყის უკანონო გაჩეხისთვის დააჯარიმეს, მოვალეობის არასათანადო შესრულებისთვის კი, რამდენიმე ტყის მცველი სამსახურიდან აითხოვეს. სოფლების რწმუნებულების აზრით, უკანონო ჭრა სოციალური ჭრისთვის ნებართვის იმ ადგილზე გაცემამ გამოიწვია, სადაც ავტომობილი ვერ მიდის. დაჯარიმებულებმა დახმარების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს.
გასული წლის დეკემბერში სტიქიის შედეგად აჭარის მაღალმთიანეთში შვიდი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ექვსი კი _ დაზიანდა. საცხოვრებელი სახლების გარდა სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა დამხმარე ნაგებობებიც. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა სახელმწიფოსგან კომპენსაციას ელის. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელ კომისიას ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე არ დაუთვლია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კიბეში კლდიდან მონგრეულმა ქვამ ჩოხარაძეების სახლი დაანგრია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამ დროს სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში შუახევის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამასზე მეტი წიგნი გადაეცა. წიგნები შუახევში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა.
დღეს ქედის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო მარათონი, რომელიც საქველმოქმედო საზოგადოება „თერჯოლის იმედის სახლის“ თხოვნით ქედის კულტურის ცენტრი მართავს, საათნახევარს გაგრძელდება და შემოსული თანხა სატელევიზიო პროექტ „იმედის გმირის“ გამარჯვებული ქალბატონის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.
<!** Image 1 align="left" width="360" height="510" >
ლატვიაში დაგეგმილ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში საქართველოს სახელით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ელესა“ და „ფოლკლორულ ინსტრუმენტალური ბენდი“ წარსდგება.
ამ წუთებში, ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში და ღორჯომის თემში მისასვლელ გზებს თოვლის საფარისგან წმენდენ.
დღეს ქობულეთში ახალი სკოლა გაიხსნა. ქობულეთის N1 საჯარო სკოლას დღეიდან ახალი შენობა ექნება. დღესვე გაიხსნა აჭყვის რეაბილიტირებულ საჯარო სკოლა. გახსნის ცერემონიალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
<!** Image 1 align="left" width="300" height="768" >
საახალწლო ღონისძიებებზე აჭარის მაღალმთიანეთში ყველაზე მეტი თანხა ქედის მუნიციპალიტეტმა გახარჯა, საახალწლო განწყობის შექმნის მიზნით ქედის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხის მოსაწყობად, საშობაო კონცერტის ინვენტარისა და 10 თემის ადმინისტრაციული შენობებისთვის ნაძვისხეების შესაძენად 12 800 ლარი გათვალა და ტენდერი აღნიშნულ თანხაზე გამოაცხადა.
სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრები გასულ წელს 80 000–მდე მოქალაქეს მოემსახურა, წელს კი მსგავსი ცენტრი ქობულეთში გაიხსნება.
<!** Image 2 align="left" width="300" height="4464" >
კონკურსი შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, 14 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.