Batumelebi | ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის განათლების საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის განათლების საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის განათლების საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 

14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის განათლების საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს.

 

 

აზერბაიჯანის დელეგაციის სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა დელეგატები, ქობულეთის რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების პედაგოგები.

 

კონფერენციის მიზანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება იყო. აზერბაიჯანელი სტუმრები დეტალურად გაეცნენ ქართულ ზოგად საგანმანათლებლო სისტემას დასაჯარო სკოლები მოინახულეს.

 

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს ორგანიზატორებისაგან სერთიფიკატები გადაეცათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"